"რეალი" 84-65 "სარაგოსა"

მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ACB-ს სათავეში მოექცა. მესინას შეგირდები "სარაგოსას" კალათბურთელები იყვნენ. თეთრებმა მთელი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.


მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე "სარაგოსა" ტოლს არ უდებდა "რეალს" , გამარჯვება მაინც დედაქალაქელებს დარჩათ, რადგან ისინი გაცილებით უფრო მოტივირებულები ჩანდნენ, მასპინძლის ფაქტორმაც რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა.

ფელიპე რეიესი შესანიშნავად ასპარეზობდა და მან გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო, მთელი შეხვედრის მანძილზე იგი აქტიურობდა და პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს.

რაც შეეხება კლეი ტაკერს, მისი თამაშიც მხოლოდ ქებას იმსახურებს, რეიესთან ერთად მან ბრწყინვალე ტანდემი შექმნა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

საბოლოოდ "თეთრებმა" დამაჯერებლად, 84-65 გაიმარჯვეს, მესინას შეგირდებმა 19 ქულით მეტის მოპოვება მოახერხეს მეტოქეზე. ახლა ისინი ცხრილის პირველ ადგილს იკავებენ. dle 10.1

  • Hala
  • 12 დეკემბერი 2010
  • 1745
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (193)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)