ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ–ნაწილი I

ჟოზე მოურინიოს მიერ fifa.com-სთვის მიცემული ინტერვიუს პირველი ნაწილი.


ჟოზე, როგორ დაახასიათებდით საკუთარ სამწვრთნელო სტილს? შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც გაკავშირებთ თქვენსავე შეგირდებთან–ეს თქვენი სავიზიტო ბარათია, ეს ისაა, რაზეც ოცნებობდით?

ფეხბურთელებს მე ვაკლივარ და ისინი მე მაკლიან. ჩემს წინა კლუბებში მე ბევრი მეგობარი დამრჩა და ეს ისაა, რაც ფეხბურთს აღემატება გენატრებოდეს და განიცდიდე რომელიმე მეგობრის სიტუაციას სავსებით ნორმალურია. ძალიან კარგია, როცა იცი, რომ ადამიანებს, რომლებთანაც შენ დიდი დრო გაატარე და ვინებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა გაკავშირებს, ყველაფერი მწყობრში აქვთ და ყველაფერი გამოსდით.

რამდენად აქცევთ პრესაში თქვენი მისამართით გამოთქმულ/გამოქვეყნებულ არც თუ ისე კარგ გამოთქმებს?

მარტო იმათ, ვინც ჩემთან მუშაობენ, იციან თუ ვინ ვარ მე და რას წარმოვადგენ. მარტო ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან ეს. იქნებ მითხართ, ვინც მე მაკრიტიკებს ისინი რამდენად მიცნობენ და მათი კრიტიკა რამდენადაა ახლოს საქმესთან?

როცა "მადრიდის რეალის" მთავარ მწვრთნელად დაგნიშნეს, თქვენ განაცხადეთ, რომ კლუბის კარგად ათამაშებისთვის დრი დაგჭირდებოდათ, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისშივე ნაჩვენები შედეგები, უბრალოდ ფანტასტიკურია. თქვენ თქვენსავე გრაფიკს ხომ არ ასწრებთ?

"მადრიდის რეალი" კარგად თამაშობს, ზოგიერთ შეხვედრაში, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კლუბი ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროდუქტია, ბევრი რამის გაუმჯობესება გვესაჭიროება. შეუძლებელია გუნდის მომენტალურად ჩამოყალიბება, დღითი–დღე უფრო მონდომებით უნდა ვივარჯიშოთ, თავმდაბლობა შევინარჩუნოთ, ვიყოთ პროფესიონალი ენთუზიასტები. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და ნაჩვენები შედეგებით.

გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ არ აპირებთ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას?

დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე იქნება კაკა, ის შესანიშნავი ბიძგი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. აბა მითხარით რამდენ კლუბს შეუძლია ისეთი დიდი ფეხბურთელის შეძენა იანვარში , როგორიც კაკაა? ბაზარზე მისი კალიბრის ფეხბურთელი არაა.

ზინედინ ზიდანს რა როლი დაეკისრება კლუბში?

ისეთი გენიოსი, როგორიც ზინედინ ზიდანია უნდა დარჩეს ფეხბურთში და იმუშაოს "მადრიდის რეალში". სწორედ ამიტომაც დავარწმუნე ფლორენტინო პერესი მოეწვია იგი. ამჟამად მხოლოდ დაკვირვების პროცესში ვართ და ვარკვევთ, თუ რა ფუნქცია–მოვალეობები მოუხდება მას ყველაზე მეტად. მე პირადად მინდა, რომ მან ჩემთან და კლუბთან,რაც შეიძლება ახლოს იმუშაოს, რათა გამოიყენოს ის ლიდერის ფუნქციები, რომელიც მას , როგორც ფეხბურთელს გააჩნდა.

მოდით, თავად კლუბზე ვისაუბროთ, ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?


მინდა კლუბი, როგორც ერთი მთლიანი ნაწილი, გამოვყო, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფეხბურთელები, რომლებიც სახელს ეხლა იხვეჭენ. რა თქმა უნდა, არის ქარიზმატული იკერ კასილასი, ასევე ისეთი მეტრონომი, როგორიც ხაბი ალონსოა. ის ხავის მსგავსი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც იგი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს, მისგან შესანიშნავი მწვრთნელი დადგება. მან ეს უბრალოდ უნდა მოინდომოს. მე ის პეპ გვარდიოლას მაგონებს, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მოედანზე მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებდა.

არის კიდევ ისეთი ვინმე, ვის გახსენებასაც ისურვებდით?

უპირველეს ყოვლისა , მინდა გამოვყო ანხელ დი მარია.ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ჩვენთან "ბენფიკადა" გადმოვიდა. კლუბიდან, რომელიც შედარებით სუსტ ლიგაში ასპარეზობს. სიმართლე ითხოვს აღინიშნოს, რომ მან ადაპტაციის პროცესი შესანიშნავად გაიარა. ჩემი აზრით, ანხელი მთავარი სურპრიზია, რომელიც მე აქ აღმოვაჩინე, ისევე როგორც, ალვარო არბელოას, რაულ ალბიოლის და ესტებან გრანეროს პროფესიონალიზმი და სამუშაო ეთიკა. ყველა ეს ფეხბურთელი თავდადებით შრომობს იმისთვის, რომ დაიკავონ საკუთარი ადგილი ძირითად შემადგენლობაში ან შეცვლიდან ჩაერთონ თამაშში. ეხლა მესმის, თუ რატომ ენდობა მათ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე. ისინი საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არია. სწორედ მათნაირი ფეხბურთელები ქმნიან გუნდს.

და როგორ მიდის კარიმ ბენზემას საქმე?

კარიმმა ერთი რამე უნდა გაიგოს, ის მარტო არ არის, ამიტომაც გუნდური თამაში უნდა ითამაშოს, თავდადებით უნდა იმუშაოს, განსაკუთრებით საწვრთნელ ვარჯიშებზე. მე მოხარული ვარ, როცა ვხედავ, თუ როგორ შეიცვალა მისი მიდგომა საქმისადმი. იგი ნელ–ნელა უფრო მეტ სათამაშო დროს ღებულობს, მე მისგან ბევრს ველი. მინდა ის ისეთივე ფეხბურთელი იყოს, როგორიც "ლიონში" თამაშისას.

მესუთ იოზილს და სამი ხედირას დიდ კლუბში გამოსვლის გამოცდილება არ ქონდათ, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ფეხბურთელებით?

მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ნამდვილი შრომის მანქანები არიან, ყოველთვის ცდილობენ რაღაც ახალი რამე ისწავლონ. ისინი შესანიშნავი ბიჭები არიან და ასეთ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა. არ მინდა დავივიწყო იოჰან ლიოვის დამსახურება მათ განვითარებაში. მან შესანიშნავი გამბედაობა გვაჩვენა, როცა ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები მიიწვია ნაკრებში და ათამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ისინი ასევე მადლობელნი უნდა იყვნენ იმ მწვრთნელების, რომლებიც მათ წვრთნიდან "შტუტგარტსა" და "ვერდერში".

შეუძლია კი კრიშტიანო რონალდუს უწინდებული ფორმის დაბრუნება?

კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეს განხილვას არ ექვემდებარება. ზოგიერთ დღეს ის ლეო მესიზე უკეთესია, ზოგჯერ კიდე პირიქით, მაგრამ ორივე მათგანი კლასით ყველაზე მაღლა დგანან. რონალდუზე ბევრი ტყუილი ითქვა და დაიწერა. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც სუნთქავს და ცხოვრობს ფეხბურთით, მოედანზე იგი საკუთარი შესაძლებლობების 100%–ს უჩვენებს.

შემადგენლობის როტაცია დღევანდელ მწვრთნელებში ძალიან პოპულარულია, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ფეხბურთელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და ცხოვრებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს, შეუძლია თითოეული მატჩის თამაში. მე ამაში დარწმუნებული ვარ,შემიძლია ჩემი გაწვრთნილი გუნდებიდან მაგალითი მოგიყვანოთ–ფრენკ ლამპარდი და დიდიე დროგბა "ჩელსიში", ხავიერ ძანეტი და დიეგო მილიტო "ინტერში". არაა აუცილებელი როტაცია, როცა ფეხბურთელი ზრუნავს საკუთარ სათამაშო ფორმაზე და კარგადაც თამაშობს.

როგორ ახერხებთ გუნდური თამაშის ტრადიციის დამყარებას "მადრიდის რეალს", მაშინ როცა კლუბში ამდენი ინდივიდუალისტია?

ამის დამახსოვრება ძალიან ადვილია: ფეხბურთელები იგებენ შეხვედრებს, მაგრამ გუნდი იგებს ტიტულებს.

თქვენ დაგადანაშაულეს იმაში, რომ კანტერას ფეხბურთელებს ხშირად არ იყენებთ, რამდენად გამართლებულია ეს კრიტიკა?

არ ვიცნობ მწვრთნელებს, რომლებსაც სიამოვნებას არ ანიჭებდეს ახალგაზრდების დებიუტის ნახვა. ჯონ ობი მიკელი და ლასანა დიარა ინგლისის ჩემპიონები 18 წლის ასაკში გახდნენ, კარლოს ალბერტო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, დავიდ სანტონის დებიუტი "ინტერში" 18 წლის ასაკში შედგა, ხუან კარლოსის კი ცოტა მოგვიანებით. ყველა ეს ფაქტი იმის დადასტურებაა,რომ მე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. ყველა მწვრთნელს სურს კანტერანოს საკუთარ შემადგენლობაში ხილვა, მაგრამ ამა რეგულარული ხასიათი რომ მიიღოს, ამისთვის ეფექტური და გამართლი სისტემაა საჭირო.

მაშინ როცა რამოდენიმე მწვრთნელი საკუთარი მუშობის პრინციპებს არ ცვლის, თქვენ აცხადებთ, რომ უპირატესობას ანიჭებთ კლუბის თვისებებიდან და ისტორიიდან გამომდინარე მუშობის ტიპის შემუშავებას.

თითოეულ მწვრთნელს სამუშაოსადმი საკუთარი შეხედულება გააჩნია და თითოეული მათგანი იმსახურებს პატივისცემას. პირადად მე ქვეყნის და კლუბის წეს–ჩვეულებიდან გამომდინარე ვადგენ სამუშაო გეგმას.ინგლისის, იტალიის და ესპანეთის საფეხბურთო კულტურა დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგ:თუ შენ გინდა ყველა ჩემპიონატში წარმატების მიღწევა, რაც შეიძლება მალე უნდა მაოხერხო ამ ქვეყნასთან და მის ჩემპიონატთან ადაპტირება. ასეთი პოზიცია დამეხმარა მე პორტუგალიაში, ინგლისში და იტალიაში პირველივე სეზონში ტიტულების მოგებისას. საკუთარ მოწინააღმდეგეს კარგად უნდა იცნობდე. და როგორ შემეძლო არ გამეთვალისწინებინა ისეთი დიდი კლუბის ტრადიცია, როგორიც "მადრიდის რეალია". კლუბისა, რომელსაც ყველაზე მეტი ევროპული ტიტული აქვს.

თქვენი აზრით, რომელი ჩემპიონატია ყველაზე ძლიერი: პრემიერ ლიგა, სერია ა, თუ ლა ლიგა?

მე მიყვარს ინტენსიურობა და სანახაობა ინგლისში, ესპანეთის ძალიან ტექნიკური კლუბები და სერია ა–ში ტაქტიკური ბრძოლები.

თქვენ მუშაობდით სერ ბობი რობსონთან და ლუის ვან გაალთან ერთად "ბარსელონაში". როგორ დაიმსახურეთ "ბავარიის" მწვრთნელის პატივისცემა?

ჩემი ინდივიდუალიზმისა და ფეხბურთისადმი მისწრაფებით. მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ჩემი უფროსის ერთგული ვიყავი. ყოველდღიურად ვიზრდებოდი იმისთვის, რომ მისი მოთხოვნები და კრიტერიუმები დამეკმაყოფილებინა. მე მას ვენდობოდი, ყველაზე ცუდი დროების დროსაც, ყოველთვის გახსნილი ვიყავი და ვეუბნებოდი იმას, რასაც ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ მას სულ არ მოსწონდა ამის მოსმენა, ლუისი ამას ამჩნევდა. ერთხელ, როცა მე მას არ დავეთანხმე , მან ყველა ასისტენტის თანდასწრებით თქვა: "ჟოზე ერთადერთია, რომელიც მეუბნება იმას, რასაც ფიქრობს და ამავდროულად იმას, რისი მოსმენაც არ მსურს." დღეს ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ჩემთვის ძალიან ძნელი იყო მისი ნახვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ. ვან გაალი შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მწვრთნელია.

კიდევ აპირებთ თუ არა პრემიერ ლიგაში დაბრუნებას, მას შემდეგ , რაც "მადრიდის რეალთან" კონტრაქტს ამოწურავთ?

მინდა ინგლისში დაბრუნება და ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვჩქარობ. "მადრიდის რეალი" შესანიშნავი კლუბია და აქ მუშაობა ძალიან მომწონს. ამიტომაც მთლიანად მადრიდში მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული, მინდა ჩემი სახელი ჩაიწეროს "მადრიდის რეალის" ისტორიაში ისევე როგორც, ეს გავაკეთე "პორტუში", "ჩელსიში" და "ინტერში".


წყარო: fifa.com
dle 10.1

  • shvela
  • 25 ნოემბერი 2010
  • 2857
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)