ბენზემას საგანძური

ბენზემას საგანძური


მარკაში დღეში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც კარიმ ბენზემა აღნიშნავდა, რომ რონალდო მისი კუმირია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, კარიმი “ფენომენის” ავტოგრაფიან მაისურზე ოცნებობდა. ფლორენტინო პერესისა და “ლიონის” პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლას დახმარებით, მან რონალდოს ხელმოწერით მაისური მართლაც მიიღო.


2005 წლის 23 ნოემბერს, “რეალი” და “ლიონი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში შეხვდნენ. მატჩს, VIP-ლოჟიდან, ცხადია, გუნდის პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ჟან-მიშელ ოლაც ადევნებდნენ თვალს. სწორედ ამ დროს, ოლამ ფლორენტინოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “შენი დახმარება მჭირდება. ახალგაზრდულ გუნდში მყავს ბავშვი, რომელსაც რონალდო ძალიან უყვარს. საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეა და მალე მთავარ გუნდშიც დამკვიდრდება. შეგიძლია ბრაზილიელის ავტოგრაფირებული მაისური გადმომცე?” პერესმა უპასუხა, რომ პრობლემა არ იყო და საჩუქარს მას პირადად გაუგზავნიდა. ის ბავშვი, რომელზეც საუბარი მიმდინარეობდა, სწორედ კარიმ ბენზემა გახლდათ.

რამდენიმე დღეში ბენზემამ დაუვიწყარი საჩუქარი მიიღო, - რონალდოს მაისური, რომელზეც შემდეგი ფრაზა ეწერა: “სპეციალურად კარიმისათვის. რონალდო.” ეს მაისური ბენზემას შენახული ახლაც აქვს და ძალიანაც უფრთხილდება.

ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 2005 წლის 6 დეკემბერს შედგა, “როსენბორგის” წინააღმდეგ. კარიმმა პირველივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. მაშინ ის მხოლოდ 17 წლის იყო.

გამომდინარე ყოველივე აქედან, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ “რეალში” რონალდოს ყოფილი 9-ნომრიანი მაისური, ბენზემამ მოირგოს.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 3 ივლისი 2009
  • 2196
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)