გრანეროს პრეს–კონფერენცია

ესტებან გრანერო, მადრიდის რეალის ერთ–ერთი ახალ წვეულთაგანია. აკადემიის აღზრდილმა გულახდილად ისაუბრა Telemadrid–თან და გაამხილა ის ძირითადი მიზნები, რომლის მიღწევასაც აპირებს ამ სეზონში.


როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც ყველა უსიამოვნება უკან ჩამოიტოვეთ?

მე არასდროს არ დამიკარგავს იმის იმედი, რომ ერთ დღეს მადრიდის რეალის შემადგენლობაში ვითამაშებდი. როცა რაღაცაზე ოცნებობ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალური გახდეს. ბევრი უსიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ საბედნიეროდ მე გადმოვედი კლუბში. რაც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამის მერე უკვე ჩემზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული.

რას ფიქრობთ, გაიღებს თუ არა პელეგრინი თავდასხმის ერთ ფეხბურთელს მსხვერპლად იმისთვის, რომ თქვენ მოგცეთ თამაშის საშუალება?

ძალიან კარგია, როცა კლუბში ამდენი გოლის გამტანი გვყავს. ჩვენ უნდა მოვნახოთ ამ ძალის გამოყენების საუკეთესო გზა, მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შემიძლია გოლის გატანა.

როგორც ჩანს, გულშემატკივრები შენს მხარეს არიან

გულშემატკივრები ყოველთვის თბილად ღებულობენ კლუბის აღზრდილებს. ვალდებაბასზე გატარებული წლები ზალიან მნიშვნელოვანი იყო და მე მანდ ბევრი რამე ვისწავლე. მე მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის, რასაც ისინი ჩემ მიმართ გამოხატავენ და მე ამავდროულად ვალდებულიც ვარ, რომ მათი ჩემდამი ნდობა გავამართლო, ესაა ის , რაც მე შემიძლია.

გახსოვთ თუ არა 1999 წლის კლუბებს შორის ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც მადრიდის რეალმა ბარსელონა თქვენს მიერ დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა?

ეს ერთ–ერთი საუკეთესო წუთები იყო ჩემი აკადემიაში ცხოვრების განმავლობაში. ეხლა მე უკვე დავბრუნდი კლუბში და არ ვაპირებ შანსის ხელიდან გაშვებას.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 31 აგვისტო 2009
  • 2628
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)