ვალდანოს მატჩის-შემდგომი კომენტარი

"ეს არის დიდებული გუნდი ნათელი მომავლით და ის ძალიან კომპეტენტური მწვრთნელის ხელშია"


დირექტორი ხორხე ვალდანო ძალიან გახარებული იყო მადრიდის "რეალის" საოცარი გამარჯვებით "ლევანტეზე".

"ეს იყო ბრწყინვალე და ინტენსიური თამაში, სადაც ტექნიკა გამოვაჩინეთ, რათა ქომაგები გაგვეხარებინა. გუნდს ტემპი არ შეუნელებია და ეს გამარჯვება სეზონის მეორე ნახევრის კარგად დაწყების საწინდარია. 60-ზე მეტი გოლი გავიტანეთ და გუნდმა დაამტკიცა, რომ ის ძლიერია."

"განმეორებით მატჩში "ლევანტეს" წინააღმდეგ ძალიან კომფორტულად ვიგრძნობთ თავს. ამ შეჯიბრის მოგება გვინდა ისევე როგორც ყველა - დანარჩენის. ეს პროფესიონალი გუნდია და ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით. დავამტკიცეთ, რომ დიდებული გუნდი ვართ კომპეტენტური მწვრთნელის ხელში."

"ბენზემა შესანიშნავი იყო. ის მხოლოდ 23 წლის არის და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ის ძალიან ადვილად იტანს გოლებს."

"ლაზარეთში რამოდენიმე ფეხბურთელი გვყავს რომელიც ნელ-ნელა ბრუნდება. მაგალითა გაგო და კაკა. უკანასკნელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ის ოპტიმისტურად და მშვიდად არის განწყობილი. მწვრთნელი ხელს შეუწყობს მის ძალისხმევას და დარწმუნებული ვარ, ის ბევრს გააკეთებს გუნდისთვის. გვინდა, რომ იგუაინმა ისევე გააგრძელოს ეტაპობრივად გამოჯანმრთელება როგორც ამას აქამდე აკეთებდა, რათა ქირურგიული ჩარევა არ გახდეს საჭირო."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 23 დეკემბერი 2010
  • 1978
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)