მოურინიო მატჩის წინ

ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.


„სევილიას“ წინააღმდეგ მატჩი ძალიან საინტერესო და რთული იქნება. სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. საშინაო მატჩების ჩატარება უფრო გვიადვილდება, რადგან ჩვენ გულშემატკივრები გვეხმარებიან და იმედია ახლაც გვერდით დაგვიდგებიან. ახალ წლამდე კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ფანებს ვპირდები, რომ დიდებულ სანახაობას მოვუწყობთ. მთავარია ისინი მობრძანდნენ და გვიგულშემატკივრონ.“

„გრეგორიო მანსანო „სევილას“ წვრთნის და ამით ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. მატ ჰყავთ დიდებული მწვრტნელი და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. გრეგორიოს თამაშის გამორჩეული სტილი აქვს არჩეული. მე მას დიდ პატივს ვცემ და მატჩის წინ რამოდენიმე ტკბილი სიტყვით მოვიკითხავ.“

„კრიშტიანოსა და იკერს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს არის ჟურნალისტების მორიგი პროვოკაცია. პრესაში ხშირად იბეჭდება ასეტი ფაქტები. ჩემს გუნდში სიმშვიდეა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ. განსაკუთრებით რონალდოს და კასილასს.“

„სამედიცინო შტაბმა იცოდა, რომ გუნდი ძალიან დიდ გასაჭირში იყო. დაგვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ექიმებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხეს ის, რომ დღეს გუნდს დაუბრუნდნენ რამოსი, გაგო, ხედირა და კაკა. მე მინდა მათი შრომა დავაფასო და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

„არბელოა შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. ალვარო რამოდენიმე პოზიციაზე ვათამაშე და მან დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო. შეიძლება ითქვას, რომ იგი უნივერსალური მცველია.“

„წელს ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ. ყველა ტიტული მაქვს მოგებული და ძალიან მინდა წარმატებას მადრიდის „რეალის“ სახელითაც ჩემს კოლექციას კიდევ რამოდენიმე თასი შევმატო. Copa del Rey-ზე და ლა ლიგაზე საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი ვართ.“

„კარიმ ბენზემას აკლია სათამაშო პრაქტიკა. მას გარკვეული პრობლემები აქვს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ „სარაგოსას“ წინაარმდეგ მატჩში, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდაა, თავდამსხმელი მჭირდებოდა. ამ დროს გუნდი უკვე 3-1 იგებდა და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ფორვარდი მაშინ მჭირდება, როდესაც გუნდი აგებს.“

„კაკა დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო. გვინდა რომ რიკარდო მალე შეუერთდეს გუნდს. ასევე კარგი იქნება, თუ იგი ვარჯიშს არდადეგებზეც გააგრძელებს. სავარადუდოდ იგი იანვრის შუა რიცხვებში დაბრუნდება (ყველაზე ცუდ შემთხვევაში).

„31 დეკემბერს ჩემს ოჯახთან ერთად ტრადიციულად შევეგებები ახალ წელს. თუ ფეხბურთელებს ერთად სურთ ყოფნა, ასეც მოხდება. მაგრამ მე და ჩემი თანაშემწეები ჩვენს ოჯახებში გავემგზავრებით.“

dle 10.1

  • Junior
  • 18 დეკემბერი 2010
  • 2738
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)