ჯერ დაკარგული არაფერია!!!

ახლა, რბილად რომ ვთქვათ, მადრიდისტებისთვის ძალზედ მძიმე დროა. ყველას გამხნევება გვჭირდება. მე მინდა მცირე წვლილი შემოვიტანო თქვენი ნერვების მოთოკვაში...


მოდი დავიწყოთ თავიდან. ისევე როგორ ყველა,მეც მოუთმენლად ველოდი ამ მართლაც საფეხბურთო სანახაობას. მაგრამ ჩემი ლოდინი და ალბათ ბევრი თქვეგანისიც ამაო გამოდგა. ძალზედ დიდი იმედი მქონდა,რომ ბოლო მოეღებოდა "ბარსელონასთან" უსიამოვნო სტატისტიკას ბოლო წლების განმავლობაში. სიმართლე გითხრათ "რეალისგან" რაღაც დიდ უპირატესობას არც ველოდი, მაგრამ გუშინდელი თამაში იყო რაღაც უხამსობა. მე მაგალითად რონალდოს და რამოსის საქციელს ვამართლებ. თითოეული თქვნგანი იქ რომ ყოფილიყო, დამცირებას ვერ აიტანდა.

მოდი მოვრჩეთ ყოველივე ამას და მე მინდა გაგახსენოთ დიდი "რეალი" , სამეფო კლუბი, რომელიც ასე გვიყვარს ყველას.

მაშ ასე.. გავიხსენოთ სასიამოვნო და საამაყო ფაქტები "რეალის" ისტორიაში:

1) "რეალი" ერთადერთ კლუბია,რომელმაც ჩემპიონთა თასის(დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის) მოგება ზედიზედ 4-ჯერ მოახერხა. ეს მოხდა 50-იან წლებში. მაშინ აქ ფუშქაში, დი სტეფანო და სხვები ბრწყინავდნენ. ჯერ ეს რეკორდი არავის გაუუმეორებია და ვერც გაამეორებს.

2) 1960 წელს "რეალი" ზედიზედ მეოთხედ გახდა ჩემპიონთა თასის გამრჯვებული. ფინალში "ბლანკოსი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდა,რომელიც იმ პერიოდში ჟარგონულად რომ ვთქვათ "გლიჯავდა". მაგრამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა "რეალმა" გერმანელები ერთი ხლის მოსმით ანგარიშით 7-3 გაანადგურეს. ეს ფინალი ჩემპიონთა თასის ყველა დროის საუკეთესო ფინალადაა აღიარებული. ბევრი სპეციალისტი დღესაც მიიჩნევს,რომ ეს მატჩი მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივია, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

3) ამას წინათ რომალიღაც არხზე ვუყურე დოკუმენტურ ფილმს ალფრედო დი სტეფანოზე. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განცხადა,რომ 50-იან წლებში 3 წლის განმავლობაში რეალს ერთი მატჩიც არ ქონდა წაგებული, მეტიც სულ რამოდენიმე ფრე ჰქონდა ნათამაშები. ასეთი რამ ჯერ არცერთ კლუბს არ გაუკეთებია.

4) "რეალს" ყავდა ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ. მისი კლუბში მოღვაწეობის დროს "ბლანკოსმა" არც მეტი არც ნაკლები 29 ტიტული მოიგო. ასეთი რამ ჯერ ფეხბურთის ისტორიაში არ განმეორებულა.

5) "რეალი" FIFA-მ XX საუკუნის საუკეთესო გუნდად დაასახელა. დამეთანხმებით ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და საამაყო,რადგან ამ საუკუნეში ბრწყინავდნენ ევროპული სხვა გრანდები: "აიაქსი" , "ლივერპული" და სხვები...

6) "რეალს" არსებობის ისტორიაში 170 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 31-ჯერ "ლა ლიგის" გამარჯვებული გახდა,რომელიც საუკეთესო შედეგია ესპანეთში. 9-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

7) თუ რამე რკორდი შეიძლება არსებობდეს "რეალში" , 99% რაულს აქვს მოხსნილი. მას 741 მატჩი აქვს ჩატარებული 1994-2010 წლებში და 323 გოლი აქვს გატანილი. ორივე მაჩვენებლი სარეკორდოა.

8) "რეალის" შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში გაიტანა ფუშქაშმა - 48 1959-1960 წლებში.

9) ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი აქვს გტანილი ფუშქაშს და ბენგურიას 6-6 . უკანასკნელმა მათგანმა ეს შორეულ 20-იან წლებში მოახერხა.

10) ყველაზე სწრაფი გოლო აქვს განატანი ბრაზილიელ რონალდოს. 2003 წლის 3 დეკემბერს მან მე-14 წამზე გაუტანა "ბეტისს".

11) "რეალის" ყველა დროის საუკეთესო და ისტორიულ გოლად დასახელებულია არტურ ჯონსონის მიერ გატანალი გოლი "ბარსელონას" კარში 1902 წლის 13 მაისს.

12) ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი "რეალმა" 2009 წლის ივნისში განახორციელა,როცა კლუბში "მანჩესტერიდან" გადმოვიდა კრიშტიანო რონალდო.მასში 80 მლნ. ევრო გადაიხადეს. ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

13) "რეალმა" ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა 2000 წელს, როცა მათ დაუძინებელი მტრის ბანაკიდან ლუიშ ფიგუ გადმოიყვანეს მაშინდელი სარეკორდო თანხით 37 მილიონით. თქვენც კარგად მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდი აჟიოტაჟი მოყვა ყოველივე ამას.

14) კლუბის ისტორიაში მწვრთნელმა მიგელ მუნოზმა სარეკორდო 15 წელი დაჰყო "რეალის" წვრთნაში. მისი დამრიგებლობით "რეალმა" 604 მატჩი ჩაატარა.

15) ესპანეთში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "რეალს" აქვს მოგებული - 1415.

16) ესპანეთში ყველაზე მეტი გოლიც "რეალს" აქვს გატანილი - 5081

17) 1989-1990 წლების სეზონში "რეალმა" "ლა ლიგაში" 38 მატჩში 107 გოლის გატანა მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

18) ესპანეთში ყველაზე მეტი ჩემპიონატი აქვს მოგებული "რეალის" ფეხბურთელს - ფრანცისკო გენტოს. მან 12-ჯერ მოახერხა "ლა ლიგის" მოგება. მეორე , მესამე და საერთოდ პირველ ათეულს ამ კატეგორიაში "რეალის" ფეხბურთელები იკავებენ.

19) "რეალს" ყველაზე მეტჯერ , 21-ჯერ აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, აქედან 12-ჯერ ის ფინალში გავიდა და 9-ჯერ ჩემპიონიც გახდა.

20) ყველაზე დიდი ანგარიშით "რეალს" აქვს მოგებული "ბარსელონასთან" 11-1 ...


იმედია ცოტათი მაინც შეგიმსუბუქეთ "ნერვული სტრესი". რაა მერე ,რომ "ბარსამ" მოიგო? ხან მოიგებ ხან წააგებ. იმდენი აქვთ წაგებული,რომ ვერასოდეს ვერ აანაზღაურებენ. შეიძლება კატალონიური კლუბი ამ წუთას შეუდარებელია, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი შეიცვლება. გავიხსენოთ 50-იანი წლების "რეალი" . შიშის ზარს სცემდა ყველას,მაგრამ მოჭამა თავის დრო და 60-იან წლებში რიგით კლუბად გადაიქცა. ასე იქცევა "ბარსელონაც" . სულ მალე დადგება სანატრელი დრო, როცა ხმამაღლა და ამაყად ვიტყვით : ჩვენ "ბარსელონას" მოვუგეთ. გუშინდელი დღით ხომ ცხოვრება არ მთავრდება.ჯერ დაკარგული არაფერია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" არიან ჩამოსასვლელები და 5-0-ს თუ არ მოვუგებთ არც ესაა საჭირო. იყოს 1-0 და ღირსეული გამარჯვება.

და ბოლოს : HALA MADRID !!!!


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)