ʁiˈkaɾdu iˈzɛksõ duˈsɐ̃tus ˈlejtʃi

ალბათ ვერ მიხვდით რას ნიშნავს სტატიის სათაური. კარგად თუ დააკვირდებით ამოიკითხავთ რიკარდო იზეცსონ დოს სანტოს ლეიტე. ეს კაკას სრული სახელი და გვარია პორტუგალიურ ენაზე...


ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ კაკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.(ჩემთვის სიტყვა "ერთ-ერთი" ამ წინადადებაში ზედმეტია). ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალში" გადმოვიდა "მილანიდან", სადაც მან თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. სავარაუდოდ იმაშიც დამეთანხმებით,რომ კაკა "რეალს" ძალიან აკლია. ვინ იცის იქნებ ის რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო "ბლანკოსი".
როგორც მიხვდით დღეს გთავაზობთ ამ გენიალური ფეხბურთელის ბიოგრაფიასა და მნიშვნელოვან მომენტებს მის ცხოვრებაში.


სრული სახელი: რიკარდო იზეცსონ დოს სანტოს ლეიტე

დაბადების თარიღი: 1982 წლის 22 აპრილი

დაბადების ადგილი: ქალაქი ბრაზილია(ბრაზილია)

სიმაღლე: 186 სმ

სათამაშო პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 8

ახალგაზრდული კარიერა: "სან პაულო"



მაშ ასე, რიკარდო იზეცსონ დოს სანტოს ლეიტე, შემოკლებით კაკა, დაიბადა 1982 წლის 22 აპრილს ქალაქ ბრაზილიაში. მამამისი, ბოსკო იზეცსონ პერეირა ლეიტე ინჟინერია,ხოლო დედამისი, სიმონე დოს სანტოსი მასწავლებელია. ფინანსურად კაკას ოჯახს არ უჭირდა,ამიტომ რიკი ფეხბურთზეც შეიყვანეს,როგორც ყველა ბრაზილიელი ბიჭი შეჰყავთ.მასთან ერთად მისი ძმა როდრიგო,იგივე დიგაო და ბიძაშვილი ედუარდო დელანიც შეიყვანეს.დღეს ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და ბრაზილიაში თამაშობენ. ისიც აღსანიშნავია,რომ კაკა ჩოგბურთზეც დადიოდა და დღესაც ხშირად თამაშობს ამ სპორტის სახეობას.

როცა კაკა 7 წლის იყო, მისი ოჯახი სან პაულოში გადავიდა საცხოვრებლად. რიკი საფეხბურთო კლუბ "ალფავილის" აკადემიაში ჩაირიცხა. იმ წელსვე მან პრაქტიკულად მარტო მოიგო რეგიონალური ტურნირი. ამას შედეგიც მოყვა. "სან პაულო" მისით დაინტერესდა და საბოლოოდ ბრაზილიური გრანდის აკადემიაშიც ჩაირიცხა. სანამ 18 წლის გახდებოდა, რიკი "სან პაულოს" ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა და თანაც დიდი წარმატებით.

1999 წელს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. კაკამ ცურვის დროს ზურგის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმები პრაქტიკულად იმედს არ იძლეოდნენ,რომ რიკი ოდესმე ფეხზე გაივლიდა. თუმცა ბრაზილიელი რწმენამ და ლოცვამ გადაარჩინა. ყველასათვის მოულოდნელად კაკა გამოჯანმრთელდა თან ისე,რომ ფეხბურთის თამაში უკეთ დაიწყო. მას შემდეგ, კაკა თავისი შემოსავლის ნახევარს ეკლესიას ურიცხავს.

2001 წელს კაკა "სან პაულოს" მთავარ გუნდში ჩაირიცხა.2 სეზონი მან ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. 58 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ამან შედეგი გამიოღო და მასზე მოთხოვნილება გაიზარდა. ევროპულმა გრანდებმა რიკიზე ნადირობა გამოაცხადეს, მაგრამ ყველას "მილანმა" აჯობა, შესაბამისად კაკაც იტალიაში წავიდა.

2003 წელს კაკა "მილანმა" მხოლოდ და მხოლოდ 8.5 მილიონად იყიდა. სილვიო ბერლუსკონიმ ამ ტრანსფერზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე სიურპრიზი მაქვს". და ეს "სიურპრიზზე" მეტი გამოვიდა. კაკამ პირველივე სეზონში 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და "მილანს" "სკუდეტო" და უეფას სუპერთასი მოაგებინა.

კაკა-შევჩენკო - ეს წყვილი ყველას შიშის ზარს სცემდა. პრაქტიკულად მათი გამჩერებლი არავინ არ იყო. 2004-2005 წლების ჩემპიონთა ლიგაზე კაკამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაც მოხდა ფინალში. 2 წლის შემდეგ ისევ "ლივერპული" და "მილანი" ჩემპიონიც გახდა. კაკამ 10 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირიც გახდა. ამ წელს რიკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ისე დაასახელეს,რომ პრაქტიკულად კონკურენციას ვერავინ უწევდა.

2008 წელს კაკამ "მილანთან" კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა,რაც იმის მაუწყებელი იყო,რომ რიკი "მილანს" შეაბერდებოდა. მაგრამ პერესი რის პერესია,რომ რამე საოცრება არ გააკეთოს. ხოდა ამ კონტრაქტის გახანგრძლივებიდან 1 წელი არც გასულა და დონ ფლორენტინომ კაკა მადრიდში ჩამოიყვანა. აღსანიშნავია ისიც,რომ კაკას მაინცდამაინც არ უნდოდა "მილანიდან" წასვლა. მან წასვლის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: ""მილანს" თუ ჩემი შენარჩუნება უნდა , შემაჩერონ. მე ვერ ვხედავ,რომ მათ ჩემი "მილანში" ყოფნა უნდათ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ,თუ წინ დამიდგებიან, მე დავრჩები."ამაზე ბერლუსკონიმ განაცხადა,რომ იგი მზადაა შეინარჩუნოს კაკა,თუმცა როგორც აღმოჩნდა 68.5 მილიონი არჩივნა.

2009 წლის 3 ივლისს კაკა ოფიციალურად "რეალის" ფეხბურთელი გახდა. 4 ივლისს გალიანი უკვე ნანობდა კაკას გაშვებას, თუმცა ამ ფაქტს იმით ამართლებდა,რომ 68.5 მილიონი კრიზისიდან გამოსვლას შეუქწყობდა ხელს. ხოლო 8 ივლისს 6-წლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. კაკამ "რეალის" მაისურით პირველად "ტორონტოსთან" ითამაშა,ხოლო პირველი გოლი "დორტმუნდის" წინააღმდეგ გაიტანა,რომელიც "ბლანკოსმა" 5-0 მოიგო. 2009-2010 წლების სეზონი კაკამ ისე ვერ ჩაატარა,როგორც ამას "მილანში" აკეთებდა,თუმცა იყო ძალიან დასამახსოვრებელი მომენტებიც. მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ კაკამ მთელი სეზონი მძიმე ტრავმის ქვეშ გაატარა.

წლევანდელ მუნდიალზე კაკამ ბრაზილიის ნაკრებში ითამაშა და წითელი ბარათის მიღებით თავი ყველას დაამახსოვრა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ იმედგაცრუებადაც დასახელდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ კაკამ ოპერაცია გაიკეთა. დღეს რიკი უკვე ვარჯიშობს და სავარუდოდ "რეალის" შემადგენლობას იანვრიდან დაუბრუნდება. ჟოზე მოურინიო თითქმის ყველა პრესკონფერეციაზე აცხადებს,რომ კაკა არ უნდა დაგვავიწყდეს და იმასაც ამატებს,რომ იგი მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

როგორც იცით, კაკა ბრაზილიის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელია. მას 82 მატჩი აქვს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული და 27 გოლიც აქვს განატანი. 2002 წელს იგი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა,თუმცა იმ მუნდიალზე მას თამაშის საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონია. მან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2-ჯერ მოიგო კონფედერაციის თასი 2005 და 2009 წლებში.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას: კაკა 2005 წლის 23 დეკემბერს სან პაულოს ქრისტიანულ ეკლესიაში დაქორწინდა ბავშვობის შეყვარებულ კაროლინე კელიკოზე. 2008 წლის 10 იანვარს მათ პირველი შვილი და თან ბიჭი შეეძინათ. პატარას ლუკა დაარქვეს.

2007 წლის 12 თებერვალს კაკამ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და იტალიის მოქალაქეც გახდა. მან კონტრაქტი გააფორმა სპორტულ ბრენდებთან: "ადიდასთან", "არმანისთან" და "დოლჩე&გაბანასთან". რიკი მათი სახე იყო. ყოველივე ამისგან შემოსულ თანხას,კაკა ეკლესიას ურიცხავდა.

კაკას საუკეთესო მეგობარი მარსელო სარაგოსაა,რომელიც ფეხბურთელია და ამჟამად ამერიკაში , "ჩივასში" თამაშობს.

როგორც ზემოთ ვახსენე კაკა ძალიან მორწმუნეა.იგი სან პაულოს ევანგელისტური ეკლესიის მრევლია. იგი ამ ეკლესიაში 12 წლის ასაკში მოვიდა და დღემდე ცდილობს რაც შეიძლება ხშირად დაესწროს წირვებს. ყოფილა შემთხვევა,რომ სპეციალურად წასულა სან პაულოში წირვაზე დასასწრებად. "რწმენა ყველაფერს წყვეტს. ეს პირველი წამალია." - ეს კაკამ მაშინ თქვა,როცა მძიმე ტრავმისგან განიკურნა. მას ყოველ თამაშზე საფეხბურთო მაისურის შიგნით თეთრი მაისური აცვია, რომელზეც აწერია: "I Belong to Jesus". იგი ყველა გოლს ღმერთს უძღვნის და თავისებურად აღნიშნავს გოლის გატანას. ალბათ ყველამ იცით როგორაც.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკა მღერის კიდეც. მას თავის მეუღლესთან, კაროლინესთან ერთად ბევრი სიმღერა აქვს ნამღერი. აგრეთვე იგი შესანიშნავად გალობს და თავის მშობლიურ ეკლესიაში ხშირად გალობს.

"კაკა" მას მისმა ძმამ, როდრიგომ შეარქვა. პატარაობაში ეძახდა რიკის და ეს "კლიჩკა" დიდობაშიც შერჩა.



ტიტულები:

"სან პაულო"

რიო-სან პაულოს ჩემპიონატი - 2001
სან პაულოს სუპერ ჩემპიონატი - 2002
სან პაულოს ჩემპიონათი ასაკობრივ გუნდში - 2000

"მილანი"

"სკუდეტო" - 2003-2004
იტალიის სუპერთასი - 2004
ჩემპიონთა ლიგა - 2006-2007
უეფას სუპერთასი - 2003, 2007
ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2007
ლუიჯი ბერლუსკონის თასი: 4-ჯერ

ბრაზილია:

მსოფლიო ჩემპიონატი - 2002
კონფედერაციის თასი - 2005, 2009


პირადი ტიტულები:

ბრაზილიის "ოქროს ბურთი" - 2002
ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი - 2002
"კონკაკაფის" თასი - 2003
"სერია ა-ს" საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი - 2004, 2006, 2007
"სერია ა-ს" საუკეთესო ფეხბურთელი - 2004, 2007
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი - 2005
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი - 2006-2007
უეფა - საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
ფიფა - საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
"ტოიოტას" ჯილდო - 2007
"ოქროს ბუცი" - 2007
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
საუკეთესო ნახევარმცველი - 2007
ლათინური ამერიკის წლის სპორცმენი - 2007
"მარაკანას" საპატიო ჯილდო - 2008
"სამბას" საპატიო ჯილდო - 2008
კონფედერაციის "ოქროს ბურთი" - 2009
კონფედერაციის საუკეთესო ფეხბურთელი -2009
"მარკას" საპატიო ჯილდო - 2009
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი - 2010


როცა ყოველივე ჩემ დაწერილს თვალს გადაავლებთ, ალბათ დარწმუნდებით,რომ "რეალს" უდიდესი ფეხბურთელი ჰყავს. კაკა გარდა კარგი ფეხბურთელისა, არის შესანიშნავი პიროვნება, აქვს ძალიან ლამაზი ოჯახი, არის მორწმუნე და ყველა ის პირობა აქვს,რომ ღირსეული წევრი იყოს მადრიდის "რეალისა". მოდით გამოჯანმრთელება და წარმატებები ვუსურვოთ: HALA KAKA!!!


სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 25 დეკემბერი 2010
  • 2934
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)