51 გოლი ”ბლანკოსის” მაისურით

ამსტერდამის ”აიქსის” კარებში შეგდებული ბურთები, კრიშტიანუ რონალდუსათვის 50&51 გამოდგა ”რეალის” მაისურით.პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი, სამეფო კლუბის რიგებში მხოლო და მხოლოდ 54 თამაშს მოითვლის.


მადეირაზე დაბადებულმა ”ფენომენმა,” გოლების გატანა 2002 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო.იმ დროისთვის, რონი ”სპორტინგის” ღირსებას იცავდა.ნიშანდობლივია, რომ 8 წლის შემდეგ, ”ბლანკოსის” უდავო ლიდერი უკვე 204-ე შეგდებული ბურთის ავტორია.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მიღწევა შესაძლებელია გავუტოლოთ მხოლოდ იმ მადრიდელებს, რომლებიც გასული საუკუნის 20-იან, 30-იან და 40-იან წლებში იცავდნენ დედაქალაქური გუნდის ღირსებას.მოკლე დროში ამ რაოდენობის გოლების გატანით, რონალდუს მესამე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს კლუბის ისტორიაში.

გთავაზობთ, საინტერესო სტატისტიკას:

51 გოლი ”ბლანკოსის” მაისურით


სამეფო კლუბის მაისურით, რონიმ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო ბურთაობა.გასულ სეზონში, მან ჯამში 33 გოლს მოუყარა თავი (25 ლა ლიგაზე, ხოლო 8 ჩემპიონთა ლიგაზე).წლეულს კი მის ანგარიშზე (ჯერჯერობით) 19 შეხვედრიდან 18 ბურთია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინგლისში რონალდუს ყველაზე მეტჯერ ”ასტონ ვილა” ჰყავს დამწუხრებული (14 მატჩი და 9 გოლი), ხოლო ესპანეთში ”რასინგი” (2 მატჩი და 5 გოლი).

51 გოლი ”ბლანკოსის” მაისურით


და ბოლოს, რონალდუს უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ის გოლებს არა მხოლოდ ფეხით, არამედ თავით, პენალტით და საჯარიმო დარტყმებითაც იტანს.იქნებ, დაასახელოთ ის მოთამაშე, რომელმაც 25 წლის ასაკში შეძლო 204 გოლის გატანა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)