იგუაინი: "კამპ ნოუზე გატანა სასიამოვნო იქნებოდა"

გონსალო იგუაინმა AS–თან კარს მომდგარ "კლასიკოზე" ისაუბრა.


"მოგებისთვის ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით.წინა წლების განმავლობაში "კამპ ნოუზე" ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. "მადრიდის რეალს" შეუძლია წინა წლების ტრადიციის დარღვევა. მოგების გასაღები მოედნის ცენტრის კონტროლშია. ესაა ის ადგილი, სადაც სტარტს იღებს "ბარსელონასეული" თამაში. ესაა ის ადგილი, სადაც ისინი შეუდარებელნი არიან."

"სასიამოვნო იქნებოდა "კაპ ნოუზე" გოლის გატანა. ყოველი თამაშის წინ ვამბობ, რომ გოლის გატანა სასიამოვნოა, მაგრამ "კლასიკო" მაინც სხვა დონეა და აქ გატანილ გოლს სხვა გრძნობა ახლავს თან."

"საკუთარ პოზიციაზე თითოეული ჩვენგანი კარგად თამაშობს, მაგრამ ამავდროულად ადვილად შეგვიძლია თანაგუნდელის პოზიცია დავიკავოთ მაშინ, როცა ეს უკანასკნელი სხვა სამუშაოს ასრულებს. მოედანზე კარგად გადავაადგილდებით. შესანიშნავი ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელები გვყავს. იოზილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ესპანურად კარგად ვერ საუბრობს, მაგრამ მოედანზე ჩვენ ერთმანეთს ერთი შეხედვით ვუგებთ."

"ჩემი მთავარი მიზანი გოლის გატანაა, მაგრამ თუ სხვა ჩემი თანაგუნდელი, მაგალითად კრიშტიანო დააგვირგვინებს შეტევას და გახდება მიმდინარე სეზონის ბომბარდირი, მე ეს მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება. კრიშტიანო შესანიშნავი ფეხბურთელია. სწორედ მისი თვიდაჯერებულობა მას ასე თამაშის საშუალებას აძლევს."

"ჩვენ ამჟამად უფრო სოლიდურად გამოვიყურებით და თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ. თავდამსხმელებიც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რაც გვეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. მოურინიოს მოსვლის შემდეგ კლუბი საგრძნობლად გაიზარდა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჯერ არ წაგვიგია და ასე მცირე რაოდენობის გოლი გვაქვს გაშვებული."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2010
  • 2021
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (373)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)