უბრალოდ მარსელო

მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი - მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი,რომელიც ნამდვილ მადრიდისტად ყალიბდება...


"რეალის" თითოეულმა ფანმა იცის თუ რა პროდუქტიულია მარსელო გუნდში. ზოგჯერ ბრაზილიელი არადამაჯერებლად გამოიყურება,თუმცა მისი კარგი თამაში ყოველივე ამას ხაზს უსვამს. თავდამსხმელისთვის შესაშური ტექნიკა, უზადო ბურთის ფლობა და ელვისებური სისწრაფე მარსელოს მთავარი სათამაშო კოზირია. როგორც მარინა ბერიძე იტყოდა: "ვერცხლისწყალივით ბიჭია". ალბათ ჰალამადრიდელებმა ნაკლებად იცით მისი ბიოგრაფია. ხოდა აი ბიოგრაფიაც და მარსელოს კარიერული წინსვლა...

სრული სახელი: მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი.

დაბადების თარიღი: 1988 წლის 12 მაისი

დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო(ბრაზილია)

სიმაღლე: 172სმ

სათამაშო პოზიცია: მცველი, ნახევარმცველი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 12

ახალგაზრდული კარიერა: "ფლუმინენსე"



მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი, ანუ უბრალოდ მარსელო დაიბადა რიო დე ჟანეიროში 1988 წლის 12 მაისს. სწორედ მის დაბადების თარიღთან დაკავშირებით აქვს მას 12 ნომრიანი მაისური "რეალში". რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მან ფუტძალში დაიწყო თამაში თავდაპირველად. მაშინ იგი 9 წლის იყო. 13 წლისამ უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო. "ფლუმინენსემ" მარსელო 2002 წელს თავის ახალგაზრდულ აკადემიაში მიიყვანა და დიდ მინდორზე დააწყებინა თამაში. 2005 წელს კი მთავარ გუნდში გადაიყვანეს და მას შანსი მიცეს,რომ ადგილი მოეპოვებინა ძირითადში. მარსელომ იმედები სრულად გაამართლა. ბრაზილიის ჩემპიონატში მან 30 თამაშში 6 გოლი გაიტანა. ალბათ დამეთანხმებით,რომ ეს მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. როგორც მარსლოსნაირი ყველა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი, მითუმეტეს ბრაზილიელი ,ისიც მოექცა "რეალის" თვალთახედვის არეში.

"რეალის" ექს-პრეზიდენტი, რამონ კალდერონი ბრაზილიაში იმყოფებოდა ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების საძებნელად. მან როცა მარსელოს თამაში იხილა, აღფრთოვანდა და ასეთი კომენტარი გააკეთა: "მარსელო "რეალის" მთავარი სამიზნე გახდა იმ დროიდან, რაც მე მისი თამაში ვიხილე.ის სიახლეს შემოიტანს "ბლანკოსის" თამაშში. ძალიან მიხარია,რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოვაჩინე. იმედი მაქვს,რომ მის თანამემამულეს, რობერტო კარლოსს ღირსეულად შეცვლის." არც გასულა ამ კომენტარიდან ბევრი დრო და 2007 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარსელო "რეალს" შეუერთდა.

მარსელოს დებიუტი 2007 წლის 7 იანვარს შედგა "დეპორტივოსთან",რომელიც "რეალმა" 2-0 მოიგო. ამ მატჩში ბრაზილიელმა მხოლოდ ბოლო რამოდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ ყველას ყურადღება მიიპყრო საოცარი ტექნიკით. 2007 წლის 14 აპრილს კი კაპელომ მას ძირითადიდან დააწყებინა თამაში. მართალია "რეალმა" ეს მატჩი "რასინგთან" 1-2 წააგო,მაგრამ მარსელო აქაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ მას ამ სეზონში მეტი მატჩის ჩატარება აღარ მოუწია. შუსტერი მარსელოს იშვიათად,მაგრამ მაინც ათამაშებდა. აღსანიშნავია,რომ ამ დროს "რეალის" დაცვის მარცხენა ფლანგს გაბრიელ ჰაინცე განაგებდა და სწორედ ამიტომ ხანდახან შუსტერი მარსელოს ნახევარდაცვაშიც ათამაშებდა. ბრაზილელი რა თქმა უნდა პროდუქტიულად მოქმედებდა.

2009 წელს ჰაინცე "მარსელში" წავიდა. მარცხენა ფლანგი ცარიელი დარჩა. ვის უნდა ეთამაშა ამ პოზიციაზე თუ არა მარსელოს? ხოდა ბრაზილიელმაც ყველას დაუმტკიცა,რომ ის "რეალში" თამაშის ღირსია. ამ სეზონში მან 4 გოლის გატანა მოახერხა. და ისიც არის აღსანიშნავი,რომ მარსელომ უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"მე უფრო კარგად ვგრძნობ თავს დაცვის ხაზში." - ეს კომენტარი მარსელომ 2009-2010 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთა. ანუ ეს იმის დასტური იყო,რომ ბრაზილიელი ნახევარდაცვაში აღარ ითამაშებდა. თუმცა ეს საჭირო არც იყო, ნახევარმცველები "რეალს" ისედაც თავზე საყრელად ყავს.

2010 წელი - ახალი ერა "რეალის" ისტორიაში. კლუბს სათავეში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. არავინ არ იცოდა რას მოიმოქმედებდა მოუ, ვის ათამაშებდა და ვის არა. მათ შორის მარსელოსაც ემუქრებოდა ძირითადიდან "ამოვარდნა". ამაზე წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩების მეტყველებდა. მაგრამ "ჰოი საოცრებავ" და "ლა ლიგის" პირველივე ტურიდან მარსელომა მართლაც რომ საოცრებები ჩაიდინა. და შედეგმაც არ დააყოვნა. მარსელო მოუს ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა. მან სექტემბრიდან მოყოლებული ყველა მატჩი 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. 2010 წლის 25 ნოემბერს მარსელო "ფიფამ" წლის 55 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

რაც შეეხება საერთაშორის კარიერას. სამწუხაროდ მარსელოს ბედი არ სწყალობს ბრაზილიის ნაკრებში. რატომღაც დუნგა მას არ ენდობოდა და თავისთავად არც ნაკრებშიც იძახებდა. ყველასათვის მოულოდნელად ის არც აფრიკულ მუნდიალზე იმყოფებოდა. მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს სათავეში მანო მენზეში ჩაუდგა,რომელმაც შანსი მისცა მარსელოს ეტამაშა ნაკრებში და რა თქმა უნდა მანაც შესანიშნავად გამოიყენა ეს "საჩუქარი". მას ჯერ მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული მსოფლიოს 5გზის ჩემპიონების მაისურით და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. მარსელო დროდადრო ბრაზილიის 23 წლამდელთა ნაკრებშიც ჩნდება. მას აქაც 6 მატჩია აქვს ნათამაშები და 1 გოლი აქვს გატანილი. 2008 წლის ოლიმპიადაზე მან ბრაზილიასთან ერთად ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ასე რომ "რეალს" ნამდვილად კარგი ფეხბურთელი ეზრდება. მოდი წარმატება ვუსურვოთ მარსელოს : ჰალა მარსელო!!! dle 10.1

  • wishmaster
  • 23 დეკემბერი 2010
  • 2854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)