განახლებული "რეალი"

მიგელ ტორესი გახდა უკანასკნელი ფეხბურთელი,რომელმაც გუნდი დატოვა.


მადრიდის "რეალი" უკანასკნელმა მიგელ ტორესმა დატოვა,რომელმაც "ხეტაფეს" მიაშურა და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.რიბერის ტრანსფერი მინიმუმ ერთი წლით გადაიდო.ვან დერ ვაარტმა,რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ 45 წუთი ითამაშა,მაინც დარჩა გუნდში.

31 აგვისტოს დაიხურა სატრანსფერი ფანჯარა და "რეალში" დარჩა 23 ფეხბურთელი.

ტრანსფერების განხილვა

"რეალი" ითვლება ისეთ გუნდად,რომელიც ყველაზე მეტს ხარჯავს ტრანსფერებში.წელს დახარჯულია 260 მლნ.ევრო.აქედან 96 მლნ. გადახდილია კრისტიანო რონალდოს ტრანსფერში,65 მლნ.ევრო კაკას ტრანსფერში იქნა დახარჯული,35 მლნ.ევროდ ქარიმ ბენზემა შეიძინეს ფრანგული "ლიონიდან",ხოლო 30 მლნ.ევროდ ხაბი ალონსო წაჰგვარეს "ლივერპულს".

ხორხე ვალდანომ კოლოსალური თანხის დახარჯვა იმით ახსნა,რომ გუნდს სჭირდებოდა გაძლიერება,რათა კონკურენცია გაეწია მსოფლიო გრანდებისთვის.

ვან დერ ვაარტი,გაოცების საგანი

გავამახვილოთ ყურადღება არამარტო ახალ ფეხბურთელებზე,არამედ იმათზეც,ვინც მოახერხა და დარჩა გუნდში.ყურადღების ცენტრშია რაფაელ ვან დერ ვაარტი.მან მოსამზადებელ ეტაპზე ჩაატარა ძალიან ცოტა შეხვედრები და ითვლებოდა გუნდიდან წასვლის ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტად,მაგრამ გადაწყდა,რომ ის დარჩებოდა გუნდში.

ასევე დრენტეს წასვლაც განიხილებოდა,მაგრამ მან თავისი შესანიშნავი თამაშით მოსამზადებელ ეტაპზე გააოცა გუნდის მწვრთნელები და გადაწყვეტილება შეაცვლევინა მის გაშვებაზე.მის შემცვლელად განიხილება ბრაზილიელი მარსელო.

ვან ნისტელროი და დიარა.დაბრუნება ტრავმების შემდეგ.

ჰოლანდიელი და მალელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იშუშებდნენ მძიმე ტრავმებს,რომლებიც მათ მიიღეს ჯერ კიდევ გასულ სეზონში.ბევრი ფიქრობდა,რომ ისინი გუნდს დატოვებდნენ,მაგრამ მწვრთნელმა გადაწყვიტა მათთვის მიეცა კიდევ ერთი შანსი.

განახლებული "რეალი"

გუნდი,რომელიც შეიცვალა.კოდინა,კანავარო,ფობერი,მიჩელ სალგადო,სავიოლა,ხავი გარსია,ჰუნტელაარი,სნეიდერი,რობენი,ჰაინცე და მიგელ ტორეს–ეს ის ფეხბურთელებია,რომლებმაც წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვეს მადრიდის "რეალი"."სამეფო კლუბის" გასახდელში ახალმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი.აქცენტი გაკეთებული იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე,რომლის ფინალი გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე".


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 1 სექტემბერი 2009
  • 2381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)