‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’

‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’

როგორც იქნა, მოვიდა დღე, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. დღეს ერთმანეთს მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა დაუპირისპირდება…


დიახ, ამ შეხვედრას მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. ბევრი მაყურებელი ამ თამაშს ელოდება, რადგან გულშემატკივრობს რეალს., ბევრიც კი გულშემატკივრობს ბარსელონას, მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ კამპ ნოუს სტადიონიდან გულშემატკივრობენ თავის საყვარელ გუნდს, რომლებიც მთელი 90 წუთის განმავლობაში თვალს ადევნებენ თამაშს, ისინი თვალსაც კი არ ახამხამებენ, რათა არაფერი არ გამორჩეთ. მათთვის ამ დროს თამაშის გარდა არაფერი არ არსებობს.

‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’


მილიონობით ადამიანი ოცნებობს დაესწროს ‘’ელ კლასიკოს’’, რომ გახდეს ერთერთი იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ღმერთმა აჩუქა ეს დღე და ისინი გახდებიან ელ კლასიკოს ნაწილი. ნაწილი იმ სპეკტაკლისა, რომელიც მათ ელოდებათ. ნაწილი 90 წუთიანი ისტორიული სერიალისა, ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც გულშემატკივრობენ თავის გუნდებს, ნერვიულობენ და განიცდიან.
არსებობს კიდევ მილიონობით გულშემატკივარი, რომლებიც, ტელევიზორიდან ადევნებენ თვალყურს ამ გიგანტური გუნდების დაპირისპირებას.




ელ კლასიკო’’ ნამდვილად არის მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ერთერთი საუკეთესო დაპირისპირება, მაგრამ რა იმალება ამ ისტორიაში? გახსოვთ?? იცით?? გინახავთ?? როცა ათასობით რეალის გულშემატკივარი ტიროდა სიხარულისგან ‘’სანტიაგო ბერნაბეუზე’’, 1935 წლის 3 თებერვალს. ამ თამაშში მადრიდელებმა კატალონიელები 8-2 დაამარცხეს, მათმა ლიდერმა, სანუდომ კი პოკერი შეასრულა. 77 დღეში ბარსელონამ 5-0 დაამარცხა თავისი მაეტოქე და ბარსელონას ფეხბურთელმა, ვანტოლრემაც პოკერი შეასრულა. 50-იან წლებში რეალს ახალი ლიდერი გამოუჩნდა, ალფრედო დი სტეფანო, რომლის დახმარებითაც მათ 5-ჯერ ზედიზედ მოიპოვეს ესპანეთის ჩემპიონობა. ბარსელონა უპასუხოდ არ დარჩა და ზუსტად იგივე შედეგი გაიმეორა, ოღონთ სამეფო თასზე.

‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’


‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’



1994 წელის 8 იანვარი ბარსელონა- რეალი 5-0 და რომარიოს ჰეთრიგი. დაუჯერებელია, მაგრამ მაინც, 1995 წელი 7 იანვარი რეალი - ბარსელონა 5-0 ჰეთრიგი ზამორანო.

‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’





დადგა ახალი საუკუნე. ფეხბურთში მოვიდა ახალი გმირები. ამ დროს მადრიდელებმა სკანდალური ტრანსფერის გაკეთება შესძლეს და იმ დროს რეკორდული თანხით კატალონიელების რიგებიდან, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ გადმოიბირეს. ამის შემდეგ მადრიდელებმა თავის რიგებში დაიმატეს ზინედინ ზიდანი, რონალდო და რამოდენიმე წელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლებოდნენ. ბარსამ რეალს თავისებურად უპასუხა როცა 2009 წელს ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს რაც კი შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა რეალი ამ ყველაფერზე უმოქმედოდ დარჩენილიყო. მათ მსოფლიო გააოცეს, როცა რეკორდული თანხით თანამედროვე ფეხბურთის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი, კრისტიანო რონალდო გადმოიბირეს მადრიდში, შემდეგ წელს კი ‘’განსხვავებული’’ მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო.



‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’


‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’


არასდროს თავის ისტორიაში ეს დაპირისპირება არ იწვევდა ასეთ ინტერესს. ეს ორი გუნდი ლიდერობს ლა ლიგას. ისინი დღესდღეობით ევროპის საუკეთესო კლუბებად ითვლებიან და ამ ყველაფერს ემატება ისიც , რომ ამ თამაშში მოხდება ორი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დაპირისპირება, რონალდოს და მესის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან თანამედროვე ფეხბურთის პელე და მარადონა.



‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’




‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’



‘’მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება’’


და აი დადგა დრო, როცა წინ გველის მორიგი ‘’ელ კლასიკო’’ . დღეს ჩვენ ვნახავთ, როგორ იწერება ახალი ისტორია. გველის ბევრი ნერვიულობა, სიხარული, შეიძლება ტირილიც, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ იმით მაინც უნდა დავრჩეთ კმაყოფილები, რომ შანსი მოგვეცემა ვუყუროთ ‘’ელ კლასიკოს’’, მსოფლიოს საუკეთესო შეხვედრას. dle 10.1

  • dato818
  • 29 ნოემბერი 2010
  • 2680

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)