მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი პირველი

პორტუგალიელი მწვრთნელი "ბარსელონას" რვაჯერ გადაეყარა მას შემდეგ, რაც თავად მუშაობდა ამ კლუბში, როგორც ჯერ რობსონის, შემდეგ კი ვან გაალის დამხმარე. იგი "ჩელსის" მწვრთნელის რანგში "ბარსელონას" ოთხჯერ დაუპირისპირდა. დანარჩენ 4–ჯერ კი , როგორც "ინტერის" მთავარი მწვრთნელი. პირველი შეხვედრა, რომელსაც ეხლა შევეხებით, არის თამაში, რომელმაც იგი "კამპ ნოუს" ნომერ პირველ მტრად აქცია.


ანტიქრისტეს ინაუგურაცია

უეფამ მწვრთნელი სიტუაციის გამძაფრებაში დაადანაშაულა, მისმა გამოხტომამ ფეხბურთიდან მსაჯ ფრისკის წასვლა გამოიწვია.

"მოურინიო–ეს ფეხბურთის მტერია"–ასეთი რამ განცხადება გააკეთა უეფას სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტმა ვოლკერ როტმა ამ არც თუ ისე ლამაზი ისტორიის შესახებ. 2005 წლის 23 თებერვალს პორტუგალიელი სპეციალისტის შეხვედრა "ბარსელონასთან" გახდა ერთგვარი ინაუგურაცია მოურინიოსი, როგორც "ანტიქრისტესი" მთლიანად ბარსელონასთვის. ის უკვე ძალიან მცირედით თუ გავდა პატარა ბიჭს, რომელიც მუშაობდა სერ ბობი რობსონის თანაშემწედ, ისევე როგორც საერთოდ არ გავდა ლუსი ვან გაალის დამხმარეს, ფეხბურთელების ნდობით აღჭურვილ პირსა და ინფორმატორს, რომელიც ყოველთვის მზად იყო ელაპარაკა, როგორც ფიზიკურ მომზადებაზე, ასევე ტაქტიკურ გეგმებზე. 2005 წელს მოურინიომ ევროპა "პორტუ"–ს დააპყრობინა. ხოლო აბრამოვიჩმა იგი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცია.

სწორედ ამის შესახებ აიძულებს As–ს ჟურნალისტი მოურინიოს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, ეს ხდება "კამპ ნოუზე" პრეს–კონფერენციის დროს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ. ჟურნალისტი ახსენებს მას, რომ 1996 წელს ის არც მეტი,არც ნაკლები ე.წ. "თარჯიმანი" იყო. მოურინიომ კი ამაზე საკუთარ სტილში უპასუხა:

"9 წლის განმავლობაში მე ძალიან შევიცვალე. თქვენ კი, როგორც ჩანს, სამწუხაროდ საერთოდ არ შეცვლილხართ."

დაიცვა რა საკუთარი "The Special One"–ის სტატუსი, ერთ–ერთი შეხვედრის წინ მან საკუთარი გამონათქვამებით პირღიად დატოვა ფრანკ რაიკაარდი-მწვრთნელი, რომელიც ძენის ფილოსოფიას მისდევს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი სიხარული იყო პიჟამოთი და ხელში სიგარეტით სიარული და ფარულად, საკუთარ ოთახში სიგარეტის მოწევა.

"რაიკაარდს, როგორც მწვრთნელს არაფერი მოუგია, ხოლო მე კი რამოდენიმე ტიტული მაქვს" –განაცხდა მოურინიო დაინახა რა, რომ ჰოლანდიელი სულაც არ იყო მიჩვეული მოწინააღმდეგე მსაჯების მხრიდან ასეთ გამოხტომებს. მან გაიგო, რომ ერთადერთი ვისაც მისი მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო, ჟოზე მოურინიო იყო.

"ბლაუგრანას" ჟურნალისტებიც გაოცებას ვერ მალავდნენ ერთი სურეალისტური ეპიზოდის გამო. "კამპ ნოუს" პრეს–კონფერენციის ოთახში შემოდის ჟოზე მოურინიო და უყოყმანოდ უზიარებს ყველას "ჩელსის" და "ბარსელონას" (!) ტაქტიკურ სქემას მომდევნო მატჩისთვის. რაიკაარდ ეს საერთოდ არ მოეწონა, მაგრამ ის , რაც არც რაიკაარდმა, არც ჟურნალისტებმა არ იცოდნენ იყო ის, რომ მოურინიომ ისინი მოატყუა, როცა თქვა, თითქოსდა დაფი მოკვეთა შემადგენლობიდან. მეორე დღეს კი ამ უკანასკნელმა ფეხბურთელმა ამაყად შეაბიჯა მოედანზე ფეხი. შეუძლებელი იყო ეს დუელი უფრო ქაოტური ყოფილიყო. ბელეტიმ, ერთი წლით ადრე, ვიდრე გახდებოდა პარიზში ჩატარებული ფინალის გმირი, "ჩელსის" უპირატესობა შესძინა, გაიტანა რა გოლი საკუთარ კარებში. ეს მიუხედავად იმისა, რომ შეტევა აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაგრძელდა. ამ შემთხვევას ვერასდროს დაივიწყებს ანდრეს ფრისკი. შესვენებისას რაიკაარდი მივიდა მსაჯებთან პრეტენზიის გამოსათქმელად. "ჩელსის" მწვრთნელმა , დაინახა რა , რომ ჰოლანდიელი უახლოვდება არბიტრს, გაცხარდა,მივარდა მეორე მწვრთნელს ტენ კეიტას და ყველას ვინც კი გზაზე გადაეღობა. მოუს მეკარეების მწვრთნელის–სილვინიუს (ამჟამად "რეალშია") მხრიდან ბიძგი, ტონ კეიტას მხრიდან პანჩურის ამორტყმის მცდელობა და კვლავ დაბრუნება მოედანზე.

"ჩელსის" უკვე არ შეეძლო მკაცრ პირობებში გადარჩენა. კლუბმა დროგბას გაგდება გადაიტანა და გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ ხდებოდა ტანმაღალი ახალგაზრდა ნულოვანი ტექნიკური მაჩვენებლით და თამაშის სადავო მანერებით სახელად მაქსი ლოპესი (რაიკაარდის ძმის მიერ წარდგენილი ფეხბურთელი) მატჩის გმირი. თავდაპირველად მან გაიტანა გოლი, რომელიც თავის მხრივ ე.წ. "ქათმების" ცეკვის მიზეზი გახდა. მას თან ახლდა ბედნიერი ღიმილი. ამის შემდეგ იყო მატჩის მსვლელობაში ეტო'ო–ს ჩარევა და "ბლაუგრანამ" ამოისუნთქა:

"გთხოვთ "ქათამას" ნუ მიწოდებთ, მე უბრალოდ ასე აღვნიშნავ გოლებს"–განაცხადა არგენტინელმა.

მოურინიო, რომელიც თავის ჭკუაზე არაა შესვენებისას მომხდარი ფაქტების გამო, ცდილობს სამაგიერო გადაიხადოს. იგი იგნორირებას უკეთებს თამაშის შემდეგ პრეს–კონფერენციას, საკუთარ ფეხბურთელებს უკრძალავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას და საკუთარ მდივანს თხოვს გაავრცელოს მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი ჟურნალისტებთან იმის გამო არ ჩნდება, რომ მისი შეგირდები ხედავდნენ თუ როგორ ელაპარაკებოდა რაიკაარდი მსაჯს მსაჯთა ოთახში. ამ ღამის შემდეგ ფრისკი გაიგებს, თუ როგორი მკაცრია ფეხბურთი. მის სახლში მოსული მუქარის წერილების რაოდენობა იზრდება და მას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა თანამდებობის დატოვება.

ეს ვისაც ნამდვილად არ დაავიწყდება არის უეფა. მოურინიოს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და ჯარიმის სახით 13 ათას ევროს დააკისრებენ განმეორებითი მატჩის წინ "ცრუ განცხადების გაკეთებისა და ამის შედეგად სიტუაციის დაძაბვის გამო." განაჩენის გამოტანის შემდეგ რაიკაარდმა განაცხადა:

"ეს ფეხბურთის განცხადება იყო."

განცხადება, რომელიც უკვე კარგა ხანია დავიწყებულ იქნა.


ფრანცისკო კაბესაის. El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2010
  • 2620
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)