მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მეშვიდე

მეშვიდე ნაწილი


პორტუგალიური ფესვები

"აურზაური" – ამბობდა "ბარსელონას" ერთ–ერთი ფეხბურთელი, როცა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის გასვლით შეხვედრაში ოლეგარიო ბენკერესის მსაჯობაზე ეკითხებოდნე.ის შეხვედრა "ბლაუგრანას" ხმაურიანი მარცხით დასრულდა, ანგარიშით 3:1. ამის შედეგად კატალონელებს ფაქტიურად გადაეწურათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ ფინალზე თამაშის იმედები. უნდა აღინიშნოს, რომა ბარსელონელთა კოშმარი "ჯუზეპე მეაცას" სტადიონზ ეგამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა მთლიანამ მსოფლიო და მათ შორის ევროპა ისლანდიური ვულკანის ამოფრქვევამ ააფორიაქა. სწორედ ამ ვულკანის "დახმარებით" მოუწია "ბლაუგრანას" ავტობუსით 1000 კმ–ზე მეტის გავლა. გვარდიოლას არ სურდა თავის დაღლილობით გამართლება, მაგრამ სწორედ რომ ფიზიკური ფორმით აჯობა "ბარსელონას" "ინტერმა", თან ეს მათ საერთოდ არ გაჭირვებიათ. ხოლო თავად პორტუგალიელი არბიტრის დამოკიდებულება თამაშისადმი ნამდვილი შეურაცხყოფა და დაცინვა იყო. მან თამაშში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. იმდენი, რომ გულშემატკივრებმა, ჟურნალ–გაზეთებმა და ა.შ. მისი წარსულის გამოქექვა დაიწყეს.

ოლეგარიო და მოურინიო ათი წელია, რაც ნაცნობები არიან. პირველი მათგანის მუდმივი საცხოვრებელი ლეირია იყო, ადგილი, სადაც მოურინიომ დაიწყო საკუთარი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა. განა მარტო ესაა, როგორც შემდგომში "COM Radio"–მ გამოაცხადა, მოურინიოსა და ოლეგარიოს ურთიერთობა პარტნიორობაში გადაიზარდა და მათ პორტუგალიაში საერთო რესტორანი გახსნეს. ამ ყველაფრის გამოქექვა კი გამოიწვია იმ ორმა არ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა, როცა დანი ალვეშისა და პიკეს წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წესი და დიეგო მილიტოს მიერ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლის ჩათვლამ.

ამ სიტუაციას არ დაკლებია ლუიშ ფიგუ, რომელიც იმ დროს "ნერაძურის" ელჩის რანგში , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს იმისთვის, რომ მას მოეხერხებინა თამაშის განხილვა ოთხ პორტუგალიელ მსაჯთან. ამ ყველაფერმა გვარდიოლა მდგომარეობიდან გამოიყვანა და მუდამ გაყვიროდა/პროტესტს გამოთქვამდა, მაშინ როცა , მოურინიო მისი შემხედვარე გიჟს და გადარეულს ეძახდა მას.


წყარო: El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 29 ნოემბერი 2010
  • 2277

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)