"რეალის" ლასს 20 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა

მოგეხსენებათ, ლასანა დიარაზე რამდენიმე გუნდს ნამდვილი ნადირობა აქვს გამოცხადებული. ფრანგი ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე გუნდი ინტერესდება, ესენი არიან : მანჩესტერ "იუნაიტედი" , მანჩესტერ "სიტი" , "ოსერი" , "ტოტენჰემ ჰოტსპური" და "მილანი"...


მადრიდის "რეალს" , რომ დიარას გაყიდვა არ სურს ეს ყველასთვის ნათელია, რადგან ფეხბურთელი უნივერსალია და ჟოზე მოურინიოს გეგმებში ხშირად შედის. მართალია იგი არ ითვლება სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ, მაგრამ შეცვლებზე ძალიან ხშირად უწევს თამაში, რა თქმა უნდა გარკვეულ თამაშებს სასტარტოდანაც იწყებს, მაგრამ ეს მისთვის არ არის საკმარისი, რადგან ლასი თვლის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და ძირითად თერთმეტეულში ერთი ადგილი მისი უნდა იყოს.

სამეფო კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით ფრანგი მოთამაშის მსურველებმა მინიმუმ 20 მილიონი ევრო უნდა გაამზადონ, რადგან "ბლანკოსი" არ აპირებს ფეხბურთელის დაბალ ფასში გაყიდვას. 20 მილიონი კი სოლიდური თანხა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ რამონ კალდერონმა სწორედ ზემოთხსენებული თანხის სანაცვლოდ გადმოიბირა ფრანგი მოთამაშე ინგლისური "პორტსმუტიდან". dle 10.1

  • Hala
  • 23 დეკემბერი 2010
  • 2036
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)