სეზონის პირველი წაგება

"ბარსელონა" 5-0 მადრიდის "რეალი"


ორშაბათს, მადრიდის რეალმა ამ სეზონში პირველად წააგო. მაგრამ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი და შეჯიბრება ისევე გრძელდება, როგორც კამპ ნოუზე ვიზიტამდე.

ორშაბათის კლასიკო დაძაბულად დაიწყო. "ბარსელონა" თავიდანვე აკონტროლებდა ბურთს და მათ ნათელი გახადეს, რომ საკუთარ მინდორზე თამაშობდნენ. თამაშის დაწყებიდან 9 წუთის შემდეგ ინიესტას კომბინაციის წყალობით ხავიმ გოლი გაიტანა. მადრიდმა უმალ უპასუხა დი მარიას დარტყმით, მაგრამ ვალდესმა ტესტი წარმატებით ჩააბარა. კრისტიანოს შეტევის წამოწყება უნდოდა თუმცა აბიდალმა გააჩერა.

სეზონის პირველი წაგება


როდესაც ყველას ეგონა, რომ მადრიდმა ბურთი ხელში ჩაიგდო პედრომ გაიტანა მე-2 გოლი ვილას დაბალი ჩაწოდების წყალობით. თეთრებს ანგარიშის შემცირება უნდოდათ, როდესაც 38-ე წუთზე კრისტიანო საჯარიმოში დაჯარიმდა ვალდესთან ბურთზე ბრძოლაში.

სეზონის პირველი წაგება


მეორე ნახევარში ოზილი ლასმა შეცვალა, რადგან მაურინიოს იმედი ქონდა ბურთის გაკონტროლების, მაგრამ 10 წუთის შემდეგ ვილამ ოფსაიდიდან (ესე წერია ოფიციალურზე ავტ.) გოლი გაიტანა და ანგარიში 3-0 გახადა. სამი წუთის შემდეგ ვილას მეორე გატანილმა გოლმა, კი მთლიანად ჩაძირა მადრიდი.

სეზონის პირველი წაგება


თეთრები მთელი ძალით განაგრძობნენ თამაშს თუმცა ყველაფერი "ბარსელონას" სასარგებლოდ ვითარდებოდა. დამატებით დროში მათ მე-5 გოლი გაიტანეს, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. სერხიო რამოსი გააძევეს მესიზე უხეშად თამაშისთვის, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა ორივე მხრიდან.

სეზონის პირველი წაგება


მადრიდის "რეალი" ეხლა უნდა გადაერთოს შაბათს გასამართ მატჩზე "ვალენსიას" წინააღმდეგ. აზრი არ აქვს კვნესას მტკივნეულ წაგებაზე. 20 ოფიციალური მატჩიდან ეს მაურინიოს და მისი კომპანიის პირველი წაგებაა. თუ რომელიმე გუნდს შეუძლია ჭაობიდან ამოსვლა ეს მადრიდის "რეალია".

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 1 დეკემბერი 2010
  • 2608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)