"ელ კლასიკო"–ციფრები და ფაქტები

კითხვა 1. რა უნდა ითქვას "ბარსელონაზე" ახალი? –არც არაფერი.
კითხვა 2. რა უნდა ითქვას შესაძლო შემადგენლობებზე? – ვერც ვერაფერი.
კითხვა 3. შესაძლოა თუ არა რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება? – წარმოუდგენელია, უბრალოდ სისულელეა.


შესაბამისად მოდით, თვალი გადავავლოთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებსა და ციფრებს.




დიდი ციფრები

354– სწორედ ამდენი გოლი გაიტანა "მადრიდის რეალმა" მთელი ამ დაპისიპირების მანძილზე. მატჩის დასაწყისის წინ "ბლაუგრანას" ძალიან მისტიკური მაჩვენებლები აქვს, კლუბის დაარსებიდან 111 წელი გავიდა და "ბარსამ" ამ ხნის მანძილზე ზუსტად 333 გოლი შეაგდო "კლასიკოში".

250–გოლი არის გატანილი "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოებში", აქედან 157 "ბარსელონას" ანგარიშზეა, ხოლო 93 "მადრიდის რეალის".

239– სწორედ ამდენი შეხვედრა ჩაატარეს კლუბებმა არაოფიციალურად ჩატარებული მატჩების ჩათვლით.

209- სწორედ ესაა წლევანდელი "ელ კლასიკოს" რიგითი ნომერი. დაუძინებელი მტრები ერთმანეთს ხვდებოდნენ ხუთ ტურნირზე: ლა ლიგა, სამეფო თასი, ლიგის თასი (ტურნირი , რომელიც 1982-1986 წლებში არსებობდა), ესპანეთის სუპერ თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი. ცნობისთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობი ე.წ. Old Firm Derby ("გლაზოგოს რეინჯერსი" "სელტიკის" წინააღმდეგ) 389 შეხვედრას ითვლის, არგენტინის “სუპერ კლასიკოში“ „რივერ პლეიტის“ და „ბოკა ხუნიორსის“ მონაწილეობით სულ ჩატარდა 334 ოფიციალური შეხვედრა,Derby della Madonnina (მილანურ დერბიში) „ინტერი“ და „მილანი“ ერთმანეთს 274–ჯერ შეხვდნენ, ხოლო Derby della Capitale (რომაული დერბი) „რომა“ და „ლაციო“ ერთმანეთს 166-ჯერ დაუპირისპირდნენ.

160– ამდენი შეხვედრა ჩაატარეს „,მადრიდის რეალმა“ და „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატებში. ლა ლიგის ეგიდით პირველი კლასიკო გაიმართა 17.02.1929 წ. ბარსელონაში. იმ შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. მაშინ დუბლი გაიფორმა რაფელ მორეირო ლოპესმა, სწორედ ეს ფეხბურთელი ითვლება „ელ კლასიკოს“ პირველი გოლის გამტანად (ესპანეთის ჩემპიონატის რანგში). იმ სეზონის განმეორებითი კლასიკო მადრიდში სტუმრებმა მოიგეს ანგარიშით 1:0.

157–ამდენი გოლი გაუშვა „მადრიდის რეალმა“ „კამპ ნოუზე“ (ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში). ეს „ბლანკოსებისთვის“ ყველაზე საშინელი გასვლითი მაჩვენებელია ლა ლიგაში. ამდენი „მადრიდის რეალს“ არც ერთ სხვა სტადიონზე არ გაუშვია.

147–ამდენი ნაციონალური და საერთაშორისო ტიტული აქვთ ერთად აღებული დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს. ბოლო ორი წლის მანძილზე წინ „ბარსელონა“ გაიჭრა, რომელსაც 74 ტიტული დაუგროვდა, ხოლო „მადრიდის რეალს“ 73. არ გჯერათ? თავად დათვალეთ.

საშუალო ციფრები

78 მლნ. ევრო დახარჯა „მადრიდის რეალმა“ საზაფხული ტრანსფერებისას, დი მარია (25), იოზილი (15), ხედირა (14), პედრო ლეონი (10), კარვალიო (8), კანალესი (5).

72 მლნ. დახარჯა „ბარსელონამ“ შემადგენლობის გაძლიერებისთვის: ვილია (40)მ მასკერანო (22), ადრიანო (10), ამას დამატებული იანვარში კლუბში აფელაი გადმოვა (3)

36 პიჩიჩის მფლობელი თამაშობდა ორივე კლუბის ისტორიაში. აქედან 24 „მადრიდის რეალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 12 კი „ბარსელონასი“.

33 ზამორას მფლობელი გამოდიოდა ორივე კლუბში. აქედან 17 „ბარსელონას“ შემადგენლობაში, ხოლო 16 „მადრიდის რეალის“ რიგებში.

33 ფეხბურთელი იცავდა ორივე კლუბის ღირსებას, ურთიერთშორის გაცვლების ათვლა იწყება ესპანეთში პროფესიონალური ფეხბურთის ჩამოყალიბებამდე. 1902 წელს პირველი ასეთი ფეხბურთელი გახდა „ბარსელონას“ მოთამაშე ალფონსო ალბენისი. ბოლო ამ წუთისთვის არის ხავიერ სავიოლა. აი უკვე მეორე წელია, რაც არც ერთ მათგანში მეტოქის ყოფილი ფეხბურთელი არ გამოდის.


31–ჯერ პირველ წრეში კლასიკო ბარსელონაში გაიმართა. ასეთი რამ უკვე მე–4 სეზონია, რაც ხდება.

31 შეხვედრა ითამაშა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ლეგენდარულმა პაბლო ხენტომ. მან საერთო ჯამში გაიტანა 14 გოლი. ეს კლასიკოების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. „ბარსელონას“ რიგებში რეკორდსმენია ლეგენდარული ცენტრალური მცველი მიგელი, რომელიც 25 შეხვედრაში მონაწილეობდა.

30 %– თამაშებისა „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოურინიოს გამარჯვებით დასრულდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა 10 ოფიციალური შეხვედრიდან 3 მოიგო. „კამპ ნოუზე“ 2 ფრე და 3 წაგება.

29N–ზედიზედ მეორე წელი კლასიკო იმართება „კამპ ნოუზე“ 29 ნოემბერს.

28 კლასიკო ჩატარდა სამეფო თასის ეგიდით. ამ შეხვედრებში „ბარსელონამ“ 14-ჯერ მოიგო, 5 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლკ 9-ჯერ გამარჯვება თეთრებმა“ იზეიმეს. ისტორიის მანძილზე პირველი კლასიკო სწორედ ამ ტურნირის ეგიდით გაიმართა და მაშინ „ბარსამ“ გაიმარჯვა. მთელი კლასიკოს ისტორიის მანძილზე პირველი გოლის ავტორი გახლდათ ხოსეპ სამიტერი. ბოლოს მეტოქეები სამეფო თასზე ერთმანეთს 1996/1997 წლების სეზონის 1/8 ფინალში დაუპირისპირდნენ.

26,6–გვარდიოლას ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი. 27,3–პირველი კლუბის მთელი შემადგენლობის.

25-მოურინიოს გუნდების საშუალო ასაკი. 25,7–პირველი კლუბის ყველა ფეხბურთელის საშუალო ასაკი.

23 მოგება სამი და მეტი გოლის სხვაობით–ესაა „მადრიდის რეალის“ მაჩვენებელი ლიგაში, ყველაზე დიდი მოგება ლა ლიგაში თარიღდება 03.02.1935 წლით, მაშინ „ბლანკოსებმა“ მეტოქე 8:2 გაანადგურეს, ხოლო „მადრიდის რეალის“ფეხბურთელი სანიუდო ერთადერთია, რომელმაც პოკერის შესრულენა მოახერხა. ყველაზე დიდი გასვლითი მოგება თარიღდება 27.01.1963 წლით, პუშკაშის ჰეთრიკმა, დი სტეფანოსა და ხენტოს გოლებმა „რეალს“ 5:1 გამარჯვება მოუტანა.

22–ჯერ ლა ლიგაში კლასიკო ნოემბერში გაიმართა. აქ მაჩვენებლები „მადრიდის რეალის“ მხარესაა–13 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება.

21 შეხვედრა კლასიკოში ასეთი „ბარსელონას“ ამჟამინდელი კაპიტნის კარლეს პუიოლის მაჩვენებელი.

20 შეხვედრა ჩატარდა 21-ე საუკუნეში, აქედან 8-ჯერ „ბარსელონამ“ იზეიმა გამარჯვება, 6-ჯერ „მადრიდის რეალმა“ , ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა „ბარსელონას“ სასარგებლოდაა – 32:26

20 შეხვედრა ჩაატარა ხოსეპ გვარდიოლამ, როგორც ფეხბურთელმა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ. 1991-დან 2001 წლების შუალედში „ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა მოიგო 8 თამაში, 7-ჯერ ფრედ ითამაშა და 5–ჯერ დამარცხდა. „კამპ ნოუზე“ გვარდიოლას არ წაუგია, როგრც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგში.

20 წელი–სწორედ ამდენი წელი ვერ ახერხებდა ლა ლიგის ეგიდი გამართულ შეხვედრებში „მადრიდის რეალი“ „კამპ ნოუზე“ მოგებას. ეს ხდებოდა 1983-2003 წლებში. რაც ყველაზე საინტერესოა ისტორიული გამარჯვება მიღწეულ იქნა პორტუგალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.

20 კლასიკო ითამაშა „მადრიდის რეალის“ ამჟამინდელმა კაპიტანმა იკერ კასილასმა (9 „კამპ ნოუზე“)

18 გოლი გაიტანა კლასიკოში ალფრედო დი სტეფანომ, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, აქედან 14 გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, 2 სანეფო თასზე და 2 ევროპის ჩემპიონების თასზე. საკუთარი პირველი გოლი კლასიკოში დი სტეფანომ გაიტანა 21.11.1954 წელს, მაგრამ იმ შეხვედრაში „რეალი“ დამარცხდა. ბოლო გოლო კლასიკოში დი სტეფანომ გაიტანა 9 წლის შემდეგ 12.12.1963 წელს. იმ შეხვედრაში „თეთრებმა“ მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

15 გოლი გაიტანა რაულმა კლასიკოებში, ეს დი სტეფანოს შემდეგ მეორე მაჩვენებელია. 11 გოლი რაულმა ლიგაში გატანა, 3 ესპანეთის სუპერ თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. 1995-დან 2009 წლამდე რაულმა „ბარსელონას“ ხუთ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა, პირველი იყო კარლეს ბუსქეთსი, მიმდინარე კლასიკო ბოლო 16 წლის მანძილზე პირველია, რომელშიც რაული არ მონაწილეობს.




14 გოლი არის „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდზე სესარ როდრიგესზე. აქედან 12 ლა ლიგაში, 2 თასზე. ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება – 7:2 (24.09.1950), ყველაზე დიდი გასვლითი გამარჯვება – 5:0 (17.02.1974)

14 გოლი ელ კლასიკოებში გაიტანეს პუშკაშმა, პაკო ხენტომ და კარლოს სანტილიანამ.

14 მოგება სამი ან მეტი ბურთის სხვაობით ლა ლიგაში „ბარსელონას“ ანგარიშზეა.

12 ჩემპიონი ორივე კლუბის შემადგენლობაში. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის დროს მოედანზე მსოფლიოს 8 ჩემპიონი გამოვა, პირველად მთელი დაპირისპირების მანძილზე.

11 გოლი ბოლო 4 კლასიკოს დროს გატანილ იქნა იკერ კასილასის კარში.

10–მა „მადრიდის რეალის“ მწვრთნელმა იზეიმა გამარჯვება „კამპ ნოუზე“ სადებიუტო სეზონში. ესენი იყვნენ: ხოსე ანხელ ბერაონდო,ხოსე კირანტე, ჟოან არმეტი, რამონ რნსინასი,ლუის ანტონიო კარნილია,მიგელ მუნიოსი,ლუის მოლოვნი,ვუიადინ ბოშკოვი,კარლეშ კეირუში და ბერდნ შუსტერი.

10–ჯერ შეხვდა ჟოზე მოურინიო კლუბს, რომელშიც 4 წელი მუშაობდა, აქედან პორტუგალიელმა 3–ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრედ დასრულდა შეხვედრა, ხოლო 4–ჯერ კი მარცხი იწვნია

10 გოლი აქვთ გატანილი უგო სანჩესსა და ხუანიტოს, აქედან 8-8 გოლი მათ ლა ლიგის ეგიდით გაიტანეს.

10 გოლი გავიდა 10.01.1943 წელს ჩატარებულ კლასიკოში. საბოლოო ანგარიში იმ შეხვედრაში 5:5 დაფიქსრიდა. ეს ყველაზე შედეგიან შეხვედრად ითვლება კლასიკოების ისტორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ შესვენებისთვის „ბარსელონა“ უკვე 4:1 ანგარიშით იგებდა.

9 გოლი ერთ სეზონში. სწორედ ასეთი სარეკორდო მაჩვენებელი ეკუთვნის „მადრიდის რეალს“. 1929–1930 წლენის სეზონში ორივე კლასიკო „თეთრებმა“ საერთო ჯამში 9:2 მოიგეს. ანალოგიური მაჩვენებელი „ბარსელონასთვის“ წარმოადგენს 8 გოლს ერთ სეზონში, ეს მოხდა 2 წლის წინ, მაშინ საერთო ანგარიში 8:2 დაფიქსირდა „ბლაუგრანას“ სასარგებლოდ.

9-იანი ნომერი–როგორც ერთის, ასევე მეორეს 9 ნომერი (კარიმ ბენზემა და ბოიან კრკიჩი) გვევლინება სათადარიგოს ფეხბურთელად, რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს ეს.

8 კლასიკო ჩატარდა ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით. აქედან „მადრიდის რეალმა“ 5 მოიგო,2-ჯერ დამარცხდა და 1 ფრედ ითამაშა.

8 შეხვედრაში „კამპ ნოუზე“ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა (იგულისხმება ლა ლიგა) „ბლანკოსების“ ხუთმა მეკარემ შეძლო კარების მშრალად შენახვა: ხუანიტო ალონსო (1957/1958 წწ.–ების სეზონი 0:2), ბორხა ალკორონი (1970-1971 წწ–ების სეზონი 0:0), მარიანო გარსია რემონი (1973-1974 0:0, 1979-1980 წწ–ების სეზონი 0:2), მიგელ ანხელი (1974-1975 წწ–ების სეზონი 0:0), პაკო ბუიო (1988-1989 წწ–ების სეზონი), იკერ კასილასი (2002-2003 წწ–ების სეზონი 0:0 და 2007-2008 წწ–ების სეზონი 0:1) . აქედან გამომდინარე, იკერ კასილასს შეუძლია გახდეს ერთადერთი მეკარე, რომელიც „კამპ ნოუზე“ სამჯერ შეინახავს კარს მშრალად.

7 გოლი „მადრიდის რეალის“ კარში გაიტანა ლიონელ მესი, ის მეათე ფეხბურთელია ამ დაპირისპირების ისტორიაში, რომელმაც ჰეთრიკის შესრულება შეძლო. საერთოდ იკერ კასილასს ლიონელ მესიმ 8 გოლი გაუტანა.

7გოლი კლასიკოებში დღევანდელობის საუკეთესო ფორვარდის რონალდოს ანგარიშზეა. 2 გოლი „ბარსელონას“ რიგებში (1 ლა ლიგაში და 1 სამეფო თასზე), ხოლო დანარჩენი 5 კი „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელის რანგში გაიტანა




ეს კიდევ 9 წლის შემდეგ იგივე სტადიონზე




7 გოლია „მადრიდის რეალის“ ლეგენდარული კაპიტანის პირის ანგარიშზე.

6–ჯერ კლასიკო შედგა ლიგის თასის ეგიდით, ეს ტურნირი ამჟამად არ ფუნქციონირებს. ამ ტურნირში „მადრიდის რეალს“ „ბარსელონა“ არასდროს დაუმარცხებია–4 წაგება და 2 ფრე.

6 გოლი „ბარსა ატლეტიკის“ ამჟამინდელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ანგარიშზეა. მან გაიტანა, როგორც ბარსელონაში (1 გოლი), ასევე მადრიდში (5 გოლი). შესაძლოა რომ სწორედ ლუის ენრიკე გახდეს „ბლაუგრანას“ მომდევნო მწვრთნელი.

6 თამაში მეტოქეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარეს ევროპის ჩემპიონების თასის ეგიდით. „მადრიდის რეალმა“ 3–ჯერ გაიმარჯვა, 2-ჯერ დამარცხდა და 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

6 გოლი კლასიკოში ორ ტურნირში გაიტანა ემილიო ბუტრაგენიომ

6 გოლი გაუტანა „მადრიდის რეალს“ დავიდ ვილიამ, როგორც „სარაგოსას“ და „ვალენსიას“ ფეხბურთელმა.

5–ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში კლასიკო მე-13 ტურში გაიმართა. „ბარსელონამ“ ამ შეხვედრებში 3-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო „მადრიდის რეალმა“ კი მხოლოდ ერთხელ. ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

5 გოლია კლასიკოების ისტორიაში ლეგენდარული ბრაზილიელის რივალდოს ანგარიშზე. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან „მადრიდის რეალს“ გაუტანა, როგორც „დეპორტივოს“, „ბარსელონას“, „მილანის“ და „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელმა.

5 მატჩი ჩაატარა კრიშტიანო რონალდუმ „ბარსელონას“ წინააღმდე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა კარის აღება.

4 გოლი კლასიკოში (ორ ტურნირში) გაიტანა დიეგო მარადონამ. ანალოგიური მაჩვენებელია არგენტინის ოქროს ნაკრების დროინდელი პარტნიორის და „მადრიდის რეალის“ გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს ანგარიშზე.

4 გოლი 4 კლასიკოში რუდ ვან ნისტელროის ანგარიშზეა. მანამ სანამ ჰოლანდიელმა ტრავმა არ მიიღო „ბარსელონა“ „მადრიდის რეალს“ ვერ უგებდა.




4 გოლი კლასიკოში ჰოლანდიელი მცვეის რონალდ კუმანის ანგარიშზეა. აქედან სამი საჯარიმოდან შორეული დარტყმით გაიტანა.

4 გოლი კლასიკოში ლუიშ ფიგუს ანგარიშზეა. მან მხოლოდ და მხოლოდ ლა ლიგაში მოახერხა გოლების გატანა. რაც ყველაზე საინტერესოა, „მადრიდის რეალს“ მან 3-ჯერ გაუტანა, ხოლო „ბარსელონას“ მხოლოდ ერთხელს.

4 კლასიკო ზედიზე მოიგო ხოსეპ გვარდიოლამ, როგორც მწვრთნელმა. ეს მაჩვენებელი დაპირისპირების მთელი ისტორიის მანძილზე სარეკორდოა. ასეთი რამე გვარდიოლამდე ვერავინ ვერ შეძლო.

4 გოლი „მადრიდის რეალს“ გაუტანა მისავე აღზრდილმა. ლაპარაკია სამუელ ეტო’ომ. კამერუნელი თავდამსხმელი იკერ კასილასისთვის ნამდვილი ტერორისტი იყო ხუთი სეზონის მანძილზე.

3 გოლი კლასიკოში (ორ ტურნირზე) ზინედინ ზიდანმა გაიტანა. აქედან ორი გასვლით შეხვედრაზე.

3 გოლი კლასიკოში იოჰან კრუიფის ანგარიშზეა, ბარსელონას მომდევნო მწვრთნელისა და მთავარი იდეოლოგიის.

3 „ოქროს ბურთის“ მფლობელი თამაშობს ამ ორ კლუბში. აქედან ორს მოედანზე დღეს ვიხილავთ.

3 გოლი 3 შეხვედრაში გაუტანა „მადრიდის რეალს“ მიგელ ანხელ ნადალმა, მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ბიძამ. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რაფა ნადალი ნამდვილი „მადრიდისტაა“.

3 გოლი ორ ტურნირზე ლეგენდარული ხორვატიელი ფორვარდის დავორ შუკერის ანგარიშზეა.

პატარა ციფრები

2–ჯერ იმსაჯა კლასიკო ბასკმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა. ორივეჯერ „ბარსელონამ“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:0.

2 გოლი გაუტანა „მადრიდის რეალმა“ ხოსეპ გვარდიოლას კლუბს.

2 გოლი კლასიკოებში გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.ორივე გოლი „სანტიაგო ბერნაბეუზეა“ გატანილი.

2 გოლი კლასიკოებში სერხიო რამოსის ანგარიშზეა. იგუაინისგან განსხვავებით რამოსმა შეძლო გასვლით შეხვედრაში გოლის გატანა.

2 გოლი კლასიკოში რობერტო კარლოსმაც გაიტანა. ამის გარდა ბრაზილიელმა მცველმა სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2 გოლი კლასიკოში „ბარსელონას“ ვიცე კაპიტან ხავისაც აქვს გატანილი

2–ჯერ კლასიკო დაინიშნა „ბარსელონას“ დაბადების დღეს - 29 ნოემბერს. პირველად ეს მოხდა „ბარსელონას“ 50 წლის თავზე. “კულეებს“ დღესასწაული მატეოსმა და დი სტეფანომ ჩაუშხამეს. მეორეჯერ ეს მოხდა წინა სეზონში, ძალიან თანაბარი თამაშისას შეცვლაზე შემოსული ზლატან იბრაგიმოვიჩის გოლმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. ამას შემდგომში ჩემპიონობა მოყვა.

2-ჯერ კლასიკო ორშაბათს ჩატარდა. 1964 წლის 30 მარტს და 1972 წლის 3 აპრილს. ორივეჯერ ჩემპიონი „მადრიდის რეალი“ გახდა.

ბოლოს, როცა „მადრიდის რეალმა“ ლიდერობა „კამპ ნოუზე“ დაკარგა, ის არასდროს არ გამხდარა ჩემპიონი.
dle 10.1

  • shvela
  • 29 ნოემბერი 2010
  • 4039

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)