კრისტოფ მეცელდერი:"ესპანეთში პირველ ადგილზე მეფეა,მეორეზე–"რეალი"

გუნდში მანუელ პელეგრინის მოსვლის შემდეგ გერმანელმა მცველმა კრისტოფ მეცელდერმა იგრძნო,რომ მისი ძირითადში მოხვედრის შანსები გაიზარდა.ახლა მეცელდერი მზადაა კონკურენცია გაუწიოს პეპეს,ალბიოლს და გარაის.


თქვენ იპოვეთ საკუთარი ადგილი "რეალში"?

გასული წელი იყო საშინელი,რადგან მე მოვხვდი ძალიან რთულ კონკურენციაში.მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად ჩავატარე.ასევე ჩემს სასარგებლოდ მოხდა ახალი მწვრთნელის მოსვლა.

რა არის საჭირო ფეხბურთში:დაიხარჯო ასი პროცენტით თუ მაყურებლების თვალში იყო კარგი ფეხბურთელი?

მე ვალდებული ვარ კარგად ვითამაშო,ფეხბურთი სპორტის სახეობაა.ბევრი ბავშვი ფეხბურთელებს მისაბაძ მაგალითად თვლის.ეს დიდი სიამოვნებაა,რომელიც პროფესიონალმა ფეხბურთელმა არასდროს უნდა დაივიწყოს.

რამდენად ჭკვიანი უნდა იყო,რომ გახდე ცენტრალური მცველი?

ფეხბურთი ძლიერ შეიცვალა,განსაკუთრებით მცველებისათვის.ახლა მეკარეს არ შეუძლია ხელში აიღოს თანაგუნდელის მიერ ფეხით მიწოდებული ბურთი და ახლა არ მოწმედებს "ბოლო მცველი".ტაქტიკაც მნიშვნელოვნად შეიცვალა:ახლა ყველა მცველმა ერთ ხაზზე უნდა ითამაშოს.ამიტომ,ცენტრალური მცველები განსაკუთრებით უნდა იყონ ყურადღებიანები.

მოგვიყევით კრისტიანო რონალდოს და კაკას შესახებ...

(იცინის)გუნდში ჩვენ ჩვეულებრივად ვართ პარტნიორები.ისინი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან,მოედნის გარეთ კი სხვანაირები არიან:ერთი ძალიან წყნარია,მეორე–არც ისე.

ესპანეთში "რეალი" ითვლება ლეგენდარულ კლუბად?

"რეალი" ყველა გუნდისგან გამოირჩევა დიდი ტრადიციებით,რომელსაც ემატება ამბიციები მოიგოს ტიტულები.ესპანეთში პირველ ადგილზე მეფე დგას,ხოლო მეორეზე მადრიდის "რეალი".

ეს სხვა განზომილებაა?

დიახ,ეს დაუჯერებელი ცხოვრების წესია.ყოველ ახალ ვარჯიშს ისე ვხვდები,როგორც სიახლეს ჩემს ცხოვრებაში.მაშინ,როცა ამდაგვარად სხვა გუნდები მხოლოდ მატჩებს აღიქვამენ.

გაღელვებთ,რომ ნაკრებში არ გიძახებენ?

მე ამ მომენტისათვის კონცენტრირებული ვარ "რეალზე",მაგრამ ყოველდღე ძილის წინ ვგრძნობ,რომ ყველაფერი გავაკეთე,რათა გამომიძახონ ნაკრებში.

თუ თქვენ წაგიყვანეს მსოფლიო ჩემპიონატზე,ისევ გიხილავთ წვერებში?

რა თქმა უნდა,მე მუდამ ვასრულებ ამ ტრადიციას.მე ამ ტრადიციას გავიმეორებ,თუ მოვხვდები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.

დაბრუნდებით ბუნდესლიგაში?

ფეხბურთში ყველაფერი ხდება,მაგრამ მხოლოდ ერთ კლუბზე–მადრიდის "რეალზე" ვფიქრობ.


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 29 აგვისტო 2009
  • 2150
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)