სათასო მატჩისთვის ბილეთის ფასები დაიწევს

მადრიდის "რეალი" სამეფო თასის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრას "ლევანტეს" წინააღმდეგ 22 დეკემბერს გამართავს. მიმდინარე მატჩისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.


იმის გათვალისწინებით, რომ სამეფო თასის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე გულშემატკივართა დასწრება ძალიან დაბალია, მადრიდის "რეალის" მესვეურებმა აუდიტორიის სტადიონზე მისაყვანად ახალ ხერხს მიმართეს. როგორც მოგეხსენებათ, "ლევანტესთან" გასამართი შეხვედრა საშობაო არდადეგებს ემთხვევა და შესაბამისად სამეფო კლუბის მმართველებმა გადაწყვიტეს ქომაგებს გარკვეული სიურპრიზი გაუკეთონ და ბილეთები დააიაფონ. თუ დღემდე, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 15-დან 60 ევრომდე მერყეობდა, სათასო თამაშისთვის 15-დან 48 ევრომდე დაიწევს.

სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩების განრიგი კი ასე გამოიყურება (21-22 დეკემბრის მატჩები)

მადრიდის რეალი - ლევანტე
ვალენსია - ვილიარეალი
სევილია - მალაგა
ატლეტიკო - ესპანიოლი
ალმერია - მალიორკა
კორდობა - დეპორტივო
ბარსელონა - ბილბაო
ბეტისი - ხეტაფე

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთა საშობაო არდადეგები 5 დღეს გასტანს, 23-დან 28 დეკემბრამდე. სავარაუდოდ ჟოზე მოურინიოს დაქვემდებარებაში მყოფ ფეხბურთელთა რიგებს ფერნანდო გაგო და სერხიო რამოსი 2011 წლის დასაწყისში შეუერთდებიან. ამ მოთამაშეთა რეაბილიტაციის პროცეში დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს.


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 15 დეკემბერი 2010
  • 2137
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)