რონალდუს ინტერვიუ (ნაწილი II)

გთავაზობთ პორტუგალიელი ვარსკვლავის ინტერვიუს პირველი ნაწილის გაგრძელებას.


კრიშტიანუ რონალდუს აქვს ყველაფერი–არის თუ არა ისეთი რამე, რაც თქვენ გენატრებათ? განიცდით თუ არა რამის უქონლობას?

სიმართლე გითხრათ მართლაც მენატრება რამდენიმე რამ, რომელთა გაკეთებაც ეხლა მე არ შემიძლია. შემიძლია გითხრათ , რომ განვიცდი საკუთარი ე.წ. "მე"–ს უქონლობას, მაგ: როცა მივდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ ან როცა პლაჟზე გავდივარ გასარუჯად.

თუ თქვენ გააგრძელებდით თამაშს "ანდორინოში" ან "ჰალ სიტიში", მაშინ ასეთი პრობლემები არ გექნებოდათ?

დიახ, რა თქმა უნდა , ასეც იქნებოდა. იმ კლუბის გამო, სადაც ეხლა მე ვთამაშობ და იმ ტიტულების გამო, რომელიც მე მოვიგე, უკვე სხვა ცხოვრება მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს მომენატროს ასეთი რამეები.

თუ დავუკვირდებით თქვენს საფეხბურთო ბიოგრაფიას, ვნახავთ, რომ თქვენი კარიერა შესანიშნავი ტემპებით ვითარდებოდა და თქვენი დებიუტებიც ერთგვარი პატარა "სკანდალის" ტოლფასი იყო. აი მაგ: ბავშობაში, როცა თქვენ ფეხბურთის თამაში დაიწყეთ , თქვენთვის იბრძოდა მადეირას ორი უძლიერესი კლუბი:"მარიტიმო" და "ნასიონალი". "სპორტინგის" შემადგენლობაში თქვენი დებიუტი შედგა არც მეტი, არც ნაკლები ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მილანის ინტერის წინააღმდეგ. თქვენი სანაკრებო დებიუტისას ყაზახეთის წინააღმდეგ თქვენ შეცვალეთ თავად ლუიშ ფიგუ. მანჩესტერ იუნაიტედმა თქვენში გადაიხადა 18 მლნ. ევრო იმისთვის , რომ შეგეცვალათ მათი სიმბოლო – დევიდ ბექჰემი. ამ წელს თქვენ გადახვედით მადრიდის რეალში...

ბავშობიდან დაწყებული , საკუთარ თავზე ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მე მიხაროდა, რომ ადამიანები ასე მენდობოდნენ. ეს ძალღონეს მმატებდა. ჩემი ცხოვრება ყოველთვის გამოწვევებით იყო სავსე. ყოველთვის მზად ვარ გამარჯვებისთვის. ვიყავი და ვიქნები ადამიანი, რომლისთვის დამახასიათებელ ნიშნად მუდამ გამარჯვებულის როლში ყოფნა დარჩება. მიუხედავად იმისა, თუ სად ვთამაშობ , ყოველთვის მოგება მსურს.

ეს ისედაც ნათელია, ვინაიდან, როგორც მოედანზე , ასევე მის ფარგლებს გარეთაც , თქვენ ინდივიდუალურობით გამოირჩევით. ალბათ ეს იმიტომ, რომ თქვენ ბავშობიდანვე დიდი გამოწვევების წინაშე იდექით...

მე არ ვთვლი, რომ ასეთი დონის ინდივიდუალისტი ვარ, სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვთვლი თავს ასეთ პიროვნებად. როცა შედარებით პატარა ასაკის ვიყავი, მაშინ კი, ვინაიდან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვღებულობდი, საიდანაც ზოგი სამართლიანი იყო, ზოგიც კი არა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ამდენი პირადი და საკლუბო ტიტულები მოვიგე, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. მაგრამ , მიუხედავად ამისა, მე ჯერ კიდევ არ ვარ სრულყოფილი და ბევრი რამის სწავლა მომიწევს, რასაც ვაკეთებ კიდეც. მე უნდა ვიცოდე, როდის უნდა გავაკეთო სწორი გადაცემა და როდის უნდა წავართვა ბურთი...

თქვენ გიყვართ ბურთთან თამაში, თან ისეთ დონეზე, რომ მისით სახლშიც ჟონგლიორობთ!

დიახ, მე მიყვარს ამის კეთება. როცა ვარჯიში მთავრდება, ან როცა სავარჯიშო დარბაზში ვიმყოფებით მიყვარს , როცა სხვებს ბურთის დახმარებით ვეხუმრები/"დავცინი". აქ, ისევე როგორც მანჩესტერში, ეს ბევრს მოსწონს. რაც შეეხება სახლში ჟონგლიორობას, იქ ამას მარტო ვაკეთებ , ვინაიდან ჩემ ნათესავებს ეს არ უყვართ.

რას ამბობთ!

დიახ, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ , მაგრამ ჩემ ნათესავებს ეს არ მოსწონთ. მათ საერთოდ არ უყვართ ფეხბურთი.. არ ვიცი რატომ... ყველას არ შეუძლია იყოს ფეხბურთელი... ასე რომ სახლში მე მარტო ვჟონგლიორობ.

როდის მიხვდით, რომ ბოლოს და ბოლოს მადრიდის რეალში გადახვიდოდით?

დიახ, რამდენიმე თვის განმავლობასი ეს მე არ ვიცოდი, ყველაფერი გადმოსვლამდე ერთი თვით ადრე გადაწყდა.

მართალია თუ არა , რომ თქვენ იყავით შეთანხმებულები მადრიდის რეალში გადმოსვლაზე ჯერ კიდევ კალდერონთან?

ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება

სიმართლე არაა?!

არა.

ფულის გარდა თქვენ ფლორენტინო პერესმა ალბათ სხვა რამეც შემოგთავაზათ...

ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ამდენი რამის შესაცვლელად დიდი ჭკუა იყო საჭირო. ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ მას პატივი იმისთვის, რაც მან გააკეთა.

თქვენ არ დაგიტოვებიათ თქვენი ხელმოწერა სალფეთქზე , ისე როგორც, ეს თავის დროზე ზინედინ ზიდანმა გააკეთა...

ჰმმმ... არ მახსოვს, როგორ იყო ყველაფერი. მან მე უბრალოდ ორი საჩუქარი გადმომცა.

შეიძლება გავიგოთ რა საჩუქარი იყო?

საათი და სიბელესის სტატუის ასლი.

მას შემდეგ, რაც კონტრაქტს მოაწერეთ ხელი, თუ მანამდე?

ხელმოწერის შემდეგ , მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მას ის საჩუქრები ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია..

თქვენი არ მესმის...

ეს იყო მანამ, სანამ შედგებოდა ბერნაბეუზე პრეზენტაცია.. მან მითხრა:"ეს შენთვისაა".. როცა ღონისძიება დასრულდა მას დაავიწყდა ჩემთვის საჩუქრის გადმოცემა... არ ვაპირებ , რომ ის საჩუქრები დავუტოვო , მაინც გამოვართმევ (იცინის).

თამაშის როგორი სტილი მოგწონთ?

მე მხოლოდ გამარჯვებები მიყვარს .. გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. თუ ამასთან ერთად , შეძლებ ლამაზად თამაშს, მაშინ ამას რა ჯობია. ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი და გუნდი გვყავს, ასე რომ გაგვაჩნია ყველანაირი ინგრედიენტი ლამაზად თამაშისთვის და გამარჯვებისთვის.

ხშირად უყურებთ ფეხბურთს?

არც ისე

რომელი კლუბი მოგწონთ?

ბევრი

ბარსა?

ბარსა ძალიან კარგად თამაშობს , შემდეგ ატლეტიკო, ვალენსია... ესპანეთში კარგ ფეხბურთს თამაშობენ. პრემიერ– ლიგაში ბევრი ძლიერი კლუბია,მაგრამ იქ უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ , ესპანეთში კიდევ , დიდი ყურადღება ექცევა ბურთის კონტროლს. სეზონის დასასრულს ამ მხრივ უფრო უკეთეს კომენტარს გავაკეთებ.

ვინ გაგაოცათ კლუბში ყველაზე მეტად?

ასე თუ ისე , მე ყველას ვიცნობდი. ნათელია, რომ თითოეული მათგანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რაც ჩემთვის ძალიან კარგია, ვინაიდან შემეძლება მათგან სწავლა და მათთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება.

ვის მისცემდით "ოქროს ბურთს"?

არ ვიცი ...ცუდი შეკითხვაა , ბევრი მეგობარი მყავს და რომელიმე ერთს თუ დავასახელებ , სხვებს ეწყინებათ...

ალბათ მესის, რომელმაც წინა სეზონში სამივე ტიტული მოიგო.

რატომაც არა. შეიძლება.

რომში გამართულ ფინალში თქვენ ძალიან გაბრაზებული იყავით..

იმიტომ რომ წავაგეთ, მე კი, როგორც გითხარით, არ მიყვარს , როცა ვაგებ. ამიტომ ყველაზე მეტად მე ვბრაზობდი..

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალექს ფერგიუსონთან ?

ძალიან კარგი. ეს ადამიანი მე ძალიან დამეხმარა და ის ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.

იუნაიტედში თქვენ შეხვდით გიგზსა და სკოულზს, რომლებიც კლუბის შემადგენლობაში დიდი ხანია,რაც თამაშობენ. მადრიდში თქვენ შეხვდით რაულს, გუტისა და კასილასს. ფეხბურთში სულ უფრო და უფრო ნაკლები ისეთი ფეხბურთელი რჩება, რომელიც დიდი ხანი თამაშობს ერთ კლუბში.. ნელ–ნელა წინა პლანზე ფული გადადის...

არა, მე ვფიქრობ, რომ თითოეული ფეხბურთელი ამჟღავნებს უდიდეს ძალისხმევას იმ კლუბის მაისურის ტარების ღირსების დასაცავად, სადაც შეიძლება ის სულაც არ თამაშობდეს 15–20 წლის განმავლობაში. მაგ: მე ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, როცა მანჩესტერში ვთამაშობდი და იმავეს გავაკეთებ რეალში თამაშისას. ფეხბურთელები, რომლებიც ასრულებენ საკუთარ კარიერას იმ კლუბში , სადაც გაიზარდნენ, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ აღიარებას. მაგრამ , სამწუხაროდ დღევანდელი დღისთვის , ასეთი ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელად გვყავს.

იცით თუ არა, რამდენი მისამართი გამოდის, როცა Google-ის საძიებო სისტემაში "კრიშტიანო რონალდუს" ჩაწერ?

წარმოდგენა არ მაქვს.

20 მილიონ 800 ათასი..

ძალიან ბევრია.

წყნარად , როცა "ბარაკ ობამა" შეგყავთ , მაშინ მისი რიცხვი 81 მლნ.–მდე ადის

მაგრამ ის ხომ ობამაა! მე მისგან არც ისე შორს ვარ. მაშინ მითხარით კიდევ რომელი ფეხბურთელის სახელის ჩაწერისას გიგდებთ ამდენ მისამართს?

დარწმუნებული ვარ დევიდ ბექჰემის დროს

კიდევ? კიდევ თუ იცით ვინმე ასეთი ფეხბურთელი?

არ ვიცი , ამდენი არ მიძებნია

20 მლნ. – არც ისე ცოტაა, ჩემთვის დამატებითი სტიმულია, როცა ხალხი ჩემით ინტერესდება.

კრიშტიანო რონალდუ–მოკლე ბიოგრაფია

კრიშტიანუ რონალდუ დოშ სანტოს ავეირუ დაიბადა 1985 წელს და პირველად ფეხბურთის თამაში დაიწყო რვა წლის ასაკში კლუბ "ანდორინიაში"– მისი მშობლიური ქალქა ფუნშალის კლუბში. მამამისი ამ კლუბში ერთ–ერთ ტექნიკურ მრჩევლად მუშაობდა. ბავშვმა სწრაფად მიაღწია წარმატებას. 2001 წელს ის იყიდა ლისაბონის "სპორტინგმა" და კრიშტიანუ გადავიდა ქალაქში. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში მილანის ინტერის წინააღმდეგ. სადებიუტო თამაშით ყველანი განაცვიფრა, რის შემდეგაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. რონალდუს ყოველთვის ადარებენ ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელ ეუსებიოს. ნაკრებში მან შეცვალა კიდევ ერთი ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ. 2008 წელს ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში თამაშისას მოიგო მთავარი პრიზები– "ოქროს ბურთი", "FIFA World Player" და "ოქროს ბუცი"


წყარო: elpais.com
dle 10.1

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2009
  • 3863
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)