კალდერონის აზრი მოურინიოზე და ”ელ კლასიკოზე”

დღეს რამონ კალდერონმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მოახლოვებულ ესპანურ დერბიზე. ასევე სტატიაში წარმოდგენილი იქნება, ვილასა და დელ ბოსკეს კომენტარები ”ელ კლასიკოს” შესახებ.


რამონ კალდერონი:”მოურინიო არის საოცარი მწვრთნელი. მას შეუძლია ნებისმიერ კლუბში წარმატებას მიაღწიოს, რაც ძალიან დასაფასებელი თვისებაა სპეციალისტისთვის. ”ელ კლასიკო” ეს იქნება ორი ბუმბერაზი კლუბის დაპირისპირება, რასაც აუციებლად დააკვირდება მილიონობით მაყურებელი. ჩემში დიდ ინტერსს იწვევს მესისა და რონალდუს დაპირისპირება. პორტუგალიელი პეთქებადი ხასიათის მოთამაშეა, ხოლო მესი უნიკალურია თავისი ქმედებებით მწვანე მინდორზე”.

აგრეთვე ”ელ კლასიკოზე” დელ ბოსკემაც ისაუბრა:”იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სანახობრივი და ეს ალბათ ნებისმიერი გულშემატკივარის სურვილია. ამ გუნდში არის ბევრი ესპანელი და საკმაოდ საინტერესოა მათი დაპირისპირება, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების. ძალიან მსურს, რომ ”კლასიკოზე” მრავალი გოლი ვიხილო, როგორც ასეთ შეხვედრებს შეეფერება”. - განაცხადა ”რეალის” ყოფილმა და ესპანეთის ახლანდელმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

დავიდ ვილა:”მე მეძლევა იმის შანსი, რომ ვითამაშო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრაში. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე არ ვიცი რა მევალება, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ნამდვილად უნდა გავიმარჯვოთ და წინ უნდა გადავუდგეთ მადრიდელებს. შეიძლება ჩვენ ვერ მოვიგოთ ”ლა ლიგა”, მაგრამ ასეთ დაპირისპირებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთში და არა მხოლოდ ესპანეთში”. - განაცხადა ”ბარსელონაში” ახალწვეულმა ფორვარდმა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)