ისევ არსენ ვენგერი

ისევ არსენ ვენგერი

ამ ბოლო დროს ლონდონის არსენალის მწვრთნელი ხშირად საუბრობს მადრიდის რეალზე. ვენგერმა ინტერვიუ მისცა eurosport-ს. ჟურნალისტების უმეტესი კითხვა მადრიდის რეალსა და მოახლოებულ ელ კლასიკოს ეხებოდა.


ორშაბათს შედგება ‘’ელ კლასიკო’’, აპირებთ ყურებას? რას ელით ამ თამაშისგან?

ჩემი აზრით პირველი კითხვა უადგილოა. ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც თავს პროფესიონალად თვლის, ვალდებულია უყუროს ამ თამაშს. ამ სეზონში რეალი თამაშის ხარისხით გაუთანაბრდა ბარსელონას. ვგონებ ეს თამაში გადაწყვეტს ესპანეთის ჩემპიონატის ბედს. ასე რომ შეიძლება ითქვას, ორშაბათის დაპირისპირება ფინალის ტოლფასია.


როგორ ფიქრობთ, გულშემატკივრები ტაქტიკურ ბრძოლას იხილავენ?

რა თქმა უნდა. ასე მოხდა შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ვფიქრობ ეხლაც ასე იქნება.


მაგრამ ეხლა ხომ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი ორივე გუნდს…

დღესდღეობით ესპანეთის ჩემპიონატში არ არსებობს ინტრიგა. ადრე ესპანეთის ჩემპიონობისათვის სულ ცოტა ათამდე გუნდი იბრძოდა. დღეს კი ასეთი მხოლოდ ორია. ეს გამოწვეულია ლა ლიგის გუნდების ფინანსური პრობლემებით. რეალი და ბარსელონა სხვა გუნდებთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე დგას.


როგორ ფიქრობთ მოურინიო აირჩევს ისეთივე ტაქტიკას, როგორც ეს ინტერში ყოფნის დროს გააკეთა?

არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჟოზე გუნდს კონტრ შეტევებზე ათამაშებს და ეს არც არის გასაკვირი, როცა გუნდს ყავს ისეთი სწრაფი ფეხბურთელები როგორებიც არიან, რონალდო და დი მარია. რა თქმა უნდა თუ მადრიდელებს გამარჯვება სურთ, მათ დაცვაშიც უშეცდომოდ უნდა ითამაშონ.


ვის უგულშემატკივრებთ თქვენ?


მე ამ თამაშს ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივი გულშემატკივარი. რა თქმა უნდა ყველა ელოდება ‘’ელ კლასიკოს’’ ასეთი თამაშები ხომ ძალიან იშვიათია. ვისურვებდი, რომ მოიგოს იმ გუნდმა, რომელიც უკეთესად ითამაშებს.


როგორ ფიქრობთ თქვენ მოხვდებით წლის საუკეთესო მწვრთნელების კანდიდატებში?


არა. ჩემი აზრით მოხვდება ჟოზე მოურინიო, ვისენტე დელ ბოსკე და ბერტ ვან მარვეიკი.


და ბოლოს, რომელი ფეხბურთელები შევა სამეულში?

ვფიქრობ აუცილებლად მოხვდება ხავი, აგრეთვე რონალდო და მესი. dle 10.1

  • dato818
  • 27 ნოემბერი 2010
  • 2899
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)