ხუან სანჩესი : "რეალმა მწარე გაკვეთილი მიიღო"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ხუან სანჩესმა განვლილ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით მადრიდელმა ფეხბურთელებმა მწარე გაკვეთილი მიიღეს, რომელიც მათ შემდეგ თამაშებში და მომდევნო "ელ კლასიკოში" უნდა გამოადგეთ...


"კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ბარსელონას" სიძლიერე მადრიდელთა წინააღმდეგ, ეს იყო გვარდიოლას გუნდის საღამო და არა "ბლანკოსის". ამ თამაშის შემდეგ იმედია ყველა მიხვდება, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელთა საჭიროება ნამდვილად არის, მაგრამ გამოუცდელი მოთამაშეები დამღუპველ შედეგამდე მიდიან."

"ბარსელონას სტადიონზე მადრიდელთა მხრიდან რამდენიმე ახალწვეული იყო, ადაპტაციასთან ერთად მათ ემატებათ ახალგაზრდული ასაკი. ანხელ დი მარია, მესუთ ოზილი, კარიმ ბენზემა, სამი ხედირა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც კატალონიელთა წინააღმდეგ იბრძოდნენ."

"მოგეხსენებათ, არც "ბარსელონას" ჰყავს არაახალგაზრდული გუნდი, მაგრამ ეს ფეხბურთელები ბავშობიდან ერთად თამაშობენ და სწორედ ამაშია მათი წარმატებით საიდუმლო. ვინაიდან და რადგანაც, პერესს სხვა პოლიტიკა აქვს არჩეული, აუცილებელია, რომ გამოცდილი ფეხბურთელებიც შეიძინოს. ამხელა მარცხი სწორედ იმ დაბნეულობამ გამოიწვია, რომელიც "მერენგების" ახალგაზრდებს ჰქონდათ. "ელ კლასიკო" ეს სულ სხვა განზომილებაა და სულ სხვა გამოცდილება სჭირდება."

"ხშირად მსმენია, რომ მადრიდი ახალგაზრდავდება და ასე შემდეგ. ძალიან კარგია თინეიჯერი მოთამაშეების ყოლა, მაგრამ ამას უნდა დაერთონ გამოცდილი ფეხბურთელები. ამ ზაფხულს "რეალიდან" რაული და გუტი წავიდნენ, რომლებსაც ნამდვილად დიდი გამოცდილება ჰქონდათ უმაღლეს დონეზე თამაშის. მათ ნაცვლად კი გუნდს ოზილი და დი მარია დაემატნენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჩემპიონატში თამაშით გამოირჩეოდნენ. დამერწმუნეთ არც პორტუგალიის ჩემპიონატს ჰყავს "ბარსელონას" დონის გუნდები და არც გერმანიის."

"ჩემი აზრით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ბევრი მოუვიდა. აუცილებელია რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატება თუ მათ სურთ, რომ შედეგი აჩვენონ. შედარებით ხნიერ ფეხბურთელებთან ახალგაზრდები უფრო მეტად გაიზრდებიან და შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას."

"კრიშტიანო რონალდო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილია და უმაღლეს დონეზე უკვე რამდენიმე წელია თამაშობს, მაინც ვერ იყო სათანდო ფორმაში, იგი ზუსტად იმ დაბნეულობამ შეიპყრო, რაც მთელ გუნდს ჰქონდა."

"იკერ კასილასი გუნდის სიმბოლოა, მაგრამ ის მხოლოდ კარში დგას და შეტევების განვითარება უბრალოდ არ შეუძლია."

"ვგონებ, თუ ვალდანოს და კომპანიას სურთ შედეგი, აუცილებლად უნდა დაიმატონ გამოცდილი ფეხბურთელები." dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2010
  • 2606
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)