"დაცემული მეომრები"

მინდა გამოვხატო ის ემოცია რაც დღევანდელმა თამაშმა შექმნა, ძალიან გთხოვთ ყველანი სრულიად წაკითხვაში შებრძანდეთ და წაიკითხოთ.


29 ნოემბერი, ღამის 12 საათი. ნოუ კამპი, კატალონიის "ბარსელონა" ხვდება მადრიდის "რეალს". ყველას ჰგონია , რომ რაღაც საოცრად ითამაშებს მადრიდი და ყველა გულშემატკივარში საოცარი გრძნობა სუფევს, რომ დაირღვევა ბოლო წლების საშინელი ტრადიცია და "რეალი" შეძლებს "ბარსელონას" დამარცხებას. ყველა ერთი მოლოდინით ვართ შეპყრობილნი, ასე ვთქვათ "აჟიტირებული" , ძალიან ბევრი ქომაგი, მათ შორის მეც, სადაც მესის და "ბარსელონას" სახსენებელი იქნებოდა იქ ლანძღვა გინება მოვყებოდა ამ 2 ობიექტის მიმართულებით. თითოეულ მადრიდისტას ჯეროდა , რომ დღეს რაღაც შეიცვლებოდა...

მაშ ასე, დაიწყო მატჩი , როგორც იცით ჰალამადრიდ.გე-ს მომხმარებლები რესტორან "შარაგულში" ვიყავით. დაახლოებით 20 კაცი ვიქნებოდით. წინ გვეჯდნენ "ბარსელონას" გულშემატკივრები. დაიწყო თამაში და დაიწყო ჩვენ შორის პატარა დუელი. ასე ვთქვათ , ფანების ომი. აქედან ჩვენ "ჰალამადრიდ" იქიდან "ბარსა" "ბარსას" ძახილი. ეს შემართება მალევე ჩააქრო ხავიმ. მარსელოს შეცდომა და ანგარიში 1:0. ყველას თვალწინ დაგვიდგა კატალონიელების მხიარული სახე, იქ მყოფი გულშემატკივრების სიხარული და მადრიდის ლანძღვა, რა თქმა უნდა პირადად მე ამის ატანას არ ვაპირებდი და ორი იმდენი ვიყვირე ვიდრე იმათმა გოლის გატანის დროს...

მოკლედ განვაგრძეთ ქომაგი, იმის იმედით რომ ეს გოლი არ გატეხავდა მადრიდელებს, მაგრამ პედროს დარტყმა 2:0 და გაჩუმებული მადრიდელები... დასრულდა პირველი ტაიმი, ყველა იმის იმედით ვართ, რომ ჟოზე მაურინიო ჩვენი იმედი, ისეთ ტაქტიკურ მოახდენდა, რომ თამაშს შემოატრიელბდა, მაგრამ რაც მოხდა და როგორც მოხდა ყველას კარგად მოგეხსენებათ. საბოლოო ანგარიში 5:0. "დაცემული მეომრები".

ყველა წყობიდან გამოვიდა , ნოუ კამპზეც, შარაგულშიც ...


მოხდა ასე, ვერ გავიმარჯვეთ , დაიმსხვრა ჩვენი იმედები. მთლიანად გაანადგურა ის ბარსელონამ. შეწყდა ჩვენი წაუგებელი სერია. ისევ ვერ მოვახერხეთ "ბარსელონას" დამარცხება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ სამეფო გუნდის გულშემატკივრები ვართ, არცერთი წამით არ უნდა შევაქციოთ ზურგი ჩვენს გუნდს . ისინი მუმდამ ჩვენს გულებში არიან. მოვა დრო , როდესაც "რეალი" დაამარცხებს "ბარსელონას" და მერე უკვე ჩვენ ვეღარავინ გაგვაჩერებს... მადრიდელებო ესეც გაივლის, კარგად დაუფიქრდით სიტყვებს. "ესეც გაივლის". გავა დრო და ეს ისტორიას ჩაბარდება, მოვა დრო "რეალი" გაიბრწყინებს, ცუდია ,რომ ეს დრო ახლა არ დგას. ახლა ბარსელონას დროა და მოდით ნუ ვიკამათებთ, დღეს ისინი საუკეთესოები არიან. ნუ დავბრმავდებით და ნუ ვიტყვით , რომ ეს ტყუილია. ძალიან გაუჭირდება ,მათთან ბრძოლა, მაგრამ მჯერა მე მადრიდის "რეალის"... დაბრუნდება კაკა, ის ნამდვილი ლიდერია. დღეს გამოჩნდა ვის რა შეუძლია. მე ცუდს არავიზე ვამბობ , მაგრამ დი მარიასთვის, ხედირასთვის , იოზილისთვის და ასეთი ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთელებისთვის "ელ კლასიკო" უცხოა. იმედი მაქვს, თითოეული მოთამაშე ჭკუას ისწავლის და უფრო სერიოზულად მიუდგებიან ბარსელონას.


არაუშავს მადრიდისტებო ჩვენ მაინც მუდამ გამარჯვებულები ვართ. რეალმა მხოლოდ ბრძოლა წააგო და არა ომი ! კარგად დაუფიქრდით ამ სიტყვებს

Uno Dos Tres ჰალააააააააააა მადრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდ ! dle 10.1

  • CampO
  • 30 ნოემბერი 2010
  • 6169

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)