არბელოა: ”მჯერა, ნოუ კამპზე გავიმარჯვებთ”

სამეფო კლუბის მცველმა ალვარო არბელოამ, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.ჟურნალისტების მსოფლიოს ჩემპიონს ძირითადად ”კლასიკოზე” უსვამდნენ კითხვებს.


”ცხადია, რომ ”ბარსელონას” დამარცხება დიდ ზარ-ზეიმს გამოიწვევს მადრიდულ სამყაროში.სამეფო კლუბის ფეხბურთელებისათვის მომდევნო მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენ წარვსდგებით გუნდის წინაშე, რომელიც ”რეალის” მთავარი ოპონენტია ესპანეთში.მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და საკუთარ ქომაგებს გავახარებთ ამით.”

”ჩვენ ნდობით აღსავსენი ვართ, რამეთუ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ.ვფიქრობ, ორივე კლუბისათვის კარგ დროს დაემთხვა ”ელ კლასიკო,” რაც ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ 29-ში გულშემატკივრები ნამდვილ სპექტაკლს იხილავენ.მადრიდელებს განზრახული გვაქვს ჩვეული სტილით თამაში და სასურველი შედეგისათვის მიღწევა.”

”ელ კლასიკო” არის ჯახი კლუბებისა, რომლებიც საუკეთესონი არიან მსოფლიოში.მოედანზე გამოვლენ გუნდები, რომლებთაც თავიანთი სტილი და ხასიათი გააჩნიათ.ალბათ, ძალიან რთული იმის თქმა, ამ მომენტისათვის მადრიდია უკეთესი თუ ბარსელონა.”

”რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვაქვს გეგმა, სახელწოდებით ანტი-მესი.კატალონიელთა შემადგენლობაში ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ირიცხება.იმედია, ბარსას ყველა ლიდერს შეეძლება თამაში.ვგონებ, ”ბლანკოსი” საუკეთესო ”ბარსას” დაამარცხებს.”

”მოედანზე 22 მოთამაშე იქნება და არვინ იცის, თუ ვინ გადაწყვეტს თამაშის ბედს.რასაკვირველია, მესი და რონალდუ ორივე მხრიდან გამორჩეულნი არიან, თუმცა სხვი დარჩრდილვაც არ შეიძლება.მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, რომ შეხვედრის გმირი პორტუგალიელი ვარსკვლავი გახდეს.”

”ვიმედოვნებ, დიდებულ დაპირისპირებას გავმართავთ.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (188)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)