ვან ნისტელროი : "რეალმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ლიონი"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც ამჟამად გერმანული "ჰამბურგის" ღირსებაც იცავს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა მიმოიხილა და განაცხადა, რომ "ბლანკოსი" ვალდებულია დაამარცხოს ფრანგული კლუბი...


"მადრიდის "რეალის" აქილევსის ქუსლად წოდებული "ლიონი" დროა დამარცხდეს, რადგან ეს კოლექტივი დიდი ხანია ამწარებს სამეფო კლუბს. შარშანდელ სეზონში ვერ წარმოვიდგენდი, რომ "თეთრები" ვერ მოახერხებდნენ "ლიონის" წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ფრანგებმა ყველა გააკვირვეს."

"დარწმუნებული ვარ ჟოზეს შეგირდები მოახერხებენ "ლიონის" უსიამოვნო ბარიერის გადალახვას, უკვე მოვიდა დრო, როდესაც "რეალმა" უნდა სძლიოს ხსენებულ მეტოქეს."

"ინტერისა და მიუხენის ბაიერნის დაპირისპირებაც ძალიან საინტერესო იქნება, შარშანდელმა ფინალმა წელს 1/8 ფინალში გადმოინაცვლა. კენჭისყრამ საინტერესოდ ჩაიარა და ვფიქრობ, გუნდები სანახაობრივ და უხვგოლიან შეხვედრებს შემოგვთავაზებენ." dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2010
  • 2541
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)