El Angelito, El Flaco, El Pibito and Fideo

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის რას ნიშნავს სტატიის სათაური.(აქამდე არც მე ვიცოდი). ეს სიტყვები მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის - ანხელ ფაბიან დი მარიას ზედმეტსახელებია,რომლებიც ხოტბას ასხამს არგენტინელ ნახევარმცველს...


ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ დი მარია "რეალის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. არგენტინელი შეუდარებელია ყველა პოზიციაზე. იგი ამას ყველა მატჩში ამტკიცებს. გარდა მოედნის ცენტრისა,მას შესანიშნავად შეუძლია დაცვასა და თავდასხმაში თამაში. ჟოზე მოურინიო მას ენდობა და შესაბამისად პორტუგალიელი დი მარიას ყოველთვის ძირითადში ათამაშებს. არგენტინელიც იმედებს ამართლებს და შანსს შესანიშნავად იყენებს. პრაქტიკულად იგი შეუცვლელია დღევანდელ "რეალში". ალბათ ბევრ თქვენგანს არც კი გსმენიათ დი მარიას ბიოგრაფიაზე. ხოდა აი ბიოგრაფიაც და ყოველივე მნიშვნელოვანი ანხელის კარიერაში...


სრული სახელი: ანხელ ფაბიან დი მარია

დაბადების თარიღი: 1988 წლის 14 თებერვალი

დაბადების ადგილი: როსარიო(არგენტინა)

სიმაღლე: 180სმ

სათამაშო პოზიცია: ნახევარმცველი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 22

ახალგაზრდული კარიერა: "როსარიო სენტრალი"




ანხელ ფაბიან დი მარია დაიბადა 1988 წლის 14 თებერვალს ქალაქ როსარიოში. პატარა ანხელი პატარაობიდანვე თამაშობდა ფეხბურთს. 2001 წელს იგი ადგილობრივ კლუბ - "როსარიო სენტრალის" აკადემიაში ჩაირიცხა. 2005 წლამდე დი მარია ამ კლუბის დუბლებში გამოდიოდა. 17 წლისამ "როსარიო სენტრალის" მთავარ გუნდში შეძლო მოხვედრა და მისი კარგი თამაშით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მას მხოლოდ 2 სეზონი დასცალდა მშობლიურ ქვეყანაში თამაში. 2007 წელს მასზე ევროპულმა კლუბებმა ნადირობა გამოაცხადა. დი მარის შეძენა გრანდებსაც სურდათ,თუმცა მათ 6 მილიონი ეზედმეტად. მაგრამ გამოჩნდა "ბენფიკა" და დი მარიაც პორტუგალიაში წავიდა.თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ მისი გადასვლა "რუბინში" პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ბენფიკას" მესვეურებმა "ივაჟკაცეს" და არგენტინელი რუსებს ხელიდან გამოგლიჯეს.

"ბენფიკაში" დი მარიამ მოწონება პირველივე მატჩში დაიმსახურა. ერთ თვეში კი მას პრაქტიკულად აღმერთებდნენ. დი მარიამ თავისი ნიჭი სრულად გადმოაფრქვია პორტუგალიაში და შედეგმაც არ დააყოვნა: არგენტინელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ამას ისიც დაემატა,რომ ახლა გრანდები მზად იყვნენ იგი ნებისმიერ თანხად შეეძინათ. თუმცა 2009 წელს "ბენფიკამ" მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2015 წლამდე. ამ 6 წლის განმავლობაში დი მარიას მინუმ 40 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ამით პრაქტიკულად მის სადმე გადასვლას დაესვა წერტილი, მაგრამ პერესი რის პერესია,რომ შეუძლებელი ვერ შეძლოს.

"ის არგენტინის ნაკრების მომავალი სუპერვარსკვლავია." - ასე აფსებს მას ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა. ასევე დიდ ხოტბას ასხამენ მას საფეხბურთო ექსპერტები და სხვა ლეგენდები. "Magic Tri María" - ასე დაწერა ცნობილმა პორტუგალიურმა სპორტულმა გაზეთმა დი მარიას შესანიშნავ თამაშზე ერთ-ერთი თამაშის შემდეგ,რომელშიც არგენტინელმა 3 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა ფეხბურთელის ასეთი აღიარება არ გამორჩენიათ "რეალის" მესვეურებს და დი მარიაზე ნადირობა დაიწყეს. პერესმა,როგორც ყოველთვის შეუძლებელი შეძლო და ანხელი მადრიდში ჩამოიყვანა.

2010 წლის ზაფხულს დი მარია ოფიციალურად "რეალის" ფეხბურთელი გახდა. მასში 25 მილიონი გადაიხადეს. თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ამ ტრანსფერს. არავის სჯეროდა,რომ "რეალის" ასეთ შემადგენლობაში კონკურენციას გაუძლებდა იგი. მაგრამ მან მოლოდინს გადააჭარბა. დი მარია "რეალის" ღირსეულ და შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ამ მცირე ხანში. მას აქვს მოედნის საოცარი ხედვა, ელვისებური სისწრაფე, ფენომენალური ნიჭი პასის გაკეთებისა და გოლის გატანის შესაშური ალღო. ალბათ ეს ის თვისებებია,რომელიც აუცილებლად ჭირდება იმ ფეხბურთელს,რომელიც "რეალის" შემადგენლობაში იმსხაურებს თამაშს.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას: იგი თითქმის ყველა მატჩში ჩნდებოდა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დიეგო მარადონას მწვრთნელობის პერიოდში.აღსანიშნავია,რომ ანხელს 2008 წლის ოლიმპიადა აქვს მოგებული. მას 17 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების მაისურით და 2 გოლიც აქვს გატანილი. რა თქმა უნდა დი მარია ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა და თანაც დიდი წარმატებით. 2007 წლის 20 წლამდელთა მუნდიალზე მას უდიდესი წვლილი მიუძღვის არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებაში.

ტიტულები:

პორტუგალიის ლიგა - 2009-2010

პორტუგალიის ლიგის თასი - 2008-2009, 2009-2010

ოლიმპიადა - 2008

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი - 2007

ასე რომ "რეალს" ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს დი მარიას სახით. მოდით წარმატება და კარიერული წინსვლა ვუსურვოთ ანხელს: HALA DI MARIA dle 10.1

  • wishmaster
  • 24 დეკემბერი 2010
  • 2721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)