უსეინ ბოლტი: "ძალიან კარგი იყო მადრიდელებმა მხარი, რომ დამიჭირეს."

უსეინ ბოლტმა რეალის ოფიციალურ ვებ გვერდს ის სიხარული გაუზიარა, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე მიიღო.


კეთილი იყოს თქვები მობრძანება მადრიდის რეალში, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მადრიდში ყოფნა.
ჩემთვისაც ასევე დიდი პატივია აქ ყოფნა.

როგორი იყო სტადიონზე?
საოცარი.მე ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ განსაკუთრებით სტადიონით, ხალხმა აშკარად მიმიღო. ძალიან კარგი იყო.

გუშინ 80,000 გულშემატკივარი გიყურებდათ, თქვენ პირველად თქვით, რომ ნერვიულობდით...
მე მართლა ვნერვიულობდა. ჩემი გული სწრაფად ცემდა. ძალიან მომეწონა.

რას განიცდიდით გაზონზე, რომ იდექით და ზემოდან ამდენი ხალხი გიყურებდათ?
მე ვუყურებდი კრისტიანო რონალდოს პრეზენტაციას და გავიფიქრე "ალბათ მაგარი გრძნობა აქვს ახლა კრისტიანოს" იგივე იყო ჩემიც. ეს საოცარი იყო.

რას ფიქრობთ მატჩზე?
გუნდს საუკეთესო ფეხბურთელები ყავს და ვფიქრობ კარგი თამაში იყო. სრულიად დახვეწილი არ იყო მაგრამ ფეხბურთელები როდესაჩ შეეჩვევიან და შეისწავლიან ერთმანეთს მათი თამაშის ყურება გაცილებით სასიამოვნო იქნება.

გაზონი 106 მეტრისაა კარგად ითამაშებდით ფეხბურთს?
როდესაც იქ დგეხარ გაცილებით პატარა ჩანს სტადიონი, ვფიქრობ კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი. (იცინს)

გაასწრებ შენს მეგობარ კრისტიანო რონალდოს როდესაც იგი ბურთითაა?
რა თქმა უნდა. კრისტიანო სწრაფია, მაგრამ მე უფრო სწრაფი ვარ. მე ყველაზე სწრაფი ვარ მსოფლიოში. (იცინის)მე მას ბურთითაც გავასწრებ რადგან ვიცი ბურთის ტარება.

შეგიძლია უთხრა ჩვენს ფანებს რა უნდა გააკეთონ სწრაფად რომ ირბინონ?
სწრაფად სირბილს ტექნიკა ჭირდება. მაგრამ ტალანტიც საჭიროა. (იცინის) მუხლების ვარჯიში დიდი ხანი გაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად ირბინო.

შენ თქვი, რომ რუუდ ვან ნისტელროი შენი საყვარელი ფეხბურთელია...
როდესაც მე დავიწყე ფეხბურთის ყურება ვიყავი მანჩესტერ იუნაიტედის ფანი, რადგან ნისტელროი იქ თამაშობდა, ახლა გავხდი რეალის ფანი რადგან რუუდი აქ გადმობარგდა, მე მას ყველგან გავყვები.

შენ 100 მეტრს 9.58 წამში ფარავ, 200 მეტრს კი 19.19 წამში. რას ფიქრობ შეგილია უფრო სწრაფად სირბილი?
მე შემიძლია უფრო სწრაფად სირბილი, მაგრამ რასაც მწვრთნელი მეუბნება იმას ვაკეთებ.

შენ ასევე კარგად თამაშობ კალათბურთს...
მე მართლა მსიამოვნებს როდესაც კალათბურთს ვთამაშობ, თანაც ფორმაში ვრჩები როდესაც არ ვვარჯიშობ.

მადლობთ.
მადლობთ, რომ დამპატიჟეთ. მე ძალიან ნასიამოვნები ვარ და იმედია კიდევ დამპატიჟებთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)