პერესმა მადრიდისტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა...


"სამეფო კლუბს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ეს იმითიც მტკიცდება, რომ თითოეულ შეხვედრაში "ბერნაბეუ" ივსება და "ბლანკოსს" სკანდირებს. სწორედ ამან მისცა "რეალს" იმის საშუალება, რომ XX საუკუნის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს პატივის ასეთ დიდ გუნდს ვედგე სათავეში."

"მადრიდისტებს ვუსურვებ, რომ მომავალი წელი წარმატებული იყოს. ჩვენ, "რეალის" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ვეცდებით მათ გახარებას გამარჯვებებითა და ტიტულებით. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე ირიცხება, რომელსაც სურს თასების საკუთარ აქტივში ჩაწერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდს სათავეში ისეთი დონის მწვრთნელი უდგას, როგორიც ჟოზე მოურინიოა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება."

"გვსურს, რომ მომავალი წელი საერთოდ მადრიდის "რეალისთვის" იყოს წარმატებული, ამაში მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ იგულისხმება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს და ვეცდებით წარმატებებს მივაღწიოთ." dle 10.1

  • Hala
  • 24 დეკემბერი 2010
  • 1986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)