მოურინიოს კომენტარი

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"ძალიან ლამაზი და სახალისო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით იმათთვის ვისაც დასამტკიცებელი ჰქონდა თავისი შესაძლებლობები. ვწუხვარ ლევანტეს გამო, რადგან ამ გუნდში პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ და ასე წაგება ყოველთვის სამწუხაროა, თუმცა მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ამგვარ წარმატებას მიაღწია და წელი შესანიშნავად დაასრულა. 25 ოფიციალური შეხვედრიდან 20 მოვიგეთ, 4 ფრედ ვითამაშეთ და 1 წავაგეთ, ვფიქრობ ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. დღევანდელი წარმატების მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველა ბურთისათვის იბრძოდნენ."

"მე არანაირი პერსონალური პრობლემა არ მაქვს კლუბის არც ერთ წევრთან, შესაძლოა ზოგ მათგანთან უკეთესი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია. კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად ვაპირებ წასვლას მინიმუმ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეხება ვალდანოს მასთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს. კლუბის ხელმძღვანელობა სრულად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და მეც ვასრულებ დანაპირებს. ჩემი გუნდები ყოველთვის დიცსიპლინითა და სერიოზულობით გამოირჩეოდნენ, ასეა მადრიდის რეალიც."

"არ ვიცი რა დაემართა ბენზემას, მან შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა და ამის მიზეზი ის არის, რომ კარიმმა პირველივე წუთებიდან დაიწყო სირბილი, ის ხშირად ჩამოდიოდა უკან და ეხმარებოდა თანაგუნდელებს შეტევების წამოწყებაში, გოლის გატანა მცირე დეტალებზეა დამოკიდებული, სწორედ ამის წყალობით მოახერხა ბენზემამ სამი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შესრულება. მისი შეცვლის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მინდოდა მორატას უფრო მეტი დრო დაეყო ბერნაბეუზე და შეეგრძნო ის პასუხისმგებლობა რასაც მადრიდის რეალში თამაში ჰქვია, აგრეთვე გულშემატკივრების მისდამი სიყვარული."

"სანამ მატჩი დაიწყებოდა ფეხბურთელებმა მკითხეს, იმ შემთხვევაში თუ 4:0-ს მოიგებდნენ, მივცემდი თუ არა მათ იმის საშუალებას 5 იანვარი სახლში გაეტარებინათ, მე მათ ვუთხარი ამას მხოლოდ მატჩში 6 უპასუხო გოლის გატანის შემთხვევაში დაიმსახურებდნენ. დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ და ფეხბურთელები ლევანტესთან სათამაშოდ სახლებიდან მოვლენ, ეს გუნდის უპატივცემულობა არ არის, უბრალოდ ჩემი ფეხბურთელებისათვის აუცილებელია მცირე დროის ოჯახთან ერთად გატარება." dle 10.1

  • SunSay
  • 23 დეკემბერი 2010
  • 3135
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)