კრისტოფერ მეთსელდერი: "ჩვენ როკ–ენ–რაული გვყავს"

შესაძლოა ითქვას, რომ მადრიდისტები არც ერთი ევროპული კლუბის თამაშს ისე არ ადავნებენ თვალს, როგორც ამას "შალკე 04"–თან მიმართებაში აკეთებენ. გენზელკირხენულმა კლუბმა, რომლის რიგებში ერთდროულად ოთხი ყოფილი მადრიდისტა გამოდის–ჰუნტელაარი, მეთსელდერი, რაული და ხურადო.სეზონი, არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო. მიუხედავად ამისა, რაულის ბრწყინვალე თამაშმა "ბრემენის ვერდერის" წინააღმდეგ გერმანიის პრესაში დიდი ხმაური გამოიწვია.


ესპანელი ფორვარდი სამი გოლით გამორჩია, აქედან მეოთხეს გატანით მან თამაშის საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. რაულმა მისთვის "არც თუ ისე საყვარელი" მარჯვენა ფეხით ბრწყინვალედ გადაუგდო თავზე ბურთი "ვერდერის" მეკარე ვიზეს და ნამდვილად რომ საოცნებო გოლიც გაიტანა! თამაშის დასრულების შემდეგ რაულის თამაშით გამოწვეულ ემოციებს ვერ ფარავდა კიდევ ერთი ყოფილი მადრიდისტა და რაულის ახლო მეგობარი კრისტოფერ მეთსელდერი. გერმანულ გამომცემლობა Bild–სთვის მიცემულ ინტერვიუში მეთსელდერმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თანაკლუბელის მისამართით. შეგახსენებთ, რომ იმ თამაშში რაული მოედნიდან ოვაციებით გააცილეს, ისე როგორც ეს ერთ დროს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე ხდებოდა.

ჩვენ როგორც იქნა რაულის გაბრწყინება ვიხილეთ?!

დიახ, მე ვფიქრობ ეს ასე იყო! მან შესანიშნავად ითამაშა, მე მოხარული ვარ რაულის გამო! მას შემდეგ, რაც მან საკუთარი მე–3 გოლი შეაგდო, რომელიც მართლაც რომ შედევრია,ჩემი მოედნის ნახევრიდან თითქმის 80 მეტრი გავირბინე მისთვის ამ ამბის მისალოცად. ეს კი ჩემს ასაკში, არც თუ ისე ადვილია! დღეიდან "შალკე 04"–ში არის "როკ–ენ–რაული"!

ეს "შალკე" იყო ასეთი ძლიერი, თუ "ვერდერი" აღმოჩნდა მოუმზადებელი ამ შეხვედრისთვის?

ჩვენ მართლაც ძალიან ძლიერად ვითამაშეთ. უკვე მხოლოდ წინსვლაზე ვფიქრობთ! ბოლო თამაშებში აშკარა პროგრესი დაგვეტყო. როგორც იქნა საკუთარი თავი ვიპოვეთ!

როგორც ჩანს, თქვენ თავად გიკვირთ თქვენი გოლი?!

(იცინის) ნელ–ნელა გემოვნება გამხესნა, იქნებ მომავალშიც მოვახერხო ამის გაკეთება. ამ ცხოვრებაში მე უკვე ბომბარდირი ვერ გავხდები, მაგრამ სტატისტიკის მხრივ, მე კიდევ მაქვს შანსი, წინ ბევრი თამაშია. სერიოზულად რომ ვთქვათ, ჩემთვის უმთავრესი დაცვის ხაზში საიმედოდ თამაშია.

"შალკემ" ბოლო სამ შეხვედრაში შვიდი ქულა მოაგროვა... ეს გარდატეხაა?

ჩავარდნა დასრულდა. მაგრამ მიუხედავად ამისა მოდუნების უფლება არ გვაქვს! ძალიან ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს, ასე რომ მომდევნო შეხვედრებში მოგება ძნელი იქნება. დღესდღეობით კლუბი თავისუფალი ვარდნის სიტუაციაში იმყოფება, ეხლა უკვე უნდა მოვიმართოთ და ზამთრის შესვენებამდე, რაც შეიძლება ბევრი ქულები დავაგროვოთ.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას შეძლებთ?

რა თქმა უნდა! თუ "ლიონს" ვერ დავამარცხებთ, მაშინ ბოლო ტური ლისაბონში ძალზედ დაძაბული გამოდგება ჩვენთვის.

თქვენი ყოფილი კლუბი "დორტმუნდის ბორუსია" შეძლებს თუ არ გაჩემპიონებას?

13 ტურის შემდეგ ძნელია იმის თქმა , თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ "ბორუსია" მართლაც ძალზედ ძლიერი კლუბია."


წყარო:Bild
dle 10.1

  • shvela
  • 22 ნოემბერი 2010
  • 2272
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)