მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მეოთხე

მეოთხე ნაწილი


ახალი ელენიო ერერა

"ბიჭებო, შეგიძლიათ მოედანზე მშვიდად გახვიდეთ, ყველაფერი კარგადაა. ისინი უკვე დაიღალნენ".

ელენიო ერერა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ფსიქოლოგიის და პროვოკაციის საკუთარი მიზნებისთვის,სარგებლისთვის და ინტერესებისთვის გამოყენება, მოედანზე საკუთარი ფეხბურთელების გამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე გამოდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ფეხბურთელების გამოსვლის მომენტისთვის გულშემატკივრები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ და მათი აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები უკვე ისეთი მძაფრი აღარ იყო.

მას შემდეგ, რაც ელენიო ერერა წარმატებით იყენებდა საკუთარ დოქტრინას 4 ათწლეულის მანძილზე, რამოდენიმე მწვრთნელმა გადაწყვიტა მისი იდეის გამოყენება. მოურინიო მათ რიცხვს აღარ მიეკუთვნება. იგი მიხვდა, რომ 2005/2006 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის განმეორებითი მატჩის მოსაგებად (პირველი შეხვედრა ლონდონში 1:2 მორჩა სტუმართა სასარგებლოდ) კარგი იქნებოდა ერთ–ერთი საკუთარი ტრიუკი გამოეყენებინა. "ჩელსის" დელეგაცია ბარსელონას "ელ პრატის" აეროპორტში ჩამოფრინდა. მათ ოცამდე ადამიანი ელოდებოდა. საკმარისი იქნება, გაიფიქრა მოურინიომ, საკუთარ ფეხბურთელებთან მივიდა და გაუძღვა მათ ავტობუსისკენ.

"იძულებული ვიყავი ჩემი ტანსაცმელი ქიმწმენდაში ჩამებარებინა, ისე მომთხვარეს"–განაცხადა მან მოგვიანებით.

მეორე დღეს–მეორე ცდა. ასე განმარტა ეს მოურინიომ:

"ამ დილით მე სასტუმროდან ჩემს ფეხბურთელებზე ადრე გამოვედი. ხალხი ჩემზე გადმოერთო, ხოლო ფეხბურთელებმა მშვიდად მოახერხეს ავტოგრაფების დარიგება. მე იგივე გავაკეთე "კამპ ნოუზე"."

ერთადერთი, რასაც პორტუგალიელი არ ელოდა, იყო ის, რომ "ბლაუგრანას" გულშემატკივრები მხედველობაში მიიღებდნენ რაიკაარდის პაციფიკურ მოწოდებას:

"ვოცნებობ იმაზე, რომ ხალხი მოურინიოს აპლოდისმენტებით შეხვდეს"–განაცხადა ჰოლანდიელმა.

ყველაფერი ასე არ მოხდა, მაგრამ რაღაც დოზით მასე იყო. თავიდან, როცა მოურინიო 20.04 სთ–ზე მოედანზე რომ გამოვიდა, "კამპ ნოუმ" მისი იგნორირება მოახდინა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ (შეხვედრა 1:1 მორჩა, გოლები რონალდინომ და ლამპარდმა გაიტანეს) კულეებმა მოურინიო დაცინვისა და შურისძიების ობიექტად გახადეს. ისინი გაიძახოდნენ:

"წადი თეატრში მოურინიო, წადი თეატრში!"

მოურინიომ კი ამაზე საკუთარ სტილში უპასუხა:

"ბოლო ორი წელია, "ბარსელონა" , როცა 11 ფეხბურთელით ვეთამაშები, ვერაფერს მიხერხებს!"


წყარო: El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2010
  • 2005
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)