რამოსი კლასიკოზე

"მადრიდის რეალის" მცველი, როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ , ესწრებოდა საქველმოქმედო პროგრამა "ჩემპიონები აფრიკის დასახმარებლად 3"–ის პრეზენტაციას, სწორედ მაშინ ისაუბრა მან ჟურნალისტებთან კარს მომდგარ კლასიკოზე. მისი აზრით, "ბლანკოსებს" შეუძლიათ "ბარსელონასთან" გამარჯვების მოპოვება.

"ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია "ბარსელონას" მოგებისთვის ვეთამაშოთ, ამისთვის კი დიდი შრომაა საჭირო"–განუცხადა რამოსმა ჟურნალისტებს.


როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალი" 29–ში, ორშაბათ საღამოს დაუპირისპირდება "ბარსელონას" . ეს თამაში ყველასთვის "ელ კლასიკოს" სახელითაა ცნობილი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. დარწმუნებული ვარ იგი სანახაობრივიც იქნება.ორივე კლუბი კარგ ფორმაში იმყოფება, ორივე მათგანს გულშემატკივართა არმია ჰყავს, რომლებიც იმ საღამოს ძალიან გახარებულნი იქნებიან, განსაკუთრებით კი გამარჯვებული კლუბის გულშემატკივრები. გვჯერა, რომ შეგვიძლია "ბარსელონასთან" დადებითი შედეგისთვის ბრძოლა"–განაცხადა რამოსმა.

"მადრიდის რეალის" მცველმა ასევე დასძინა, რომ

"ჩვენ მოედანზე კონცენტრირებულნი, მონდომებულნი და გამარჯვებაზე დაგეშილები გამოვდივართ, ძალიან დიდი სისულელე იქნება, რომ "კამპ ნოუზეც" ასე არ მოხდეს. "აიაქსთან" თამაშის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე ვართ და შედეგის მიუხედავად მოედანს თავაწეულები დავტოვებთ. ამჟამად უფრო ბევრს ვმუშაობთ, ვინაიდან წინ ძალიან სერიოზული მეტოქე გველოდება."

რამოსის თქმით, მათი:

"მთავარი მიზანი ამ სეზონში ტიტულების მოგებაა, ამისთვის კი აუცილებელია, რომ ისეთი მეტოქეები, როგორიც "ბარსელონაა" დაამარცხო."

"ბლანკოსების" მცველმა მეტოქეზეც ისაუბრა:

"მესი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ასევე იგი ძალზედ მნიშვნელოვანია "ბარსელონასთვის". მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვები უნდა დავივიწყოთ, იგივე ინიესტა, ბუსკეთსი ან ხავი. "ბარსელონა" გუნდური თამაშითაა ძლიერი და არა ინდივიდუალიზმით."

ბოლოს, როცა მას "ამსტერდამ არენაზე" მომხდარ ინციდენტზე კითხეს, მან უპასუხა:

"ამაზე საუბარი ჩემი აზრით უკვე მომაბეზრებელია. ეს ნელ–ნელა დავიწყებას მიეცა და ასეც უნდა იყოს. აჯობებს წინ ვიაროთ და მომავალზე ვიფიქროთ. არანაირი სასჯელის არ მეშინია, ვინაიდან არაკანონიერი არაფერი არ გამიკეთებია."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 25 ნოემბერი 2010
  • 1974
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)