ნეგრედო ბრუნდება?

მოგეხსენებათ, გუშინდელმა სამარცხვინო წაგებამ, მადრიდის "რეალის" რეპუტაცია ძალიან შელახა. ყველა კრიტიკოსი განსაკთრებულად აქტიურობს. ყველა ექსპერტი კი იმ აზრის ირგვლივ ერთიანდება, რომ სამეფო კლუბმა ზამთარის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფორვარდი უნდა დაიმატოს...


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ალვარო ნეგრედო, რომელიც ამჟამად ანდალუსიური სევილიის ღირსებას იცავს, შესაძლოა მშობლიურ გუნდში სწორედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდეს, რადგან მოურინიოს წინა ხაზში აშკარად აქვს სერიოზული პრობლემები.

კარიმ ბენზემას იმედი მადრიდში უკვე აღარავის აქვს და ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ დატოვებს "მერენგებს".

რაც შეეხება ალვაროს, ვალდანოს და კომპანიას მისი გამოსყიდვა თავისუფლად შეუძლიათ. ახალგაზრდა "კასტილიელი" ერთ-ერთ კანდიდატურაა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ალვარო მადრიდიდან რამდენჯერმე იყო განათხოვრებული და ყველგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დედაქალაქში კი ფეხი ვერ მოიკიდა. ახლა სიტუაცია გაცილებით სხვაგვარია, "რეალი" ეძებს მისი დონის ფორვარდს. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად სევილიელი მოთამაშე სამეფო კლუბის აღზრდილია. dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2010
  • 3573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)