"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები

"ბარსელონა"–"მადრიდის რეალი", "მადრიდის რეალი"–"ბარსელონა", მათი შედარება ძალიან გვინდა, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. იცით რატომ? იმიტომ რომ ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ ამავდროულად ძალზედ განსხვავებულნი არიან. მიუხედავად მსგავსებისა და განსხვევბისა, "კამპ ნოუზე" ორივე მათგანი ერთადერთი მიზნით გამოვა: მოწინააღმდეგეს დაუმტკიცოს, რომ "ჩვენ საუკეთესონი ვართ". საერთო გუნდურ დაპირისპირებასთან ერთად მოედანზე ვიხილავთ მინი დუელებსაც.


ვიქტორ ვალდესი VS იკერ კასილასი


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


დავა იმის შესახებ, თუ რომელი მათგანია უკეთესი ამჟამად არც თუ ისე აბსურდულია. აზრი იმის შესახებ, რომ ვალდესი ნელ–ნელა მიუახლოვდა იკერ კასილასის დონეს სულ უფრო და უფრო მეტად მუსირებს ექსპერტებს შორის. კატალონიელი მეკარე–ნამდვილი ოსტატია ერთი–ერთზე გასვლისას და ფეხით თამაშისას, მაშინ როცა კასილასი საუკეთესო და გამორჩეულია საკუთარი რეაქციებით. საკუთარი კლუბის ორი ნამდვილი ლიდერი.


დანი ალვეში VS სერხიო რამოსი


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


სწრაფი და დაუღლელი მუშები: ისინი თავს არ ზოგავენ მთელი 90 წუთის მანძილზე. ბრაზილიელი უფრო სრულყოფილია თავდასხმაში, მაგრამ რამოსი მას მეორე სართულზე ბრძოლის მხრივ ყველა ასპექტში უგებს და ჯაბნის. ორივე მათგანის აქილევსის ქუსლი–მათი უყურადღებობაა, იმიტომ რომ ისინი შეტევაში ჩართვისთვის არც თუ ისე კარგ მომენტებს ირჩევენ, ამით კი საკუთარ ფლანგს უმეთვალყურეოდ ტოვებენ. მიუხედავად ყველაფრისა , როგორც რამოსი, ასევე ალვეში მათ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებისთვის მაგალითია.


ხერარდ პიკე VS პეპე


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


მათთვის გვერდის ავლა ერთი–ერთზე ძალიან ძნელია, ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და მეორე სართულზე ბრძოლაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ბურთთან დამოკიდებულებაში და მის ფლობაში პეპეს პიკე ნამდვილად ჯობნის, პირველ კლასიკოში (2007/2008 წწ.–ში) პეპემ მთლიანად ჩაკეტა სამუელ ეტო'ო, მადრიდელებისთვის ის ბოლო გამარჯვება იყო "კამპ ნოუზე". ორივე მცველი ძალიან ფიცხი და ექსტრავაგანტულია, ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამ სეზონში პიკე უფრო მეტ ყვეთელ ბარათს ღებულობს, ვიდრე საერთოდ.


კარლეს პუიოლი VS რიკარდო კარვალიო


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


ორივე მათგანი გამოცდილია, როგორც ერთს, ასევე მეორეს ბევრ "ომში" მიუღია მონაწილეობა. ძალიან კარგად თამაშობენ ჰაერში და მნიშვნელოვანი გოლებიც გააქვთ. პუიოლი შესანიშნავად კითხულობს თამაშს და უფრო სწრაფია , ვიდრე პორტუგალიელი, მაგრამ კარვალიო თავის მხრივ უფრო ეფექტურია ბურთის ართმევაში. კარლეს პუიოლის "საბრძოლო ნათლობა" შედგა ცნობილ კლასიკოში, როცა ლუიშ ფიგუ პირველად თამაშობდა ყოფილი კლუბის–"ბარსელონას" წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში პუიოლმა სრულად ჩაკეტა პორტუგალიელი.

ერიკ აბიდალი VS მარსელო


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ფრანგი გამოირჩევა საკუთარი ფიზიკური სიძლიერით და დაცვაში სანდო თამაშით (ის ბრწყინვალე ფორმაშია), ხოლო ბრაზილიელი ყურადღებას იქცევს საკუთარი ჩართვებით შეტევაში. მიმდინარე სეზონში მარსელო ნამდვილი სიურპირიზი გახდა. ის ფეხბურთელიდან, რომლის გაყიდვასაც ზაფხულში აპირებდნენ, სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. თავის მხრივ აბიდალს თავისუფლად შეუძლია დაიკავოს პიკეს ან პუიოლის ადგილი, თუ ამ უკანასკნელებს რამე დაემართებათ.

ბუსქეთსი VS სამი ხედირა


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


საკუთარ კლუბებში ორივე მათგანმა თავი ძირითად შემადგენლობაში დაიკავა. ბუსქეთსი, რომელიც 1988 წელს დაიბადა, უკვე მისი ამპლუის ფეხბურთელთათვის ნამდვილი მაგალითია. გერმანელი, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსია, მოურინიოს შემადგენლობაში ნამდვილი "ვირია" , ყოველგვარი ხმაურისა და ყვირილის გარეშე. ბუსქეთსი შეტევებს ბრწყინვალედ აგრძელებს, ხოლო ხედირა სახიფათოა თავისი დარტყმებით. საკუთარი სიმაღლე-189 სმ. ორივე მათგანს მეორე სართულზე ბრძოლებში შესამჩნევ უპირატესობას აძლევს.

ხავი VS ხაბი ალონსო


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


ორი მსგავსი, მაგრამ ძალიან განსხვავებული ნახევარმცველი. კატალონიელი–ნამდვილი ორგანიზატორია, მისი მიზანი შეტევების წარმართვაა და მას მოედნის შესანიშნავი ხედვა გააჩნია. ბასკი, კი თავის მხრივ "ყველგანმავალად" ითვლება. ის თანაგუნდელებს მუდამ თავაზობს საკუთარ სამსახურს და არასდროს იხევს უკან, მიუხედავად იმისა, მოუწევს თუ არა მეტოქისთვის ფეხის უხეშად დადება. ორივეს კარგი დარტყმა აქვს, მაგრამ ამით არც თუ ისე ხშირად სარგებლობენ. საკუთარ კლუბებში, როგორც ერთი, ასევე მეორე შეუცვლელი ფიგურაა.

ანდრეს ინიესტა VS მესუთ იოზილი


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


პატარები და ჰაეროვნები, მათი ბურთთან შეხება ნამდვილი ჯადოქრობაა. ისინი შესაძლოა ნამდვილ მხსნელებად მივიჩნიოთ საკუთარი კლუბისთვის, ასეთი ფეხბურთელები კი ყველა ჩემპიონს უნდა ყავდეს. ინიესტასა და იოზილის უპირატესობა მათი დრიბლინგია. ესპანელი მოკლე მანძილებზე ძალიან ძლიერია, ხოლო მის შემხედვარეს გეგონებათ თითქოსდა საკუთარ მარჯვენა ფეხს ხელით აკონტროლებდეს. ამ დროს კი, ცაცია გერმანელი შედარებით სწრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ძრითადი მისია/დავალება საგოლე გადაცემების გაკეთებაა, ორივეს რეგულარულად გააქვს გოლები.

პედრო VS ანხელ დი მარია


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


თავდამსხმელი კანარის კუნძულებიდან წინა სეზონის ერთ–ერთი მთავარი სენსაცია გახდა, ხოლო არგენტინელი კი ამ სტატუსისთვის მიმდინარე სეზონში იბრძვის. მათი ძირითადი კოზირი–ტექნიკა და სისწრაფეა. პედრო თავის მხრივ შესანიშნავად შეეწყო გუნდური თამაშის პრინციპს, იგი თანაბრად თამაშობს მარჯვენა და მარცხენა ფეხით, მაშინ როცა დი მარიას უკეთესად ეხერხება ერთი–ერთზე მეტოქის მოტყუება. თუ პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო შედარებით უფრო ფრთხი თამაშს აირჩევენ, მაშინ სწორედ ეს ორი ფეხბურთელი დაჯდება სათადარიგოთა სკამზე.

დავიდ ვილია VS გონსალო იგუაინი


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


დაბადებული გოლეადორებად, მაგრამ მათ "არ გაუმართლათ" და ისინი მესისა და რონალდუს ჩრდილში მოექცნენ. ორივეს გააქვს გოლი , მაგრამ მათი რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება ზემოთხსენებულ არგენტინელი–პორტუგალიელის ტანდემის მიერ გატანილ გოლებს. ვილია და იგუაინი ცარიელ სივრცეებს კარგად ითვისებენ და უბრალოდ მომაკვდინებელნი არიან კონტრსეტევების დროს. ორივეს ბრწყინვალე დარტყმა აქვს, ისევე როგორც ეგოიზმის მცირე დოზა, რომელიც ცენტრფორვარდს აუცილებლად უნდა ქონდეს. ისინი არც ისე ძლიერები არიან მეტოქის მოტყუებისას, მაგრამ ეს არცაა მათი იარაღი. სწრაფები და მობილურები, დიდხანს არ ფიქრობენ, თუ როგორ უნდა დაარტყან კარში.

ლეო მესი VS კრიშტიანო რონალდუ


"ბარსელონა" VS "მადრიდის რეალი"–დიდი ომის მინი დაპირისპირებები


ეს ორი ფეხბურთელი სულაც არ საჭიროებს წარდგენას. თუ სიტუაცია არ შეიცვალა , მომდევნო რამოდენიმე წლის მანძილზე, სწორედ ეს ორი ფეხბურთელი იბრძოლებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად.


წყარო: donbalon.com
dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2010
  • 5186
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (342)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)