კალპე: მსაჯები უკვე 5 წელია ბარსელონას ეხმარებიან

კალპე: მსაჯები უკვე 5 წელია ბარსელონას ეხმარებიან

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კალპემ ინტევიუ მისცა as-ის ჟურნალისტებს.


რას ფიქრობთ დღევანდელი რეალის შესახებ?

" დღედღეობით ბარსელონას ჰყავს უძლიერესი გუნდი, მაგრამ რეალი ყოველთვის იყო და დარჩება საუკეთესო კლუბად".


დღესდღეობით ბარსელონა საუკეთესო კლუბია..


" გეთანხმებით, დღესდღეობით ბარსელონა შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბარსას ოცი წელი ტიტული არ ჰქონდა მონაგები. ეხლა ბარსა შეუდარებელია, მაგრამ ის რასაც კატალონიელები აკეთებენ, რეალს უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს".


ბევრი მითქმა-მოთქმა არის იმის თაობაზე, რომ მსაჯები ბარსას ეხმარებიან..

"ეს არ არის გასაკვირი, კატალონიელებს მსაჯები უკვე 5 წელია ეხმარებიან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბარსელონა საუკეთესოა".


როგორ ფიქრობთ ასეთი ზეწოლა რეალ მადრიდის მიმართ კრიშტიანოს და მოურინიოს გამო ხდება?

"არა, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ჩემს დროს თუ რომელიმე გუნდი მოგვიგებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მან სეზონი წარმატებულად ჩაატარა. როცა მე ჯერ კიდევ ლევანტეს ფეხბურთელი ვიყავი, კლუბის პრეზიდენტმა ჯილდო შემოგვთავაზა, თუ კი რეალს დავამარცხებდით. ჩვენი მცველები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა დი სტეფანოს ბურთი არ მიეღო. სამეფო კლუბის თავდამსხმელების მიმართ ყოველთვის არის ზეწოლა და ეს კრიშტიანოს გამო არ ხდება. ჩემთვის გასაკვირია, თუ რატომ არ არის იგივე დამოკიდებულება ბარსას ფეხბურთელების მიმართ".


ესე იგი გუნდში ყოველთვის იყო "კრიშტიანოები"?

" რა თქმა უნდა. გადახედეთ რეალის ისტორიას, ამანსიო, ხენტო, დი სტეფანო ისინი რონალდოზე არანაკლებად თამაშობდნენ. "თეთრებს" ყოველთვის ჰყავდა თავისი ლიდერი. დღესდღეობით ეს კრიშტიანოა".


ინფორმაციის წყარო: as
სტატიის ავტორი: dato818
dle 10.1

  • dato818
  • 7 იანვარი 2011
  • 2436

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)