კაკა:"ისეთი ფეხბურთელი არ ვარ,როგორიც მარადონა იყო"
ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა დღეს შეადარეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას.კაკამ მას გენიალური ფეხბურთელი უწოდა.
"მე ისეთი ფეხბურთელი არ ვარ,როგორიც მარადონა იყო.მუდამ ვცდილობ უფრო დავხვეწო ჩემი თამაში.ფეხბურთი განვითარდა.დღეს ფიზიკურობას ენიჭება უფრო მეტი ყურადღება,ვიდრე ტექნიკას.მომწონს ეფექტური და სანახაობრივი თამაში"–აცხადებს კაკა.
"რეალის" ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა ლეო მესიზეც.კაკა თვლის,რომ მესიმ დაიმსახურა "ოქროს ბურთი".
"მესიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ვფიქრობ მას ეკუთვნის "ოქროს ბურთი".
მაგრამ ბრაზილიელი ფლეიმეიქერი ამბობს,რომ მისი მიზანი "ოქროს ბურთის" დაბრუნებაა,რომელიც გასულ წელს მისმა თანაგუნდელმა კრისტიანო რონალდომ მოიგო.
კაკამ დღეს მიიღო მონაწილეობა ვარჯიშში ბრაზილიის ქალაქ ტერესოპოლისში.ბრაზილიელები გამართავენ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ,რომელიც ხვალ გაიმართება.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 4 სექტემბერი 2009
- 3093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.