ლიონის ისტორია არ უნდა განმეორდეს

როგორც მოგეხსენებათ, კვირას მადრიდის რეალი 2010 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს ''ლა ლიგაში''. ''სამეფო კლუბის'' ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ამას ისიც დაემატა, რომ დისკვალიფიკაციის გამო შეხვედღაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ხაბი ალონსო და მარსელო.


ეს სიტუაცია ძალიან გავს იმას, რომელიც გასულ წელს ლიონთან შეხვედრის წინ იყო. მაშინ, მუნუელ პელეგრინიმ სერხიო რამოსი მარჯვენა ფლანგზე ათამაშა და მარცხნივ არბელოა დააყენა. ცენტრში ლასანა დიარა და გრანერო განაწესა. ყველას გახსოვთ ალბათ, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში, როცა ლიონი ახალი ტაქტიკური წყობით გამოვიდა, რეალის ცენტრში სრული ქაოსი დატრიალდა. საბოლოოდ ეს თამაში ფრედ დასრულდა და სამეფო კლუბმა ზედიზედ მეექვსედ, მერვედ ფინალიდან დატოვა ჩემპიონთა ლიგა.

ლიონის ისტორია არ უნდა განმეორდეს





დღესდღეობით ჟოზე მოურინიოს გუნდს იგივე პრობლემა გააჩნია. შეხვედრაში მონაწილეობას ხაბი ალონსო და მარსელო ვერ მიიღებენ. ორივე ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.


მარსელო

ლიონის ისტორია არ უნდა განმეორდეს


გასულ წელთან შედარებით ბრაზილიელმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. ამ სეზონში ბრაზილიელი ''მადრიდის რეალის'' უცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, იმის მიუხედავად, რომ სეზონის დასაწყისში, ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, მარსელოს ძირითადში მოხვედრის შანსები ძალიან მცირე გახდა, რადგან ჟოზე ამ პოზიციაზე ახალ ფეხბურთელს ეძებდა. როგორც პორტუგალიელი ამბობს, ის უბრალოდ აღტაცებული დარჩა ბრაზილიელის თამაშით და სრულიად ენდობა სამეფო კლუბის 12 ნომერს. მართლაც ამ სეზონში მარსელომ თითქმის ყველა ოფიციალური შეხვედრა ძირითად შემადგენლობიდან დაიწყო. ბრაზილიელი კლუბში მეორე ადგილზეა ზუსტი გადაცემებით - 723 და მეხუთე ბურთის წართმევაში - 122 ხაბის, კარვალიოს, პეპეს და და რამოსის შემდეგ. აგრეთვე მარსელო მნიშვნელოვანი ფიგურაა შეტევის ხაზშიც. კლუბში ის მეორე ადგილზეა ფლანგიდან შეჭრებში - 78 (რონალდოს - 99).


ხაბი ალონსო

ლიონის ისტორია არ უნდა განმეორდეს


გუნდისვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ხაბი ალონსოც. ''ლა ლიგაში'' მან ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, კლუბში ალონსო პირველ პოზიციაზე ზუსტ გადაცემებში - 936 და მეორე პოზიციაზეა ბურთის წართმევაში - 145 (კარვალიოს - 151). ესპანელი შეუცვლელი ფიგურაა გუნდში, ის ფაქტიურად კლუბის ტვინია. სწორედ ხაბი ალონსოთი ანვითარებს მადრიდის რეალი თავისი შეტევების უმეტესობას.


როგორც ხედავთ, ჟოზე მოურინიოს წინ ძალიან რთული ამოცანა დგას. მან არ უნდა დაატყოს გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნა. იმედია ჟოზე გაუმკლავდება თავის თავსატეხს და შარშანდელი ლიონის ისტორია არ განმეორდება.



სტატიის ავტორი: dato818 dle 10.1

  • dato818
  • 17 დეკემბერი 2010
  • 2108
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)