მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მესამე

მესამე ნაწილი.


პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი


მესის თეატრი

ლიონელ მესისთვის, რომელსაც წილად ხვდა ეთამაშა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორიც რონალდინიო და სამუელ ეტო'ო იყვნენ, ეს მატჩი ევროპის უმაღლეს ჩემპიონატში სადებიუტო იყო. არგენტინელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის გასვლით შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ. რამდენიმე თვის შემდეგ , თავად "ბარსელონა" იზეიმებს ამ ჩემპიონატში გამარჯვებას.

მესიმ დელ ორნოს წონასწორობა დააკარგვინა , ბასკი მცველი კი იძულებული გახდა მიღებული წითელი ბარათის გამო მოედანი დროზე ადრე დაეტოვებინა. ინგლისელები, მიუხედავად ამისა,მოტას საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით წინ გავიდნენ. ცოტა მოგვიანებით ტერიმ ანალოგიური "გმირობა" ჩაიდინა და საკუთარ კარში გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ეტო'ომ ძირითადი დროის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე "ბარსელონას" პრაქტიკულად გაუნაღდა 1/4 ფინალში გასვლა.

შეხვედრის შემდეგ მოურინიომ მესის კრიტიკა არ ითაკილა, უფრო მეტიც იგი ამაზე არ დაკმაყოფილდა. პორტუგალიელი ვერაფრით ეგუებოდა "სტემფორდ ბრიჯზე" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მარცხს, მან აღნიშნა:

"ერთადერთი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, არის ის, რომ 11-11–ზე თამაშით "ბარსელონა" ჩვენ ვერ მოგვიგებდა."

ზუსტად ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ერთი წლის წინ "კამპ ნოუზე" , როცა კატალონიელებმა დროგბას გაგდების შემდეგ მოახერხეს გოლის გატანა.

"როცა 11-11–ზე ვთამაშობდით, მაშინაც ვქმნიდით კარგ საგოლე მომენტებს"–უპასუხა მოურინიოს რონალდინიომ, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო ოქროს ბურთი. მან ასევე აღნიშნა, რომ მეტოქისთვის ფეხბურთელის გაგდებამ , მათ მოედანზე სივრცეები გამოუთავისუფლა, რამაც "ბლაუგრანას" საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავს მოხვევის საშუალება მისცა. ლონდონში გამართული შეხვედრისას რონალდინიო მოედანზე დაკარგული იყო, მან თავისი ადგილი მატჩის ნამდვილ გმირს–ლიონელ მესის დაუთმო.

მოურინიო კი განაგრძობდა საკუთარი აზრების "ფრქვევას" და არავის არ ინდობდა. იგი იმუქრებოდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა გათამაშებას და განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე შემადგენლობას გაუშვებდა. მან კვლავ გახსნა ის კარტები, რომელსაც კარგი შედეგები მოქონდა, მაგრამ ის განმეორებითი შეხვედრა "კამპ ნოუზე" იმართებოდა, სადაც მას მოუთმენლად ელოდნენ.

წყარო: El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2010
  • 1849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (373)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)