"გუნდში დიდებული ატმოსფეროა"

"ფრთხილად უნდა ვიყოთ და "ლიონს" პატივი უნდა ვცეთ"


იკერ კასილასმა, ფონდ "Clinica Menorca"-სთან თანამშრომლობით, 500-ზე მეტ გაჭირვებულ ბავშვს საჩუქრები დაურიგა. მადრიდისტების კაპიტანმა გამონახა დრო გუნდში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგის ჩათვლით.

"გუნდში დიდებული ატმოსფეროა"


"ლიონი სერიოზული ოპონენტია, რომელიც პატივისცემის ღირსია, განსაკუთრებით წინა წლის მერე, როდესაც ყველას ეგონა, რომ მადრიდის "რეალი" მეოთხედფინალში გააღწევდა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. შარშან ცუდი გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ და "ლიონს" პატივი უნდა ვცეთ."

"ლიონთან შეხვედრა ძალიან გვინდა, რადგან მათ წინა წელს ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვაგდეს, მაგრამ არავითარ შურისძიების გრძნობა არ გაგვაჩნია იმიტომ, რომ ეს არ იყო სიკვდილ-სიცოცლის საკითხი. მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რადგან 1/8 ფინალური ბარიერის დაძლევა გვინდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტი შეიძლება იყოს სუსტი მხარე მაინც პატივი უნდა ვცეთ მას, რადგან შარშან მათი წყალობით გამოვვარდით."

"არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ ცუდი ატმოსფეროს შექმნა გუნდში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. კრისტიანო რონალდოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სხვადასხვა ადგილებიდან მოვდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შორის უსიამოვნებაა. ყველაფერი საპირისპიროდაა. არავითარ ჯგუფებად არ ვართ დაყოფილები. იქ დიდებული ატმოსფეროა. ახალგაზრდა გუნდი ვართ და ყველანი კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ გარშემო დადებითი ატმოსფეროა. წინსვლა უნდა განვაგრძოთ და ასეთ სისულელეებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება."

"ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც დაცვაში შეუძლიათ თამაში. ალბიოლს შეუძლია დაცვის ცენტრში და ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში. არბელოას კი მეორე მხარეს თამაში შეუძლია... აბსოლიტურად არ გვაღელვებს კვირა"

"მე და სერხიოს გუნდის უფროსებთან ერთად გვქონდა ლანჩი ხუთშაბათს, რათა განგვეხილა მიმდინარე სეზონი. კარგია, რომ გუნდის პრეზიდენტი ხშირად მართავს ასეთი ტიპის შეხვედრებს კაპიტნებთან, რათა გაიგოს ჩვენი მოსაზრებები და ის თუ როგორ მიმდინარეობს გუნდის საქმეები."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 18 დეკემბერი 2010
  • 2176
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)