ვალდანო: გუნდს ვარსკვლავები სჭირდებოდა

ვალდანო: გუნდს ვარსკვლავები სჭირდებოდა


La Razon-თან ინტერვიუში, “რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ გუნდში შექმნილი მდგომარეობა გააანალიზა.


რა გაიფიქრეთ, როცა ფლორენტინომ გითხრათ, რომ მისი პროექტი კაკასა და რონალდოს შეძენას ითვალისწინებდა?
არ გამკვირვებია, რადგან პერესს კარგად ვიცნობ. გუნდს ვარსკვლავები სჭირდებოდა, ამიტომ ჩვენ 2 უმაღლესი დონის ფეხბურთელი გადავიბირეთ.

შემადგენლობაში ცვლილებები ისევ იქნება?
ჩვენ უკვე 6 ფეხბურთელი გადავიბირეთ. ახლა მთავარია გუნდი როგორ ითამაშებს. ამ მხრივ, მანუელ პელეგრინის დიდი სამუშაო ექნება.

იმ თანხიდან გამომდინარე, რომელიც ამ ზაფხულს დახარჯეთ, თქვენი პროექტი წარმატებული უნდა გამოდგეს.
სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა გვმართებდა. ახლა მთავარია ცოტაც მოვითმინოთ და წარმატებებს დაველოდოთ. მგონი უკანასკნელი ტრანსფერებით ფანებიც კმაყოფილნი დარჩნენ.

ფეხბურთელებისგან რას ელით?
ყველა მოთამაშემ გუნდში საკუთარი ადგილი უნდა იპოვოს. ამასთან, ახალწვეულებს ადაპტაციის გავლაში ყველა უნდა დავეხმაროთ.

გუტისა და რაულის შესახებ ბევრს საუბრობენ.
მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. კაპიტნების გამოცდილება გუნდს უდიდეს სარგებელს მოუტანს.

როგორი უნდა იყოს “რეალის” ფეხბურთელი?
პირველ რიგში მან უდიდეს ზეწოლას უნდა გაუძლოს. ხალხი და მედია მოსვენებას არასდროს მისცემს. ამასთან, კონცენტრირება უნდა მოახდინოს საკუთარ სამუშაოზე.

ახალგაზრდულ სისტემაშიც ბევრი ცვლილება იქნება?
აქ ცვლილებები უბრალოდ აუცილებელია, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდებში.

“კასტილიას” მოთამაშეებისთვის მთავარ გუნდში ადგილი მოიძებნება?
იქნება რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებიც მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და თუ მწვრთნელის ნდობას დაიმსახურებენ, მაშინ შემადგენლობაში დამკვიდრების შანსიც ექნებათ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 4 ივლისი 2009
  • 2455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)