პირველი პირველი

ალბათ ფიქრობთ,რომ მე სათაურში რამე შემეშალა.არა მეგობრებო,ცდებით. ეს სათაური "რეალის" მეკარეს იკერ კასილას ფერნანდეშს ეხება. პირველი "პირველი" მის საუკეთესოობას გვამცნობს,ხოლო მეორე - მისი მაისურის ნომერს...


იკერ კასილასი "რეალის" კარს 1999 წლის შემდეგ იცავს. მან 401 მატჩი ჩაატარა უკვე "ბლანკოსის" მაისურით და ეს რიცხვი იმედია ერთი-ორად გაიზრდება. იგი ასევე მყარად დგას ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარშიც. ორივე გუნდში მას კაპიტნის სამკლაური უკეთია. ბევრმა თქვენგანამ იცის იკერის შესახებ. "გამეორება ცოდნის დედააო" ნათქვამია და მეც კასილასის ბიოგრაფიასა და მნიშვნელოვან მომენტებს მის კარიერაში გაგახსენებთ. ზოგს ახალსაც გაიგებთ...


სრული სახელი: იკერ კასილას ფერნანდეში

დაბადების თარიღი: 1981 წლის 20 მაისი

დაბადების ადგილი: მოსტოლესი(მადრიდის გარეუბანი)

სიმაღლე: 182სმ

სათამაშო პოზიცია: მეკარე

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 1

ადრეული კარიერა: მადრიდის "რეალი"




მაშ ასე, იკერ კასილას ფერნანდეში დაიბადა მოსტოლესში,მადრისი გარეუბანში 1981 წლის 20 მაისს. მამამისი ხოსე ლუის კასილასი რეგიონის განათლების მინისტრი იყო, ხოლო დედამისი, მარია დელ კარმენ ფერნანდეშ გონსალესი პარიკმახერი გახლდათ. იკერის ოჯახი ემიგრაციაში იმყოფებოდა. წარმოშობით იგი ნავალაკრუზიდანაა(ბასკეთი). თუმცა იკერი ყოველთვის თვლიდა,რომ მისი მშობლიური ქალაქი მადრიდია. იკერს ჰყავს ერთი ძმა, უნაი,რომელიც მასზე 7 წლით უნცროსია. ამჟამად უნაი "მოსტოლესში" თამაშობს. იგი ნახევარმცველია.

კასილასის ბავშვობაში მოხდა ერთი კურიოზული ფაქტი. იკერის მამა მიუხედავად იმისა,რომ განათლების მინისტრი იყო,მაინც არ იყო უსაშველოდ მდიდარი. მათი ოჯახი სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ხოსე(იკერის მამა) ხშირად ყიდულობდა ლატარიის ბილეთს. როგორც საქართველოში "ტოტო", ისე ყოფილა ესპანეთშიც. 80-იანი წლების მიწურულს, ერთ-ერთი გათამაშების დროს ხოსეს ნაყიდი ჰქონდა ეს ბილეთი. პატარა იკერს შემთხვევით ეს ბილეთი ჩავარდნია აუზში,რის შედეგადაც პრაქტიკულად მასზე ყველაფერი წაიშალა. როგორც შემდგომ გაირკვა, მამამისს ყველა შედეგი გამოუცვნია. ასე რომ მათ დაახლოებით მილიონი ევრო დაკარგეს.

1990 წელს იკერი მამამისმა მადრიდის "რეალის" საფეხბურთო სკოლაში მიიყვანა. 1998 წლამდე იგი აქ ირიცხებოდა და ფეხბურთის ანბანს სწავლობდა. შემდეგ იგი მიიწვიეს ჯერ "რეალის" დუბლებში, შემდეგ კი 1999 წელს მისი დებიუტიც შედგა დიდ "რეალში". 2000 წელს ის გახდა ყველაზე ახალგზრდა მეკარე,რომელსაც ნათამაშები ქონდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაშინ "რეალმა" ის მატჩი "ვალენსიას"მოუგო 3-0. მაშინ იკერი მხოლოდ 19 წლის იყო.

2001-2002 წლებში კასილასმა კონკურენციას ვერ გაუძლო გამოცდილ მეკარესთან , სეზარ სანჩესთან. ძირითადად სწორედ სანჩესი იდგა ამ სეზონში "რეალის" კარში. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სანჩესმა ტრავმა მიიღო. მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე იკერ კასილასი შემოვიდა მოედანზე. ალბათ ვერავინ იფიქრებდა,რომ ახალგაზრდა გოლკიპერი რამოდენიმე წუთში მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევდა. მაგრამ ეს ასე მოხდა. დარჩენილ დროში კასილასმა რამოდენიმე სეივი განახორციელა და "რეალი" გადაარჩინა. საბოლოოდ მასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის,რომ "ბლანკოსმა" მეცხრე ლიგის თასი მოიგო.

მომდევნო სეზონში იკერმა პირველი ნომერიც დაისაკუთრა და დღემდე "რეალის" კარის დარაჯია. 2007-2008 წლებში იკერმა "ლა ლიგაში" 36 მატჩში მხოლოდ 32 გოლი გაუშვა და ზამორას ტიტულიც მოიგო. ამავე წელს "რეალმა" 31-ე "ლა ლიგა" მოიგო. რა თქმა უნდა იკერის წვლილი უდიდესია.2008 წლის 14 თებერვალს სამეფო კლუბმა იკერთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა,რაც იმით გავიმედებს,რომ კასო "რეალს" შეაბერდება. 2009 წლის თებერვალში იკერმა მოსფლიოს რეკორდი მოხსნა. მას იმ დროისთვის ყველაზე მეტჯერ ქონდა "რეალისა" და ესპნაეთის ნაკრების შემადგენლობაში კარი დაცული - 454-ჯერ. მან ეს 27 წლის ასაკში მიაღწია.

რა თქმა უნდა,იკერის შეძენას ბევრი გრანდი ცდილობდა წლების განმავლობაში,თუმცა ამაოდ. ყველაზე დასამხსოვრებელი ის იყო,რომ 2009 წლის ზაფზულზე მანჩესტერული "სიტი" მზად იყო იკერის სანაცვლოდ 129 მილიონი გადაეხადა. მაგრამ კასილასმა ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მე არასდოს დავტობ "რეალს" ." ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. მას შემდეგ არავის არ ჰქონია მცდელობა იკერი გადებირებინათ., ეს უბრალოდ შეუძლებელია.

2009-2010 წლების სეზონში, 4 ოქტომბერს, "სევილიასთან" მატჩში, იკერ კასილასმა არანორმალური(კარგი გაგებით) სეივი განახორციელა. თვითონაც არ ჯეროდა,რომ ის გოლი არ გავიდა. ამ მატჩის შემდგომ ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, გორდონ ბანკსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იკერს აქვს შესანიშნავი რეაქცია. ჩვენ მისი უზადო პროფესიონალობა დღეს ვნახეთ. თუ იკერმა ასე გააგრძელა არამარტო მოსფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება, არამარტო ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მეკარე."

იკერ კასილასი დღეს მადრიდის "რეალის" კაპიტანია. მან რაული შეცვალა მას შემდეგ,რაც "ბლანკოსის" ცოცხალი ლეგენდა "შალკეში" გადავიდა. ასევე იკერი ესპანეთის ნაკრების კაპიტანიცაა. წლევანდელ მუნდიალზე სწორედ მან აღმართა მსოფლიო ჩემპიონატის თასი.

რაც შეეხება, კასილასის სანაკრებო კარიერას, მან ესპანეთის ნაკრებში თამაში 1996 წლიდან დაიწყო. 2000 წლამდე იგი ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. 2000 წლიდან დღემდე კი "ფურია როხას" ძირითადი შემადგენლობის მეკარეა. 2000-2002 წლებში იკერი იშვიათად ჩნდებოდა მოედნაზე. კორეა-იაპონიის მუნდიალის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მეკარემ, კანისარესმა კურიოზულ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და იკერს მოუწია მისი შეცვლა. იმ მუნდილაზე მან ბრწყინვლაედ იასპარეზა. მერვედფინალურ მატჩში მან 3 პენალტის მოგერიება მოხერხა, 1 მატჩის მსვლელობისას, ხოლო 2 პენალტების სერიაში. მეოთხედფინალში ესპანელებს იღბალმა უმუხთლათ და მასპინძელ კორეასთან დამარცხდნენ.

2003 წლიდან კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, იკერი შეუცვლელად იცავს "ფურია როხას" კარს. 2008 წელს, როცა ესპნაეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, იკერ რა თქმა უნდა კარში იდგა. სწორედ მისი დამსხურებაა,რომ ფინალში მათ გერმანია დაამრცხეს. ასევე 2010 წლის მუნდილაზე კასილასი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მართალია მას ბევრი საქმე არც ქონია შორეულ აფრიკაში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საბოლოოდ ის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

2009 წლამდე იკერ კასილასს უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა.მათ შორის იყვნენ "მის ესპანეთი" - ევა გონსალესი და ერთ-ერთი ესპანური ბანკის მარკეტინგის მენეჯერი - ანა იზაბელ მედინატეიბა. ხოლო 2009 წლიდან ის სპორტულ ჟურნალისტს სარა კარბონეროს ხვდება.

ტიტულები:

"ლა ლიგა" - 4-ჯერ
ესპანეთის სუპერთასი - 3-ჯერ
ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ
უეფას სუპერთასი - 2002
საკონტინენტსაშორისო თასი - 2002
15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი - 1995
16 წლამდელთ ევროპის ჩემპიონატი - 1997
უეფას მერიდიანის თასი - 1999
ევროპის ჩემპიონი - 2008
კონფედერაციის თასის ბრინჯაოს მედალი - 2009
მსოფლიოს ჩემპიონი - 2010


პირადი ტიტულები:

"ბრავოს" ჯილდო - 2000
დონ ბალონის ჯილდო,როგორც წლის აღმოჩენა - 2000
უეფას წლის საუკეთესო მეკარე - 2007, 2008, 2009
ზამორას ჯილდო - 2007-2008
ევროპის ჩემიონატის საუკეთესო მეკარე - 2008
ფიფას საუკეთესო მეკარე - 2007, 2008, 2009
IFFHS საუკეთესო მეკარე - 2008, 2009
"ლა ლიგის" საუკეთესო მეკარე - 2008
ოქროს ხელთათმანი - 2010
სამეფო ორდენი სპორტული მოღვაწეობისთვის - 2010


მაშ ასე, როგორც ხედავთ "რეალს" ღირსეული კაპიტანი ჰყავს. სტატიას,რომ წაიკითხვათ სათაურის მრავლისმეტყველებას ჩაწვდებით. HALA IKER!!!

სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 27 დეკემბერი 2010
  • 3499
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)