მარადონა მიზეზს ვერ პოულობს

მარადონა მიზეზს ვერ პოულობს


შესანიშნავ ფორმაში მყოფ გონსალო იგუანს, დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებში არაფრისდიდებით არ იძახებს. ამ დღეებში, “პიპიტას” საკითხზე სასაუბროდ, მას არგენტინელი ჟურნალისტი დაუკავშირდა და ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვა.


“გონსალო იგუანი ამჟამად ჩემს გეგმებში არ შედის. მის ადგილს ნაკრებში უბრალოდ ვერ ვხედავ. თავდასხმაში ისედაც უდიდესი კონკურენციაა, გონსალო კი მას ნამდვილად ვერ გაუძლებს. მოკლედ, ამ ეტაპზე მას ნაკრებში არ გამოვიძახებ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგუანისთვის სანაკრებო კარი სამუდამოდ დაიხურა,”- განაცხადა მარადონამ.

იგუანის მსგავსად, მარადონას ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხუან რომან რიკელმეც ათვალწუნებული ჰყავს. დიეგოს თქმით, “ბოკას” ფეხბურთელი მის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება და უახლოეს მომავალში ნაკრების კარი მისთვისაც დახურულია.

მარადონას ამ კომენტარს არგენტინაში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტების გარდა, ფეხბურთის “უგვირგვინო მეფეს” ადგილობრივი გუნდის პრეზიდენტებმაც შეუტიეს. იგუანის მშობლიური კლუბის, “რივერ პლეიტის” პრეზიდენტმა, ხოსე მარია აგილარმა დიეგოს მიმართა, ისედაც “ლაფატკაზე” ხარ შემოგდებული და სანამ პოსტს დაგატოვებინებენ და უპარდონოდ გაგაგდებენ, ჭკუას მოუხმე და იგუანი და რიკელმე ნაკრებში გამოიძახეო.

სხვათა შორის, ეს ის აგილარია, რომელიც მარადონამ არგენტინის ნაკრების წარუმატებლობაში ნაწილობრივ დაადანაშაულა, აქაოდა “რივერის” მოედნის საფარი არ ვარგა და მანდ ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშო, არ მესმისო. როგორც იცით, მარადონას თავკაცობით ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელი საშინაო შეხვედრა სწორედ “ელ მონუმენტალზე” გამართა და დიეგომ არგენტინელთა ცოდვილი სწორედ მოედნის საფარს დააბრალა და არა მის “მაღალ” კვალიფიკაციას. მაშინ როდესაც, ევროპელი ექსპერტების მტკიცებით, “ელ მონუმენტალი” სამხრეთ ამერიკის იმ 5 სტადიონში შედის, რომლებიც ევროპულ მოთხოვნილებებსაც კი სრულად აკმაყოფილებენ.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • niko
  • 3 ივლისი 2009
  • 2699
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)