ელ კლასიკო–პოლიტიკა მწვანე საფარზე

ამბობენ, პოლიტიკა და სპორტი ცალსახად გამიჯნული უნდა იყოს ერთი–მეორისაგან; თითქოს ყველა ვეთანხმებით ამას, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რომ არა პოლიტიკური შუღლი, ბევრი მატჩი თუ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი, როგორიც დღესაა. ხშირად სწორედ პოლიტიკა უდევს საფუძვლად დიდ დაპირისპირებებს, გამონაკლისი არც ელ კლასიკოა.


მოდით, მიზეზები სათავეში ვეძიოთ. ბარსელონა 1899 წელს დააარსა ესპანეთის არმიის ჯარისკაცმა, შვედმა ბიზნესმენმა. საყურადღებოა, რომ ეს მოხდა ესპანეთი–ამერიკის ომში პირინეელთა დამარცხებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც მომძლავრდა განცდა, რომ ესპანეთის იმპერია ადგა დასუსტების გზას. შესაბამისად, დამოუკიდებლობის იმედი გაეზარდათ სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის, კატალონიას, ადგილობრივი სიამაყე ნაციონალიზმში გადაიზარდა. დროთა განმავლობათი კი ეს განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რეგიონული ცენტრები დედაქალქს დაუპირისპირდნენ.
რეალისა და ბარსას მეტოქეობა წარმოიშვა იმ ორ ქალაქს შორის მტრობიდან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, მადრიდი ყოველთვის იყო პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი, როდესაც ბარსელონას ერთგულება ესპანეთის დროშისადმი მუდამ ეჭვს იწვევდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვით და სიამაყით თავისი კატალონიური ფესვებისადმი („კატალონია არ არის ესპანეთი“!).

ელ კლასიკო–პოლიტიკა მწვანე საფარზე

რეალისა და ბარსას დაპირისპირება იმთავითვე აშკარა გახდა, როგორც კი ეს ორი გუნდი პროფესიულ ტურნირებში ჩაერთო..
1930–იან წლებში ესპანეთში გენერალ ფრანკოს დიქტატურა დამყარდა. ფრანსისკომ ყველანაირი დიალოგი გაწყვიტა რეგიონებთან და სრული ცენტრალიზაცია მოახდინა პოლიტიკური ნებისა, პოლიტიკური ოპოზიცია კიდევ უფრო გამწვავდა.
ერთის მხრივ იყო ფრანკოს მთავრობის მიერ განებივრებული რეალი და მეორეს მხრივ–ბარსელონა, რომელიც იყო კატალონიური იდენტობისა და კულტურული დამოუკიდებლობი სიმბოლო, იმ იშვიათ ადგილთაგანი, სადაც კატალონიურ ენაზე საუბრობდნენ მისი აკრძალვის შემდეგ. რამდენიმე მოთამაშე პირადად იყო ჩართული 1934 წელს ოპოზიციური ძალების საქმიანობაში. ბარსას ფანების უარყოფითი დამოკიდებულება რეალისადმი სიძულვილში გადაიზარდა 1936 წელს, როდესაც ფრანკოს უსაფრთხოების სამსახურმა ბარსას პრეზიდენტი ხოსეპ სანიოლი მოკლა მადრიდის ჩრდილოეთით, როცა ის რესპუბლიკელთა არმიას სტუმრობდა. ეს თარიღი კატალონიაში დღესაც აღინიშნება, როგორც ანტი–ფრანკოსიზმის და ანტი–რეალ მადრიდიზმის დღე.
ბარსელონას დევიზი més que un club –უფრო მეტი ვიდრე კლუბი სწორედ აქედან მოდის–დე რივერასა და ფრანკოს დიქტატურის პირობებში საფეხბურთო კლუბი ასრულებდა ენის თუ იდენტობის სხვა ნიშნებლის დამცველის როლს, გამოხატავდა კატალონიურ იდეებს. რეალი კი აღიქმებოდა, როგორს მთავრობის კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტი რაფაელ სანჩეს გერაც სამოქალაქო ომს ემსხვერპლა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბარსელონა ხშირად აწყდბეოდა უსამართლობას და ჩაგვრას მოედანზე თუ მის გარეთ, კატალონიელები ამას აღიქვამდნენ, როგორც თავდასხმას მათ კულტურაზე, რეგიონზე, იდენტობაზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით აშკარა გახდა გამორჩეული მტრობა ამ ორ გუნდს შორის.
მალევე მას შემდეგ, რაც ბერნაბეუ გახდა რეალის პრეზიდენტი, რეალი და ბარსელონა თავისი ურთიერთობის ახალ ფაზაში აღმოჩნდნენ, მოვლენებმა უკვე საფეხბურთო სამყაროში გადაინაცვლა–მიზეზი იყო არგენტინელი დი სტეფანო, რომლის გადაბირებას ორივე მათგანი ლამობდა. ფეხბურთელმა კლუბების ყურადღება ბოგოტაში თამაშისას მიიპყრო, სადაც რივერ პლეიტიდან გადავიდა. დი სტეფანოზე რეალიც და ბარსაც აცხადებდნენ პრეტენზიას, საბოლოოდ ის რეალში მოხვდა და დიდად განსაზღვრა კლუბის შემდგომი წარმატებები. სწორედ მასთან ერთად აიღო რეალმა ევროპის ჩემპიონთა პირველი 5 თასი.
1960–იან წლებში კლუბების მეტოქეობა ევროპულ სარბიელზე გავრცელდა, ეს იყო ორი მატჩი ევროპის თასის ეგიდით, 1960 წელს ის რეალმა მოიგო და დათმო მომდევნო წელს.
1975 წელს ფრანკო გარდაიცვალა და კატალონიელებმა დაიბრუნეს სახელი “Futbol Club de Barcelona”, ამ ათწლეულში ბლაუგრანას წარმატების გასაღები გახდა იოჰან კრუიფი. თუმცა მათ მხოლოდ ერთხელ მოიგეს ლა ლიგა 1974 წელს, რეალმა კი ეს 1975, 1976, 1978 და 1974 წელს მოახერხა.
1980–იან წლებში ესპანეთის სხვა კლუბებმა ჩამოართვეს პირველობა რეალსა და ბარსას. თუმცა 1985 წელს ბარსამ თავისი მე–10 თასი აიღო.
1986 წელს პარდესამ დატოვა გუნდი, რეალს არსებობის მეორე ოქროს ხანა დაუდგა, მათ ზედიზედ 5–ჯერ მოიგეს ლა ლიგა 1986–დან 1990–მდე, უეფას 2 თასი– 1985, 1986.
მადრიდელთა ამ აღორძინების შემხედვარე ბარსას აშკარად რაიმე ნაბიჯი უნდა გადაედგა, რათა თავის მუდმივ მტრებს დასწეოდა. 1988 წელს მათ კრუიფი დაიბრუნეს, უკვე მწვრთნელის როლში და უდაოდ ძლიერი გუნდი შექმნეს, იმდროინდელ ბარსაში თამაშობდნენ–გვარდიოლა, ლაუდრუპი, რომარიო და სხვები.
შესაბამისად, გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ბარსა დომინირებდა, მოიგო რა ლა ლიგა ზედიზედ 1991–1994 წლებში. ასევე უეფას თასი 1989 და 1992 წლებში, 1990–კოპა დელ რეი და ა.შ. კრუიფი გახდა 11 მოგებული ტურნირით ბარსას ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა, თუმცა თავისი ბარსელონური კარიერის ბოლო 2 სეზონში მან გუნდს ვერც ერთი ტურნირი ვერ მოაგებინა და საბოლოოდ იგი შეცვალა ბობი რობსონმა. სწორედ მისი ასისტენტი იყო ჟოზე. რობსონი მალავე შეცვალა ვან გაალმა, ამასობაში კი რეალს მორიგი ლა ლიგა მოაგებინა კაპელომ. გაალმა ბარსაში თავი მოუყარა ვარსკვლავებს–ლუის ფიგუ, ლუის ენრიკე, რივალდო, საშინაო დონეზე მათი გამოსვლა წარმატებული იყო, მაგრამ კონტინენტის მასშტაბით ვერ ვიტყვით იგივეს. 2000 წელს ბლაუგრანას პრეზიდენტმა ხოსეპ ნუნესმა დატოვა პოსტი და კლუბს უიღბლო ხანა დაუდგა.
რადიკალურად განსხვავებულად ვითარდებოდა სიტუაცია მადრიდში, ახალ საუკუნეს ახალი ტრიუმფით შეეგება რეალი. 2000 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა პერესი და გალაკტიკოსების ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. 2000 წელს მსოფლიო შოკი გამოიწვია ლუის ფიგუს ბარსადან რეალში გადმოსვლამ. მადრიდში ჩავდნენ სხვა ვარსკვლავები: ზიდანი, რონალდო, 2003 წელს–ბექჰემი.თუმცა ამ უკანასკნელის ჩამოსვლის შემდეგ რეალი კრიზისმა მოიცვა. თუმცა იყო 2 მოგებული ლა ლიგა 2001 და 2003 წელს და ჩემპიონთა ლიგა–2002 წელს.
რეალის დაღმასვლის პარალელურად, ახლა ბარსელონაში გაუმჯობესდა სიტუაცია, ახალმა პრეზიდენტმა ლაპორტამ ფრენკ რაიკაარდი ჩაუყენა კლუბს სათავეში, ამ უკანასკნელმა კლუბში უამრავი ვარსკვლავი მოიყვანა და კამპ ნოუზე დიდება დააბრუნდა.2004/05 წლებში მათ მოიგეს ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი. მომდევნო სეზონზე საშინაო ტურნირებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც ტრიუმფით დაასრულეს. ასევე დასამახსოვრებელი წარმატებით ატარებდნენ ელ კლასიკოებს.
შედეგად, პერესი გადადგა და 2006 წლის ზაფხულში რამონ კალდერონმა დაიკავა მისი ადგილი., მან სპორტულ დირექტორად მოიყვანა რეალის ყოფილი ფეხბურთელი მიატოვიჩი და კაპელო დააბრუნა მწვრთნელის პოსტზე. 2006/07 სეზონის ბოლო მატჩმა რეალს ლა ლიგის ტიტული მოუტანა. თუმცა კალდერონმა განაცხადა, რომ კაპელო არ ათამაშებდა გუნდს იმ ფეხბურთს, რასაც გულშემატკივრები იმსახურებდნენ, შესაბამისად, შუსტერი ჩაუყენა რეალს სათავეში. სწორედ გერმანელის მეთაურობით აიღო რეალმა ლა ლიგის 31–ე ტიტული. თითქოს მისი მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო, მაგრამ იმედები არ გამართლდა და შუსტერიც ხუანდე რამოსმა შეცვალა. ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე აღარ ვისაუბრებ, ალბათ ისედაც კარგად ვიცით ყველამ....უბრალოდ დავაკვირდეთ, რომ როდესაც ერთი კლუბი არის ზენიტში, მეორეს დაღმასვლის ხანა უდგება ხოლმე, რაც ძალიან საინტერესოა.

კლასიკო ასევე არის დაპირისპირება კლუბის ფანთა ბანაკებს შორის–სწორედ ეს ურთიერთსიძულვილია ერთ–ერთი მიზეზი, რომ იშვიათად თუ რომელიმე მოთამაშე ერთიდან მეორე კლუბში გადავა, მაგრამ ასეც ხდება.... მტრობას ამ ორ კლუბს შორის კიდევ უფრო ამძაფრებდა ხოლმე ურთიერთშორისი ტრანსფერები:1988 წელს შუსტერი გადავიდა ბარსადან რეალში, ლაუდრუპი თავისუფალი სტატუსით 1994 წელს, ყველაზე გახმაურებული კი იყო 2000 წელს ლუის ფიგუს გადასვლა მადრიდში.

ბრძოლა ამ ორ კლუბს შორის, რომელიც 1905 წლიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება და ძლიერდება, ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მე–20 საუკუნის ესპანეთის ისტორიას. ეს ორი ქალაქი ყოველთვის საპირისპირო ტენდენციებით ხასიათდებოდა, აშკარაა კულტურული სხვადასხვაობა.
დღესაც, რეალის ფანი აბსოლუტურად განსხვავდება ბარსას ფანისაგან, და ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ის, რომ ისინი ფეხბურთზე სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
მადრიდი არის ინტელიგენტური, დიდებული ქალაქი, აგებული და გაჟღენთილი ცენტრალიზაციის სულისკვეთებით, დედაქალაქი, საიდანაც ხშირად ხორციელდებოდა თუ ხორციელდება რეგიონალური ნაციონალიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებები. თუმცა მადრიდშია პრადო, სამეფო ოჯახი, მთავრობა, ბევრი ის იდეა თუ ტენდენცია, რაც თანამედროვე ესპანეთს ახასიათებს, სწორედ კატალონიაში აღმოცენდა, იქნება ეს ანარქიზმი, ფედერალიზმი, კომუნიზმი, ფილოსოფია, ხელოვნება, მოდა და ა.შ.

2007 წელს სოციოლოგიური კვლევების ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა და დაადგინა, რომ ესპანეთში ყველაზე მრავალრიცხოვარი მომდევრები სწორედ რეალს ჰყავდა–32%, როდესაც ბარსას 25% უჭერს მხარს. მესამე ადგილზე მოდიოდა ვალენსია 5%–ით. თუმცა ევროპაში შედეგები საპირისპიროა, 2010 წელს გერმასნელთა მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგებით ბარსას ჰყავდა 57.8 მილიონი ფანი, რეალს მხოლოდ 31.3. თუმცა გლობალურ ასპარეზზე კვლავ რეალი ლიდერობს, ჰარვარდის უნივერსიტეტის 2007 წლის კვლევის თანახმად მას ყველაზე მეტი–228 მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. ფეისბუქზე ამ წუთას რეალს ჰყავს 6.159.811 გულშემატკივარი, ბარსას– 7.254.966.

და ახლოვდება 29 ნოემბერი–ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ამ დროს ეკრანებთან იქნება შეკრებილი ელ კლასიკოს მოლოდინში.
მატჩი რამდენიმე კუთხით არის საინტერესო, არა მხოლოდ ესპანეთის ორი რეგიონის ისტორიული და პოლიტიკური დაპირისპირების გამო რაზეც უკვე ვისაუბრე, თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთის წინაშე წარსდგება მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი. გარდა ამისა, ამ მატჩს შეუძლია შეცვალოს მიმდინარე ლა ლიგის პირველი ადგილის მფლობელი.
ესპანეთის ნაკრების 13 მოთამაშე რეალსა და ბარსაშია განაწილებული–ფეხბურთის გულშემატკივარისთვის რა უნდა იყოს 2 გუნდად გაყოფილი მსოფლიო ჩემპიონების ჯახზე უკეთესი სანახავი?
ამასთანავე, მოედანზე მსოფლიოს ორ საუკეთესო მოთამაშეს ვიხილავთ ერთმანეთის პირისპირ. მაგრამ არანაკლებ საინტერესოდ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას მწვანე საფარს მიღმა, სადაც ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე მწვრთნელი ხომ ცნობილია თავიანთი ემოციური გამხტომებით არბიტრთა თუ თავიანთ კოლეგათა მიმართ. მე მგონია, რომ სწორედ ამ დონეზე დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი.
ელ კლასიკო ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ფეხბურთში–ამ 2 კლუბის შუღლს ბევრი საფუძველი აქვს და ამ ორ რეგიონს შორის განვითარებულმა სისხლიანმა ისტორიამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს მტრობა. სასურველია, რომ პოლიტიკა და სპორტი განცალკევებულად დარჩნენ, მაგრამ მაშინ ხომ ელ კლასიკოც არ იარსებებდა მთელი იმ დაძაბულობით და დრამატიზმით, რაც მას მიმზიდველს ხდის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (373)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)