კასილასი Uefa.com–თან

იკერ კასილასმა Uefa.com–თან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს "მადრიდის რეალში" გადმოსვლით კლუბის ამბიციები გაიზარდა და ეხლა ისინი ორმაგად მოწადინებულნი არიან საკუთარი მე–10 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად.


როცა შენ "მადრიდის რეალში" გამოდიხარ კლუბის ისტორია მუდამ თვალწინ გიდგად და ეს დამატებით პასუხისმგებლობას განიჭებს. ვინაიდან და რადგანაც , კლუბის გულშემატკივრები შენგან მხოლოდ მოგებას ითხოვენ. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კი კლუბმა ნამდვილი კოშმარული წლები გამოიარა, აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც "თეთრები" 1/8 ფინალს ვერ ცდებიან. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა იკერ კასილამა Uefa.com–თან.

"ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა ნამდვილი მღრღნელივით/პარაზიტივით გაგვიჯდა თავში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძირითადად იმ ფეხბურთელებს ეხებათ, რომლებიც ამ კლუბში რამდენიმე წელია, რაც გამოდიან,მათ შორის მეც. მე გადავიტანე და საკუთარ თავზე გამოვცადე ეს წარუმატებლობები, მაგრამ ახალმოსულ ფეხბურთელებს ეს არ განუცდიათ, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს თავად ფეხბურთელების პრობლემა არაა, უფრო კლუბის, რომელიც აგერ უკვე მეექვსე წელია , რაც მარცხს განიცდის."

კასილასის აზრით, წარსულის წარუმატებლობები არ უნდა აისახოს "მადრიდის რეალის" 2010/2011 წლების გამოსვლაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მას ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობს. მიმდინარე სეზონში კლუბი საკუთარი ჯგუფის ლიდერია სამი მოგებითა და ერთი ფრეთი. 29 წლის გოლკიპერი ფიქრობს, რომ მოურინიოს მოსვლამ "სატიაგო ბერნაბეუზე" და კლუბში ყველაფერი გამოაცოცხლა:

"მოურინიოს მოსვლა გულისხმობდა ახალი ფეხბურთელების მოსვლას, მათ ახალი სისიხლი და მონდომება მოიტანეს. ისინი ძალიან ნიჭიერები და მობილიზირებულნი არიან, წინ დიდი გეგმები აქვთ და ამის მისაღწევად ყველაფერს გაიღებენ, ეს ერთგვარი განახლებაა."

ახალ შენაძენებს შორის, რა თქმა უნდა იგულისხმება სამი ხედირა და მესუთ იოზილი, რომელიც კასილასის აზრით რამოდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება:

"მესუთი და სამი შესანიშნავი ბიჭები არიან, მათ ძალზედ სწრაფად გაიარეს ადაპტაციის პროცესი. ეს სულაც არ იყო ადვილი, ვინაიდან ისინი სხვა ენაზე საუბრობდნენ და ახალი ენის შესასწავლად კი, როგორც იცით გარკვეული დროა საჭირო, რომელიც "რეალში", როგორც წესი, არასდროს არ არის, მაგრამ კლუბი მათ გვერდით დაუდგა იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლებოდა.შესაბამისად მესუთმა და სამიმ მოახერხეს კლუბში საკუთარი ადგილის დაკავება. ჩვენ, როგორც ერთი ოჯახი, ისე ვართ, ძალიან ბევრს ვიცინივართ, თითოეულ ჩვენი ოჯახის წევრზე ვზრუნავთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე."

გულშემატკივრების აზრით, "მადრიდის რეალის" განახლებას წარმატებები უნდა მოყვეს. რაც შეეხება , თავად იკერ კასილასის მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით, იგი აცხადებს:

"ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ დიდი კლუბი გავხდეთ, მაგრამ აგრეთვე უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი, ლამაზი და სანახაობრივი თამაში მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილების შედეგად მოდის."

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა იკერ კასილასმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში–ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრების მხრივ გაასწრო ლეგენდარულ გოლკიპერს ოლივერ კანს. ის ჯერ კიდევ სკოლაში იყო, როცა "მადრიდის რეალის" განაცხადში მოხვდა, ხოლო 18 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე , "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ, ეს მოხდა 1999 წლის სექტემბერს, მაშინ მან ტრავმირებული ილნერი შეცვალა, ხოლო ის შეხვედრა 3:3 მორჩა.

ის გათამაშება , "სამეფო კლუბმა" ფინალში "ვალენსიას" ძლევით დაასრულა, ხოლო თავად იკერ კასილასისთვის, ეს იყო "ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა" კარიერაში. იგი ამბობს:

"მე ის ის იყო გავხდი 19 წლის და ასეთი გრანდის შემადგენლობაში თამაში ძალიან დი ემოციებთან იყო დაკავშირებული."


წყარო: Uefa.com
dle 10.1

  • shvela
  • 23 ნოემბერი 2010
  • 1930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)