ავტორიზაცია
  • ქართველი
  • მადრიდისტები
  • კლუბების პრეზიდენტები "ელ კლასიკოზე"

    კლუბების პრეზიდენტები

    კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტებმა "ელ კლასიკოზე" ისაუბრეს.

    სანდრო როსელი:
    "რეალის მასპინძლობა უდიდესი პატივია, ვფიქრობ აქ ისინი თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი აზრით, ამ საღამოს ჩვენ დიდებული მატჩის მომსწრენი გავხდებით."

    "იმედი მაქვს, ფანები გაამხნევებენ ჩვენს გუნდს. მართალია ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა მას გადამწყვეტს ვერ ვუწოდებ. დღევანდელი საღამოს გამარჯვებული ლა ლიგის ტიტულის მფლობელს ვერ გამოავლენს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ისეთი გუნდი, როგორიც მადრიდის "რეალია". თეთრებმა წელს შესანიშნავი რეზულტატი აჩვენეს."

    ფლორენტინო პერესი:
    "ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. მე და ჩემი მეგობარი სანდრო, რომელიც დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტია, მატჩს ერთად ვადევნებთ თვალ-ყურს. იმედია სიამოვნებას მივიღებთ."

    "შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე დღესასწაულის მომსწრენი ვართ, რადგან მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ერმანეთს უპირისპირდება. ჩემი აზრით, დღეს არცერთმა გულშემატკივარმა ჟრიამული არ უნდა შეწყვიტოს."

    "ირგვლივ ისეთი აურაა, თითქოს სამყაროს დასასრული მოდის, თუმცა ხვალიდან ყველაფერი წეს-რიგში დადგება. ასეთი მატჩები ხშირად არ იმართება, რადგან ამ შეხვედრაში "ბარსელონა" და "რეალი" თამაშობენ."

    "კატალონიური კლუბი დიდებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, "რეალისთვის" კი ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგ თამაში ძალიან სასიამოვნოა." dle 10.1

    29 ნოემბერი 2010
    2331
    0
    რეკლამა

    ლა ლიგის ბომბარდირები

    N
    ფეხბურთელები
    გოლი
    1
    მესი
    19
    2
    ბენზემა
    14
    3
    სუარესი
    11

    ჩემპ. ლიგის ცხრილი

    გუნდი
    1 პსჟ 6 5 1 0 16
    2 რეალი 6 3 2 1 11
    3 ბრიუგე 6 0 3 3 3
    4 გალათასარაი 6 0 2 4 2
    რეკლამა
    გამოკითხვა
    ?
    დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...
    რამოსი
    მარსელო
    ბენზემა
    კროოსი
    მოდრიჩი
    აზარი
    ბეილი
    კაზემირო
    რეკლამა