ლავრინოვიჩი მადრიდელია
მთელი მსოფლიო გააოგნა ფლორენტინო პერესის ტრანსფერებმა, მაგრამ პერესს არც ის ავიწყდება, რომ მადრიდის რეალს ჰყავს საკალათბურთო კლუბიც და არც მას ტოვებს უყურადღებოდ.
დარიუს ლავრენოვიჩი მადრიდის რეალის საკალათბურთო გუნდში ჩაირიცხა, მან ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას გენერალური დირექტორი ვალანდო და კალათბურთის განყოფილების დირექტორი მაკეირასი ახლდნენ. თუ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა კალათბურთელის თამაშით კმაყოფილი იქნება, სეზონის ბოლოს ლავრინოვიჩს კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.
იგი მადრიდის რეალის საკალათბურთო სტადიონს მადრიდის დროით 12 საათზე ესტუმრა, ხოლო შემდეგ დაათვალიერა მადრიდის რეალის ოფისი, რის შემდეგაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს. მას საჩუქრად გადასცეს კალამი რომლითაც მოაწერა ხელი და რეალის საკალთბურთო სტადიონის მაკეტი
- 3 ივლისი 2009
- 2208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.