იოლი "საუკეთესოს" დამარცხებას აპირებს

მარტინ იოლი "მადრიდის რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მოიხსენიებს, როგორც "საუკეთესოს თავის საქმეში", მაგრამ "ამსტერდამის აიაქსის" მთავარი მწვრთნელი პირობას დებს, რომ ეს შეხვედრა ამსტერდამელთათვის პოზიტიური შედეგით დასრულდება.


მარტინ იოლი საკუთარ შეგირდებს მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოიყვანს,ამავდროულად იგი ამბობს, რომ "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი–ჟოზე მოურინიო "საუკეთესოა". "სამეფო კლუბი" G ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ფაქტიურად გასულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პორტუგალიელს ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება სურს, ამავდროულად მან შესანიშნავად იცის, რომ "ამსტერდამის აიაქსი" მაქსიმუმს გაიღებს გამარჯვების მოსაპოვებლად და მეორე ადგილზე განთესილ "მილანზე" ზეწოლის გასაძლიერებლად (შეგახსენებთ, რომ სწორედ "მილანი" და "აიაქსი" დაუპირისპირდებიან უკანასკნელ გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს).

მარტინ იოლი–"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი

"ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. როცა ამ საქმით ვართ დაკავებული, მაშინ ბევრ სიცარიელეებს ვტოვებთ მოედანზე, ეს კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს კონტრშეტევებისა და მოგების საშუალებას აძლევს. მოედნის ნახევარში, როგორც წესი დე ზეუს და დე იონგს ვაყენებთ, რომლებიც შემტები ტიპის ფეხბურთელები არიან. ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, პირველი–ევროლიგაზე გამოსვლის გაგრძელება და მეორე–ჯგუფში,რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება."

"მოურინიოს შესაძლოა სამი ფეხბურთელი დააკლდეს, მაგრამ ის მოედანზე მაინც ძალიან ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანს. ინგლისში მე მას ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევხვდი. ის თავის კლუბს ყოველთვის ერთნაირად ძლიერად ათამაშებს. მას ყოველთვის ყავს საკუთარი ვარკსვლავები კონკრეტული თამაშისთვის. ამჟამად მას რამოდენიმე ცვლილების განხორციელება მოუწევს , მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, მას გონსალო იგუაინისა და სამი ხედირას ბრწყინვალე შემცვლელები ყავს. მოურინიო მართლაც რომ დიდი მწვრთნელია, რომელიც საკუთარი კარიერის პირველივე წლებიდან კლუბის შესაძლებლობებიდან მაქსიმუმს უჩვენებს, მან დაამტკიცა, რომ ის კლუბში მუშაობის მხრივ საუკეთესოა."

ჟოზე მოურინიო–"მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი

დღეს სამი ფეხბურთელი დამაკლდება–გონსალო იგუაინსა და სამი ხედირას რიკარდო კარვალიოც დაემატა–ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გამარჯვება გვწყურია და შესაბამისად ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებაა. მე მჯერა ჩემი კლუბის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბიჭები ხვალ ყველაფერს მაქსიმალურად კარგად გააკეთებენ. რაც შეიძლება ცოტა ცვლილების განვახორციელებ, მართალია ჩვენ ახალ კლუბს ვაშენებთ, მაგრამ ამავდროულად სტაბილურობა გვსურს და ამის მიღწევისკენ მივისწრაფით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და დღეს თუ ვერ მოვიგეთ, ვინაიდან სხვა შედეგი ჩვენ არ გვაწყობს, ეს მხოლოდ იმის "აიაქსის" ბრწყინაველ თამაშის "ბრალი" იქნება."

" ხვალ "აიაქსისთვის" ბევრი რამე დევს სასწორზე. მათ ორი მატჩი აქვთ დარჩენილი, რომელიც გადაწყვეტს შეძლებენ თუ არა ევროლიგაზე გამოსვლის გაგრძელებას, ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენთვის კი მთავარი მიზანი, მაქსიმალური კონცენტრაციის შენარჩუნებაა, რომ "აიაქსს" ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ."

კლუბების ამბები

"ამსტერდამის აიაქსი"

ემანუელსონის და ოლეგერის თამაში "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ საეჭვოა, პირველმა მათგანმა "პსვ"–ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მცირედი ტრავმა მიიღო, ხოლო მეორესაც გარკვეული პრობლემები აღენიშნება. ფლორიან იოზეფსონი მუხლის ტრავმის გამო ისვენებს, მაშინ როცა ევანდერ სნომ ორშაბათის ვარჯიშებზე კლუბთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ კვლავაც უცნობია, მისცემს თუ არა მას იოლი შანსს პირველივე ცდაზე, შეგახსენებთ, რომ სნოს 13 სექტემბრის შემდეგ გულის პრობლემის გამო არ უთამაშია. ლუის სუარესი ითამაშებს , მიუხედავად კლუბის მიერ გამოწერილი ორმატჩიანი დისვკალიფიკაციისა (ეხება ჰოლანდიის ჩემპიონატს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს გადაწყვეტილება თავად კლუბის მიერ იქნა მიღებული და მასზე ზეწოლა არცერთ მაკონტროლებელ ორგანოს არ განუხორციელებია), რომელიც მან ოტმან ბაკაისთან უხეშობის გამო დაიმსახურა (სუარესმა "პსვ"–სთან თამაშის დროს ამ უკანასკნელს მხარზე უკბინა)

"მადრიდის რეალი"

კარვალიო, იგუაინი და ხედირა გამოტოვებენ დღევანდელ თამაშს.


წყარო: Uefa.com
dle 10.1

  • shvela
  • 23 ნოემბერი 2010
  • 2077
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)