კლასიკოსთა კლასიკო

კლასიკო, კლასიკოების კლასიკო, საუკუნის ელ კლასიკო, ყველა დროის ელ კლასიკო. კვლავ იგივე ისტორია, იგივე სიტყვებით. რისი თქმაც ამასთან დაკავშირებით შეგვეძლო უკვე ნათქვამია ან ითქვა წინა წელს, იმის წინათაც და იქნებ ათი წლის წინათაც? პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეს ყოველთვის სიმართლეა.


ამ დუელს იმის გამო ვუყურებთ, რომ იგი საუკეთესოდ ითვლება, არამგონია მეორე წრეში, როცა ეს ორი გრანდი ერთმანეთს შეხვდება, მათ შორის სხვაობა დიდი იყოს. "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" დღეის მდგომარეობით ევროპის ორი დიდი გუნდია.არაა მათი ტოლი გუნდი არც პრემიერ ლიგაში, არც სერია ა–ში, არც ერედივიზიონში, არც ლიგა 1–ში... ხოლო თავად შეხვედრა კი , თავად ნახავთ რომ ბრწყინვალე იქნება. შეიძლება თუ არა სხვანაირად რომ მოხდეს?

შეუძლებელია შეუძლებელი. მოედანზე ორი საუკეთესოა. წარმოვიდგენ ამ შეხვედრას. ორი გუნდი საკუთარი წარმოების იარაღით ხელში. "ბარსა" ბურთის ფლობისა და მუდმივი შეტევების უპირატესობით და "მადრიდის რეალი" სწრაფ–სწრაფად ახაორციელებს თითოეულ დარტყმას. უკვე ვხედავ თუ როგორ განვითარდება მოვლენები მოედანზე: მესის მიაქვს ბურთი მოწინააღმდეგეებს შორის, კრიშტიანუ ვიღაცას თავის ადგილზე დასვამს,ხაბი ალონსო საკუთარი ე.წ. "ბინოკლით" კარნახობს მიმართულებებს, ხავის ბურთი მიწებებული აქვს მარჯვენა ფხეზე და ცენტრისკენ მოძრაობს.

ამის გარდა, უკვე წარმოვიდგენ დუელს მარჯვენა ფლანგზე. ამ ტერიტორიაზე უფრო მწვავედ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ვიდრე მოედნის ცენტრში. ერთი მხრივ ალვეში და მესი ცდილობენ მარსელოს გაბითურებას,რომლის დახმარება დაცვაში კრიშტიანო რონალდუს შეუძლია. შესაძლოა ამ ორის დუეტმა წარმატებას მიაღწიოს, როცა მარსელო თავდასხმაში ჩაერთვება.

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ იკერ კასილასს, ვალდესთან ერთად, თუ როგორ დაფრინავენ ერთი ძელიდან მეორისკენ და პირიქით. "კამპ ნოუზე" ბოლომდე სავსეზე , ვხედავ თუ როგორი მონდომებული იტურალდე და ცდილობს უხეშობის ალაგმვას. ამას ყველაფერს ინტუიციურად ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ამ მატჩში ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება. იქნება ბევრი დარტყმა სხვადასხვა კარის მიმართულებით. დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს, ხოლო საბოლოოდ კი გამარჯვებული მაინც ფეხბურთი დარჩება!


ენრიკე ორტეგო, Marca–ს ჟურნალისტი.
dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2010
  • 2263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (238)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)